პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა/ მირანდა ფორჩხიძე

კატეგორია - პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში მოსწავლეთა შემაჯამებელი დავალების დაბალი შეფასების მიზეზების, ხარისხისა და შედეგის გაუმჯობესების გზების კვლევა გეოგრაფიის გაკვეთილზე სამიზნე ჯგუფი-VII კლასი შპს კერძო სკოლა ,,ოქროს აკვანის“ გეოგრაფიის მასწავლებელი _მირანდა ფორჩხიძე სარჩევი შესავალი -------------------------------------------------------------------------------------5 თავი 1 ----------------------------------------------------------------------------------------6 1.1პრაქტიკული კვლევის არსი და მისი სკოლაში დანერგვა----------------------------------6 1.2 ლიტერატურის მიმოხილვა ------------------------------------------------------------------7 1.3 შეფასების პრინციპები-------------------------------------------------------------------------8 1.4 შემაჯამებელი შეფასება ----------------------------------------------------------------------------------9 1.5 შემაჯამებელი დავალებების ტიპები და მოთხოვნები:------------------------------------9 თავი 2-----------------------------------------------------------------------------------------------12 2.1 მოკლე ინფორმაცია სკოლისა და კლასის შესახებ, სამიზნე ჯგუფი--------------------12 2.2 კვლევის ვადები------------------------------------------------------------------------------13 2.3 კვლევის მიზნები და ამოცანები-----------------------------------------------------------14 2.4 პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები და მათი გადაჭრის გზები---------15 2.5 პრობლემის აქტუალურობის დასაბუთება ---------------------------------------------16 2.6 საკვლევი კითხვების მიმოხილვა და ფორმულირება-----------------------------------16 თავი 3-------------------------------------------------------------------------------------------------18 3.1 კვლევის მეთოდების განხილვა---------------------------------------------------------------18 3.2 ჩარევის (ინტერვენციის) დაგეგმვა-----------------------------------------------------------19 3.3 ინტერვენციის შედეგები და მათი ანალიზი-------------------------------------------------20 3.4 პირველი სემესტრის შემაჯამებლების ანალიზი--------------------------------------------23 3.5 შედეგების ცხრილი და ანალიზი-------------------------------------------------------------31 3.6 მეორე სემესტრის შემაჯამებლების ანალიზები---------------------------------------------33 თავი 4----------------------------------------------------------------------------------------------51 4.1 მიგნებები და რეკომენდაციები----------------------------------------------------------------51 4.2 დასკვნა------------------------------------------------------------------------------------------53 ბიბლიოგრაფია და გამოყენებული ბმულები----------------------------------------------------54 დანართები--------------------------------------------------------------------------------------------56 რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ-------------------------------------------63 შესავალი შემაჯამებელი დავალება მოსწავლეთა შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. მოსწავლე ვალდებულია შეასრულოს ეროვნული სასწავლო გეგმით და სკოლის მიერ დადგენილი ყველა შემაჯამებელი დავალება. ამიტომ მასწავლებელმა დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს ამ მიმართულებით გამოვლენილ პრობლემებს. ჩემს მიერ წარმოდგენილია ნაშრომი _ პრაქტიკული კვლევის ანგარიში. კვლევის ანგარიშში განხილულია გეოგრაფიის შემაჯამებელი დავალებების დაბალი შეფასების მიზეზები მეშვიდე კლასში და მათ აღმოსაფხვრელად განხორციელებული ღონისძიებები. კვლევა მოიცავს პრობლემის შესწავლის, სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა -განხორციელებისა და შეფასების ეტაპებს. ნაშრომი შედგება ოთხი თავისგან. პირველ თავში განხილულია ლიტერატურა და პრაქტიკის კველევის არსი. მეორე თავში მოცემულია ინფორმაცია სამიზნე ჯგუფის, კლასის შესახებ. საკვლევი საკითხის მიმოხილვა, კვლევის მიზანი და ამოცანები. საკვლევი საკითხის აქტუალობა და განხორციელების ვადები. მესამე თავში განხილულია კვლევის მეთოდები და ინტერვენციები . ასევე მოიცავს ინტერვენციების შედეგებს და მონააცემთა ანალიზს. მეოთხე თავში აღწერილია კვლევის მიგნებები, რეკომენდაციები და კვლევის ნაკლოვანებები. კვლევის რეფლექსია ანგარიშს ერთვის დასკვნა, ბიბლიოგრაფია და დანართი. თავი 1 1.1 პრაქტიკული კვლევის არსი და მისი სკოლაში დანერგვა მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მოთხოვნაა მასწავლებლებში პრაქტიკული კვლევების კომპეტენციის უნარის ფლობა. მასწავლებელი კოლეგებთან ერთად გეგმავს სპეციალურ კვლევით სამუშაოებს, ახორციელებს მათ და იყენებს პრაქტიკულ საქმიანობაში (პროფესიული განვითარება, მუხლი 133,,1); შეუძლია საკვლევი საკითხის დამოუკიდებლად განსაზღვრა, კვლევის ჩატარება, მონაცემთა დამუშავება ინტერპრეტაცია, კვლევის შედეგების გამოყენება საკუთარი და კოლეგების პრაქტიკის გასაუმჯობესებლად. (პროფესიული განვითარება, მუხლი 139,2). სწორედ ამიტომ „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ მიხედვით წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად ერთერთი სავალდებულო აქტივობაა საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში იდენტიფიცირებული საჭიროებების ანალიზის საფუძველზე პრაქტიკული კვლევის განხორციელება, ხოლო მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად პრაქტიკული კვლევების განხორციელება სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე. კვლევა არის ახალი ცოდნის ძიება, მისი სისტემატური დოკუმენტირება და გაფორმება კვლევის ანგარიშის, სტატიის, პროექტის და სხვა სახით. პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მიეკუთვნება გამოყენებით კვლევათა რიცხვს. ეს არის პროფესიული სიტუაციების სისტემური კვლევა, ჩატარებული მასწავლებელთა მიერ საკუთარი პროფესიონალიზმის დახვეწის, სასწავლო პროცესისა და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების მიზნით. პროფესიონალია მასწავლებელი, რომელსაც შეუძლია პედაგოგიური საქმიანობის დროს წამოჭრილი პრობლემების იდენტიფიცირება, მისი გადაჭრის გზების ძიება და პოვნა, ახალი იდეების, ინოვაციების, სტრატეგიების პედაგოგიურ პრაქტიკაში დანერგვა. პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მარტო წამოჭრილი სიძნელეების დროს კი არ არის საჭირო, არამედ ახალი იდეების, ინოვაციების გამოსაცდელად, საკუთარი ძლიერი მხარისა და პოტენციალის აღმოსაჩენად, საჭირო უნარ-ჩვევების გასავითარებლად და, რაც მთავარია, სკოლაში სწავლა სწავლების ხარისხისა და მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად. ამრიგად, პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა არის პედაგოგების, დირექტორების, სასკოლო საზოგადოების სხვა წარმომადგენლების მიერ ჩატარებული ნებისმიერი სახის მეთოდური გამოკვლევა კონკრეტული მასწავლებლის, სკოლის საქმიანობის, სწავლა სწავლების და მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და გაუმჯობესების მიზნით. პრაქტიკის კვლევის განმხორციელებელმა პირებმა უნდა გააცნობიერონ, რომ კვლევაში ჩართვა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საუკეთესო საშუალებაა, პროფესიულად მზარდი მასწავლებელი მუდმივად განაახლებს საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკას, რაც სკოლაში სწავლა სწავლების ხარისხის ამაღლებისა და მოსწავლეთა მოსწრების გაუმჯობესების აუცილებელი პირობაა. ჩემ მიერ განხორციელებული კვლევა და კვლევის შედეგების გაზიარება დაეხმარება კოლეგებს თვითონ წარმართონ პედაგოგიური კვლევა, პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით. ადმინისტრაციას საშუალებას მისცემს კვლევის შედეგების გაცნობა დააკვირდნენ მოსწავლეთა საწავლა-სწავლების პროცესს. 1.2 ლიტერატურის მიმიხილვა შეფასების პოლიტიკა მიმდინარე შეფასება მიმდინარე შეფასება წარმოადგენს სასწავლო პროცესში ინფორმაციის დაზუსტებას იმის შესახებ, თუ რა იციან მოსწავლეებმა, რათა შემდგომი ეტაპი ცოდნისა დააშენონ არსებულს. შემაჯამებელი შეფასება. თემის ბოლოს ადგილი აქვს შემაჯამებელ შეფასებას. იგი მოსწავლესა და მასწავლებელს აძლევს საშუალებას მოახდინოს მიღებული ცოდნის დემონსტრირება. შემაჯამებელ შეფასებაში შეიძლება შევიდეს ნებისმიერი სფერო ან სფეროთა კომბინაცია. მაგ: მონაცემთა შეგროვება _დალაგება, პრეზენტაცია, ინფორმაციის სინთეზი, დაგროვილი ცოდნის გამოყენება. ე. ი. შემაჯამებელი სამუშაოები მოსწავლის შეფასების და მისი გაკვეთილზე მიღებული ცოდნის გამოვლენის ერთერთი მეთოდია, რომელიც გათვალისწინებულია ეროვნული სასწავლო გეგმით. შემაჯამებელი დავალების კომპონენტები უკავშირდება სწავლა–სწავლების შედეგს. სწორედ ამ კომპონენტებით მოწმდება და ფასდება ერთი სასწავლო მონაკვეთის (თემა, თავი, საკითხი) შესწავლის შედეგად მიღწეული შედეგები. შემაჯამებელი დავალებები უნდა ამოწმებდეს გეოგრაფიის სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებს. სტანდარტის მოთხოვნათა შესასრულებლად რეკომენდირებულია შემაჯამებელ დავალებათა სხვადასხვა ფორმების გამოყენება. 1.3 შეფასების პრინციპები • სანდოობა - მკაფიო და ნათელი კრიტერიუმები და ზუსტი ინსტრუქციები • ვალიდურობა - საკითხთან შესაბამისი შეფსების კრიტერიუმები • ობიექტურობა - შეფასება არ არის დამოკიდებული შემფასებლის სურვილსა და მოსაზრებებზე • გამჭვირვალობა - შეფასების კრიტერიუმები/რუბრიკები ცნობილია ყველასათვის შემაჯამებელი სამუშაოს დავალება უნდა იყოს ვალიდური და სანდო. სწორედ იმ ცოდნას უნდა ზომავდეს, რის გაზომვასაც ეს კონკრეტული სამუშაო ისახავს მიზნად. ასევე უნდა იყოს გაზომვადი. შედეგები უნდა ფასდებოდეს წინასწარ შემუშავებული პასუხებით ან შეფასების სქემით. წინასწარ უნდა იყოს დადგენილი ქულების რაოდენობა სწორი პასუხისთვის; შეფასების მექანიზმი უნდა იყოს მკაფიო და ცალსახა; იგი ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას არ უნდა იძლეოდეს. 1.4 შემაჯამებელი შეფასება ფასდება შემდეგი უნარები: • კრიტიკულ პირობებში (ტესტი, საკონტროლო და სხვა) ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამომჟღავნება • პრობლემის გააზრება • ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება • კავშირებისა და მიმართებების დადგენა • კომუნიკაცია • ისტორიულ-გეოგრაფიული კვლევა • პრობლემის გადაჭრა • შემოქმედებითობა • სივრცეში ორიენტირება • ისტორიული ეპოქის განცდა • თვალსაჩინოებების გამოყენება და შექმნა • გარემოზე პასუხისმგებლობა და ზრუნვა • კრიტიკული აზროვნება 1.5 შემაჯამებელი დავალებების ტიპები და მოთხოვნები: • საკონტროლო წერა • ტესტირება • კითხვა-პასუხი • თემა/ესე • პრეზენტაცია • პროექტი • რეფერატი • კვლევა • დისკუსია/დებატები • კონფერენცია მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შემაჯამებელი დავალებები • დავალების თითოეულ ტიპს უნდა ახლდეს თავისი შეფასების ზოგადი რუბრიკა; • ზოგადი რუბრიკა უნდა დაზუსტდეს კონკრეტული დავალების პირობისა და განვლილი მასალის გათვალისწინებით; • 10 ქულა უნდა გადანაწილდეს რუბრიკაში შემავალ კრიტერიუმებზე; • მითითებული უნდა იყოს საგნობრივი სტანდარტის ის შედეგები, რომელთა შეფასებასაც ემსახურება შემაჯამებელი დავალება. შეფასების ყველა ამ მეთოდს საერთო მიზანი აქვს – მათი საშუალებით გროვდება ინფორმაცია მოსწავლეების წარმატებებისა და მათი პრობლემების შესახებ და აქედან გამომდინარე, იგეგმება სწავლების შემდგომი ეტაპი. მეორე მხრივ განსხვავებულია ცალკეული შეფასების მეთოდის როგორც ფორმა ისე მნიშვნელობა და კონკრეტული მიზანი. გეოგრაფიაში მასწავლებლები თვითონ ადგენენ ტესტებს. არჩევენ დავალების ტიპს თემის სირთულის მიხედვით. შესაძლებელია შემაჯამებელი სამუშაო იყოს კომბინირებული, სხვადასხვა დავალებების ტიპებისგან შემდგარი. ასეთი შემაჯამებელი ყოველთვის მრავალფეროვანია და სხვადასხვა უნარჩვევებს ამოწმებს. რაც სრულყოფილად აკმაყოფილებს ესგ-ის მოთხოვნებს. შეფასების რუბრიკის შედგენისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტი: 1. შემაჯამებელმა დავალებამ უნდა შეაფასოს ის, რაც მოსწავლეებმაკონკრეტული თემის გავლის შედეგად ისწავლეს; 2. შეფასების კრიტერიუმები წინასწარ ცნობილი უნდა იყოს მოსწავლეთათვის; 3. შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს ნათელი და არ იძლეოდეს ინტერპრეტირების საშუალებას; 4. შეფასების რუბრიკაში გათვალისწინებული უნდა იყოს სტანდარტის ის შედეგები, რომლის ათვისებასაც ემსახურებოდა გავლილი თემა; 5. შეფასების კრიტერიუმებს შორის ქულები გადანაწილებული უნდა იყოს გონივრულად; 6. მრავალ დონიანი შეფასების რუბრიკის გამოყენებისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს მოსალოდნელი რისკები და შესაძლო შედეგები. მოსწრების საერთო შეფასება ღია უნდა იყოს. მოსწავლეები მუშაობის დაწყებამდე უნდა ხედავდნენ შესაფასებელ ამოცანებს და ქულების გამოთვლის პრინციპებს. ისინი უკეთ იქნებიან სწავლაზე კონცენტრირებული, თუ ეცოდინებათ, რის წინაშე დგანან და რას უნდა ელოდნენ. მაგალითად, მრავალქულიან ტესტებზე მუშაობის დაწყების წინ მოსწავლეებმა უნდა განიხილონ ქულების გამოთვლის სისტემა თითოეული ამოცანისათვის, რაც გარკვეულწილად დაეხმარებათ იმის დადგენაში, თუ რას ელის მასწავლებელი მათგან. ეს მათ მუშაობის დაწყებამდეც აძლევს უკუკავშირს და ეხმარება ობიექტური თვითშეფასების ჩამოყალიბებაში. VII კლასი ქართულენოვანი საგანი საათების რაოდენობა კვირაში შენიშვნა შემაჯამებელი დავალების სავალდებულო მინიმალური რაოდენობა სემესტრი I II 1 ქართულიენადალიტერატურა 5 4 5 2 მათემატიკა 4 4 6 3 პირველიუცხოურიენა 3 2 3 4 მეორეუცხოური ენა (ქართულენოვანისკოლებისათვის/ სექტორებისათვის) 2 2 3 5 ისტორია 3 2 3 6 გეოგრაფია 2 2 3 7 საბუნებისმეტყველომეცნიერებებისსაფუძვლები 3 2 3 8 სახვითიდაგამოყენებითიხელოვნება 2 2 3 9 მუსიკა 2 2 2 10 სპორტი 2 აუცილებელი საათებისრაოდენობაკვირაში ქართულენოვანისკოლებისათვის/ სექტორებისათვის 28 თავი 2 2.1 მოკლე ინფორმაცია სკოლისა და კლასის შესახებ, სამიზნე ჯგუფი კერძო სკოლა ,,ოქროს აკვანი“ მდებარეობს ქ. თბილისის , ისანი _სამგორის რაიონში. სკოლა დაარსდა 2006 წელს. მისი დამფუძნებელია_ ქალბატონი: მ. მიქაძე. სკოლაში სწავლობს 250_ მდე მოსწავლე. სკოლაში დასაქმებულია 30 -მდე პედაგოგი. კვლევაში მონაწილეობა მიიღეს მე–7 კლასის მოსწავლეებმა ჯამში 16_ მა მოსწავლემ. მე–7 კლასში სწავლობს 16 მოსწავლე , კლასში პირველ სემესტრში ირიცხებოდა 14 , ხოლო მეორე სემესტრში 16 მოსწავლე. კვლევეში ჩართული იყო ყველა. მათ შორის არა არის სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე. კვლევა განხორციელდა 2018–2019 სასწავლო წელს და გრძელდებოდა 9 თვე. 2.2 კვლევის ვადები აქტივობა სექტემბერი ოქტომბერი ნოემბერი დეკემბერი იანვარი თებერვალი მარტი აპრილი მაისი პრობლემის იდენტიფიცირება X კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება X შემაჯამებელი სამუშაოს გრაფიკის შედგენა X შემაჯამებელი სამუშაოს წარმოება X X X X X შემაჯამებელი სამუშაოს ანალიზის წარმოება X X X X X პირველი სემესტრის შემაჯამებლებში მიღებული შედეგების ანალიზი X კითხვარის შედგენა, დამუშავება X კითხვარის შევსება X გამოკითხვა/ინტერვიუ/შეფასება X მიღებული შედეგების ანალიზი X ინტერვენციის განხორციელება X X X X X მოსწავლეთა ანკეტირება X X მოსწავლეთა ანკეტირების შედეგების ანალიზი X X განხორციელებული ინტერვენციების შედეგების ანალიზი X X პრეზენტაცია სასაკოლო საზოგადოებასთან, შედეგების გაცნობა X 2.3 კვლევის მიზნები და ამოცანები უნდა ავღნიშნო , რომ სკოლებში საბაზო საფეხურზე გეოგრაფიაში, ერთ–ერთი მთავარი პრობლემაა შემაჯამებელი სამუშაოების დაბალი შედეგები. განსაკუთრებით სწავლების პირველ წელს, როდესაც ახალი საგნები ემატება კლასს, რთულდება საკითხები: შემოდის ახალი კონსტრუქციები, საჭიროა თეორიული მასალის პრაქტიკული აღქმა, სივრცეში ორიენტირება. მოსწავლეებს უჭირთ შემაჯამებელ სამუშაოში მიღებული ცოდნის მობილიზება და გამოყენება. არსებული პრობლემის იდენფიცირებისა და გამომწვევი მიზეზების შემცირებისთვის 2018–2019 სასწავლო წელს ჩავატარე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა. კვლევის მიზანია დადგინდეს მეშვიდე კლასში გეოგრაფიის შემაჯამებელი დავალებების დაბალი შედეგების მიზეზები და დაიგეგმოს მათ აღმოსაფხვრელად განსახორციელებელი ქმედებები. გაუმჯობესდეს შედეგი შემაჯამებელ დავალებებში, ასევე ამაღლდეს ცოდნის დონე და ხარისხი. 2.4 პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები და მათი გადაჭრის გზები რა შეიძლება იყოს პრობლემის გამომწვევი მიზეზები? პრობლემის ზუსტად განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია ჩამოვაყალიბოთ კვლევის მთავარი კითხვა: რა არის მეშვიდე კლასში გეოგრაფიის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებათა დაბალი შედეგების მიზეზები? პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზების ძიების დროს გამოიკვეთა რამდენიმე საინტერესო საკითხი: 1. გეოგრაფიის საგანი მათთვის ახალია, ისევე როგორც საბუნებისმეტყველო საგნები . ისინი რთულად აღიქვავენ ბუნებიდან გეოგრაფიაზე გადასვლას. ბუნებაში შედრაებით ადვილ შემაჯამებელ დავალებებს ასრულებენ. ამიტომ, როდესაც დავალებები რთულდება, მათ უჭირთ მათი შესრულება. უჭირთ ეროვნულ სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამის დაძლევა. 2. როდესაც მოსწავლეებს უხდებათ კონკრეტული თემის მრავალმხრივი თეორიული განხილვა, მათ უმრავლესობას უჭირს ცოდნის მობილიზება. მობილიზდებიან მხოლოდ ერთ გაკვეთილზე , ერთი თემის ირგვლივ, ხოლო მომდევნო გაკვეთილზე წინარე ცოდნის გამოყენება ძალიან უჭირთ შესაბამისად შედეგიც დაბალია. განსაკუთრებით მათ უჭირთ თეორიული მასალის პრაქტიკული აღქმა, სივრცეში ორიენტირება. მაშინ როდესაც ძალიან ბევრს ვმუშაობთ გაკვეთილზე და ასევე სავარჯიშო დავალებებს ასრულებენ სახლშიც. 3. შემაჯამებელ სამუშაოებში მოსწავლეთა დაბალი შედეგების მიზეზი შეიძლება იყოს პროგრამის გართულება, დავალებების გართულება, განმსაზღვრელი შეფასება. მოსწავლე ჯერ კიდევ ვერ აღიქვამს განმსაზღვრელი შეფასების არსს. 2.5 პრობლემის აქტუალურობის დასაბუთება მოგეხსენებათ საბაზო საფეხურის მოსწავლეებს უჭირთ დავალებების შესრულება, მიუხედავად იმისა, რომ მიჩვეულები არიან სხვადასხვა ტიპის სავარჯიშოებს შემაჯამებელში. ეს იმით შემიძლია ავხსნა, რომ გეოგრაფია მათთვის უცხო საგანია, რომელიც მე-7_ე კლასიდან ისწავლება. ასევე მათ ემეტებათ სხვადასხვა საგანი: ბიოლოგია, ქიმია , ფიზიკა. ჯერ კიდევ არ იცის ყველა მოსწავლემ, თუ როგორ მოემზადონ, მობილიზდენ იმისთვის , რომ შეძლონ ყველა მიმართულების დავალებას გაართვან ერთდროულად თავი. მათ სჭირდებათ გარკვეული პერიოდი, რათა მოახდინონ ახალ საგნებთან მიმართებაში ადაპტაცია. ამ კლასში მასწავლებელი ცდილობს შედარებით ადვილი შემაჯამებელი დავალებები მისცეს მოსწავლეებს. მე–7 კლასიდან მოსწავლეებს უწევთ მიეჩვიონ ისეთი შემაჯამებელი დავალებების შესრულებას, რომელიც შეამოწმებს მათ უნარ–ჩვევებს საზოგადოებრივი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების ყველა მიმართულებით . რადგან ასეთი დავალებები მათთვის ახალია, მოსწავლეთა უმრავლესობას უჭირს მაღალი და საშუალო შეფასების მიღება. 2.6 საკვლევი კითხვების მიმოხილვა და ფორმულირება ესგ–ს მიხედვით გეოგრაფიის საგნის შემაჯამებელი წერების მოთხოვნებში შედის: განუვითაროს მოსწავლეებს ორიენტირების უნარი სივრცესა და დროში. სხვადასხვა თვალსაჩინოების კითხვის უნარი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ბუნებრივი რესურსების მრავალმხრივ და რაციონალურ გამოყენებაზე მსჯელობის უნარი, დედამიწის შინაგან აგებულებაზე, რელიეფწარმომქმნელ ფაქტორებსა და რელიეფის ფორმებს შორის კავშირის დამყარების უნარები. ატმოსფეროში მიმდინარე პროცესებზე და ჰიდროსფეროს შესახებ მსჯელობის უნარები. გარემოსდაცვითი ღონისძიებების აუციელებლობის შესახებ მსჯელობის უნარი. დემოგრაფიული მახასიათებლების და განსახლების თავისებურებების შესახებ მსჯელობის უნარები. ამიტომ შემაჯამებელ ტესტებში შემაქვს დავალებები ყველა ამ მიმართულებით. პრაქტიკული კვლევის მიზანია გამოვიკვლიო, რომელი მიმართულების დავალებაა მოსწავლეებისთვის უფრო რთული და რატომ. ასევე მოსწავლეთა შედეგის გაუმჯობესების გზების ძიება შემაჯამებელ სამუშაოში, მათი აკადემიური მოსწრების გაუმჯობესება. კვლევის მთავარი კითხვაა, ჩემი სამუშაო პერიოდის განმავლობაში (6 წელი), თუ რა არის მიზეზი მე–7 კლასში, გეოგრაფიის შემაჯამებელ სამუშაოებში დაბალი აკადემიური მოსწრებისა. მთავარი საკვლევი საკითხებია: • შემაჯამებელი სამუშაოების მრავალფეროვანი ტიპების გამოყენების გავლენა, შემაჯამებელი სამუშაოს შედეგზე • მოსწავლეთა ინტერესის არეალის გაგება და მორგება შემაჯამებელი საუშაოზე. • შეესაბამება თუ არა დავალებები მათ ინტერესებს. • რა ტიპის დავალებები არის მათთვის უფრო საინტერესო. • დავალებების შესაბამისობა მათ საჭიროებებთან. • ჩემს მიერ მიწოდებული დავალების არსის წვდომა. • არის თუ არა სირთულე დავალებების მოცულობაში. • დროის ფაქტორის გავლენა თითოეული დავალების შესრულებისას. • პრობლემის მიზეზი არის თუ არა სწავლისათვის შესაბამისი უნარ_ჩვევების არქონა . • რა შეიძლენა დაეხმაროთ მათ შედეგის გაუმჯობესებაში. • გაუმჯობესდება თუარა შედეგი თუ სხვა ტიპის დავალებებს შეასრულებენ. მოსალოდნელი შედეგები: ვფიქრობ,აღნიშნული კვლევის შედეგად შესაძლებელი გახდება პრობლემათა იდენტიფიცირება და მიზანმიმართულად დაგეგმილი ინტერვენციების შედეგად მეტ-ნაკლებად გაუმჯობესდება მოსწავლეთა შედეგები კვლევის განხორციელება საინტერესო იქნება საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერებების მასწავლებლებისთვისაც, რადგან შემაჯამებელი დავალებებთან დაკავშირებული სირთულეები თითოეული საგნის სწავლების თანმდევი მოვლენაა. აღნიშნულ კითხვებზე პასუხის გასაცემად შევიმუშავეთ კვლევის გეგმა. თავი 3 3.1 კვლევის მეთოდების განხილვა კვლევის სანდოობის გაზრდის მიზნით მონაცემთა შეგროვების მეთოდებად გამოვიყენე, როგორც რაოდენობრივი,ისე თვისობრივი მეთოდები: ანკეტირება და ფოკუსჯგუფი. ანკეტისთვის დახურულ კითხვებთან ერთად ღია კითხვებიც შევარჩიე, რომლებიც მომზადდა მეშვიდეკლასელებისთვის. დავგეგმე ინტერვენციები: ანკეტის შევსება კოლეგების მიერ, პირველი სემესტრის შემაჯამებლების ანალიზი, მესამე და მეოთხე შემაჯამებელი სამუშაოების დამთავრების შემდეგ მოსწავლეთა ანკეტური გამოკითხვა, შემაჯამებლებში მიღებული ქულების მიხედვით მოვახდინე კვლევა. ერთმანეთს შევადარე, როგორც თითოეული შემაჯამებელის ბოლოს მიღებული შედეგები, ასევე ერთი და იგივე შემაჯამებელის განმეორებით დაწერის შემთხვევაში მიღებული შედეგები. მონაცემთა შეგროვების თვისობრივი და რაოდენობრივი მეთოდების გამოყენებით გამოიკვეთა, რომ მოსწავლეთა უმრავლესობის მოტივაცია მაღალია, მიმდინარე შეფასება მაღალია, თუმცა დაკვირვების შედეგად გამოჩნდა, რომ მათი შედეგები შემაჯამებელ სამუშაოებში დაბალია, რადგან შემაჯამებელ სამუშაოებში მრავალფეროვან დავალებებს ვაძლევ. ინტერვენციის ეტაპზე სხვადასხვა ტიპის შემაჯამებელი დავალების გამოყენება, ასევე წინა მოსამზადებელი პერიოდში ისტ_ის აქტიური ჩართულობა, ილუსტრაციების აქტიური გამოყენება თემებთან მიმართებაში დამეხმარა მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებაში. თითოეული აქტივობა და შემაჯამებელი დავალების ტიპი პასუხობს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს. დასკვნა: ვფიქრობ, რომ სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით აუცილებელია ისტ¬_ის აქტიური ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში, ელექტრონული რესურსების და ვიზუალური თვალსაჩინოების აქტიური გამოყენება თემიდან გამომდინარე. ასევე საჭიროა მშობელთა აქტიური ჩართულობა. კვლევის შედეგები: მონაცემთა ანალიზისა და განხორციელებული კვლევის საფუძველზე მივიღე შედეგი, ამაღლდა მოსწავლეთა შემაჯამებელი სამუშაოს შედეგი. 3.2 ჩარევის (ინტერვენციის) დაგეგმვა გაანალიზებულ შედეგებზე დაყრდნობით დაიგეგმა შემდეგი ინტერვენციები:  პირველი სემესტრის შემაჯამებელი სამუშაოების ანალიზი. პირველი სემესტრის სამუშაოების ანალიზმა მიჩვენა, რომ კლასში არასახარბიელო მდგომარეობა იყო. გადავწყვიტე ჩამეტარებინა ანკეტირება და გამერკვია მიზეზი.  კოლეგების გამოკითხვა (ინტერვიუ) და ანკეტირება. ჩატარდა ინტერვიუ და შეავსეს კითხვარები იმ კოლეგებმა, რომლებსაც მუშაობა უხდებათ მეშვიდე კლასში. მათ სიამოვნებით მიიღეს მონაწილეობა გამოკითხვაში.  მონაცემთა ანალიზი. ანკეტირებისა და ინტერვიუს შემდეგ გაკეთდა მონაცემთა ანალიზი.  მონაცემთა ანალიზის შემდეგ III შემაჯამებელი სამუშაოს დაგეგმვა და მოსწავლეთა მომზადება შემაჯამებელი დავალების საკითხებში.  I ინტერვენციის განხორციელება._ ისტ_ის აქტიური ჩართვა საგაკვეთილო პროცესში.  III შემაჯამებელის ჩატარება.  მონაცემთა ანალიზი. (შემაჯამებელის შემდეგ გაკეთდა მონაცემთა ანალიზი. გამოიკვეთა შედეგი).  მოსწავლეთა პირველი ანკეტირების დაგეგმვა და ჩატარება. (დავგეგმე ანკეტირების ვადა და ჩავატარე. მოსწავლეებმა შეავსეს ანკეტა 1.)  მონაცემთა ანალიზი. ანკეტირებისა შემდეგ გაკეთდა მონაცემთა ანალიზი.  II ინტერვენციის განხორციელება_ მშობლებთან კონტაქტი, მშობელთა აქტიური ჩართულობა წინა მოსამზადებელ პერიოდში.  IV შემაჯამებელის ჩატარება.  მონაცემთა ანალიზი. (შემაჯამებელის შემდეგ გაკეთდა მონაცემთა ანალიზი. გამოიკვეთა შედეგი).  მოსწავლეთა მეორე ანკეტირების დაგეგმვა და ჩატარება. (დავგეგმე ანკეტირების ვადა და ჩავატარე. მოსწავლეებმა შეავსეს ანკეტა 2.)  V შემაჯამებელი სამუშაოს დაგეგმვა და მოსწავლეთა მომზადება მოსწავლეთა მომზადება შემაჯამებელი დავალების საკითხებში.  III ინტერვენციის განხორციელება_ ელექტრონული სასწავლო რესურსების (https://learningapps.org) და ვიზუალური მასალის აქტიური ჩართულობა წინა მოსამზადებელ პერიოდში.  V შემაჯამებელის ჩატარება.  მონაცემთა ანალიზი(შემაჯამებელის შემდეგ გაკეთდა მონაცემთა ანალიზი. გამოიკვეთა შედეგი).  მოსწავლეთა ანკეტირება ბოლო შემაჯამებელი სამუშაოს შემდეგ. ბოლო შემაჯამებელი სამუშაოს ჩატარების შემდეგ ჩატარდა ანკეტირება დამამთავრებელ ეტაპზე კვლევის ფარგლებში დაგეგმილი ინტერვენციების შეფასების მიზნით. 3.3 ინტერვენციის შედეგები და მონაცემთა ანალიზი ინტერვენციის განხორციელებამ დადებითი შედეგები გამოიღო მთელი კლასისათვის. დაკვირვებამ აჩვენა, რომ აკადემიურად დაბალი შედეგის მოსწავლეებმა შემაჯამებელ სამუშაოებში შედეგები გააუმჯობესეს. ანკეტის შევსების შემდეგ ვნახე, რომ მოსწავლეთა უმრავლესობამ იგრძნო, რომ დავალების გამრავალფეროვნებამ, კერძოდ დიაგრამებზე მუშაობამ შემაჯამებლის შედეგებზე დადებითად იმოქმედა. ეს უკანასკნელი გაიზომა შემაჯამებელი სამუშაოების შედეგებით. წლის განმავლობაში ჩავატარე ხუთი შემაჯამებელი სამუშაო, ამათგან 2 პირველ სემესტრში და 3 მეორე სემესტრში კლასი შემაჯამებელი თარიღი შესაჯამებელი თემა შემაჯამებლის სამუშაოს ტიპი VIII შემაჯამებელი 1 31ოქტომბერი გეოგრაფიის საგნის არსი. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები. გეოლოგიური დრო საკონტროლო წერა ( არჩევითბოლოიანი დავალებები, დავალებები, დავალებები ღია დაბოლოებით) შემაჯამებელი 2 19 დეკემბერი სივრცეში ორიენტირება. რუკის ანალიზი კომბინირებული ტესტი (გეოგრაფიული ამოცანები, ტესტური დავალებები, მართებული მსჯელობის შერჩევა) შემაჯამებელი 3 22 მარტი ლითოსფეროს აგებულება და მასში მიმდინარე მოვლენები და პროცესები. სტიქიური მოვლენები ტესტი შემაჯამებელი 4 3 მაისი ატმოსფეროს აგებულება და მასში მიმდინარე პროცესები. ამინდი და კლიმატი საკონტროლო წერა , გეოგრაფიული ინფორმაციის ანალიზი შემაჯამებელი 5 29 მაისი ჰიდროსფერო და მისი ნაწილები და მასში მიმდინარე პროცესები. ბიოსფერო და ბუნებრივი ზონები საკონტროლო წერა(ტესტი) შემაჯამებელი სამუშაოს განრიგი ( 2018-2019სასწ. წელი ) მონაცემთა წლიური ანალიზი მიღებული ქულა შემაჯამებელი სამუშაო I II III IV V მოცემულ ქულათა რაოდენობა მოცემულ ქულათა რაოდენობა მოცემულ ქულათა რაოდენობა მოცემულ ქულათა რაოდენობა მოცემულ ქულათა რაოდენობა 3_4 2 7 2 1 0 5_6 2 7 6 3 4 7_8 8 _ 3 5 3 9_10 2 _ 2 6 9 3.4 პირველი სემესტრის შემაჯამებლების ანალიზი შემაჯამებელი სამუშაო №1 , ანალიზი კათედრა საგანი პედაგოგი კლასი შემაჯამებელი სამუშაოს ტიპი თემა თარიღი საზ/მეცნიერებები გეოგრაფია მირანდა ფორჩხიძე VII საკონტროლო წერა ( არჩევითბოლოიანი დავალებები, დავალებები, დავალებები ღია დაბოლოებით) გეოგრაფიის საგანის არსი. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები. გეოლოგიური დრო 31/10/2018წ გეო.VII.1. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს გეოლოგიური წელთაღრიცხვის სისტემა. გეო.VII.2. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა თვალსაჩინოების კითხვა გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად. გეო.VII.11. მოსწავლეს შეუძლია ახსნას გეოგრაფიის, როგორც მეცნიერების როლი. შეფასების კრიტერიუმები:საკონტროლო წერა 1 ვარანტი # შეფასების კრიტერიუმი ქულა 1_13 არჩევითბოლოიანი კითხვები არასწორი პასუხი _0 ქულა სწორი პასუხი არასწორ პასუხთან ერთად _0 ქულა სწორად დასახელებული პასუხი _1 ქულა 1 14 დავალებები ღია დაბოლოებით) 1, 2, 3 და 4 სწორად დასახელებული პასუხი _0 ქულა 4, 5, 6 და 7 სწორად დასახელებული პასუხი _ 1 ქულა 8 და მეტი სწორად დასახელებული პასუხ _ 2 ქულა 2 15 დავალებები ღია დაბოლოებით) 1, 2 და 3 სწორად დასახელებული პასუხი _0 ქულა 4, და 5 სწორად დასახელებული პასუხი _ 1 ქულა 6 და მეტი სწორად დასახელებული პასუხი _ 2 ქულა 2 16 დავალებები ღია დაბოლოებით) 1, 2, 3 და 4 სწორად დასახელებული პასუხი _0 ქულა 4, 5 და 6 სწორად დასახელებული პასუხი _ 1 ქულა 7 და მეტი სწორად დასახელებული პასუხ _ 2 ქულა 2 2 ვარიანტი # შეფასების კრიტერიუმი ქულა 1_14 არჩევითბოლოიანი კითხვები არასწორი პასუხი _0 ქულა სწორი პასუხი არასწორ პასუხთან ერთად _0 ქულა სწორად დასახელებული პასუხი _1 ქულა 1 15 დავალებები ღია დაბოლოებით) 1, 2, 3 და 4 სწორად დასახელებული პასუხი _0 ქულა 4, 5, 6 და 7 სწორად დასახელებული პასუხი _ 1 ქულა 8 და მეტი სწორად დასახელებული პასუხ _ 2 ქულა 2 16 დავალებები ღია დაბოლოებით) 1, 2 და 3 სწორად დასახელებული პასუხი _0 ქულა 4, და 5 სწორად დასახელებული პასუხი _ 1 ქულა 6 და მეტი სწორად დასახელებული პასუხი _ 2 ქულა 2 17 დავალებები ღია დაბოლოებით) 1, 2, 3 და 4 სწორად დასახელებული პასუხი _0 ქულა 4, 5 და 6 სწორად დასახელებული პასუხი _ 1 ქულა 7 და მეტი სწორად დასახელებული პასუხი _ 2 ქულა 2 მოსწავლეების შეფასების უწყისი: # მოსწავლეთა სია ქულა 1. ბერუაშვილი ლაზარე 9 2. გაგუა ლუკა 5 3. გოგილაშვილი ნატალი 7 4. გოგილაშვილი სოფიო 8 5. ზედგინიძე ცოტნე 9 6. კოპალიანი სალომე 7 7. მჭედლიშვილი საბა 7 8. ნეფარიძე გიორდი 7 9. სიმოევი დიმიტრი 5 10. ტამოევი ლუკა 3 11. ღურცკაია დიმიტრი 7 12. ჯიჯელავა მარიამი 3 13. ჯობაძე ლიზი 7 14. ფრიდონიშვილი ციკო 7 შეფასება ქულათა რაოდენობა 1 1 - 2 2 3 - 4 3 5 - 6 4 7 - 8 5 9 - 10 6 11 - 12 7 13 - 14 8 15 - 16 9 17 -18 10 19 - 20 ქულათა მაქსიმალური რაოდენობა– 20 აკადემიური მოსწრების სტატისტიკა რამდენმა მოსწავლემ დაძლია წარმატებით (10-9ქ.) რამდენმა მოსწავლემ დაძლია კარგად (8-7ქ.) რამდენმა მოსწავლემ დაძლია საშუალოდ (6-5ქ.) რამდენმა მოსწავლემ ვერ დაძლია (4-1ქ.) 2 8 2 2 მასწავლებლის კომენტარი---შემაჯამებელი დავალება შეასრულა 14 -მა მოსწავლემ, არცეთ მოსწავლეს არ დასჭირდა აღდგენითი შემაჯამებელი დავალების შესრულება. უმრავლესობამ დაძლია კარგად დაკისრებული მოვალეობა . დავალებებს პასუხობენ ნაწილობრივ. აღმოჩნდა, რომ უმეტესობას გაურთულდა დავალების შესრულება. შეცდომები იყო დაშვებული ღია დავალებებში. მოსწავლეებმა ვერ მოხდინეს მზის მოძრაობის სქემის აღქმა და სეზონების, ასევე, დღე_ღამის ხანგრძლივობის განსაზღვრა ნახევარსფეროების მიხედვით. მასწავლებლის რეკომენდაცია---შესწავლილი მასალი უკეთ გაგების მიზნი-მომდევნო გაკვეთილზე ინდივიდუალურად გავაცნობ მოსწავლეებს საკუთარ შედეგებს, განვიხილავთ მათ შეცდომებს როგორც თეორიულად ასევე პრაქტიკულად. ავუხსნი მზის მოძრაობის სქემას, რადგან მათთვის ბუნდოვანი არ დარჩეს ეს საკითხი. თითოეულმა მათგანმა უნდა შეძლოს აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობა. შემაჯამებელი სამუშაო №2 , ანალიზი კათედრა საგანი პედაგოგი კლასი შემაჯამებელი სამუშაოს ტიპი თემა თარიღი საზ/მეცნიერებები გეოგრაფია მირანდა ფორჩხიძე VII კომბინირებული ტესტი (გეოგრაფიული ამოცანები, ტესტური დავალებები, მართებული მსჯელობის შერჩევა) სივრცეში ორიენტირება. რუკის ანალიზი 19/12/2018წ გეო.VII.2. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა თვალსაჩინოების კითხვა გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად. გეო.VII.3. მოსწავლეს შეუძლია ორიენტირება სივრცეში. შემაჯამებელი სამუშაოს შეფასების რუბრიკა შეფასების სქემა ქულა • გეოგრაფიული ამოცანები 1. 2. 3. დავალება არასწორი პასუხი _0 ქულა სწორი პასუხი არასწორ პასუხთან ერთად _0 ქულა სწორად დასახელებული პასუხი _1 ქულა 6 4 დავალება არასწორად განსაზღვრული გეოგრაფიული კოორდინატი _ 0 ქულა მართებულად განსაზღვრული თითოეული ობიექტის გეოგრაფიული კოორდინატი _ 0,5 ქულა 4 • არჩევითბოლოიანი კითხვები 10 არასწორი პასუხი _0 ქულა სწორი პასუხი არასწორ პასუხთან ერთად _0 ქულა სწორად დასახელებული პასუხი _1 ქულა • მართებული წინადადებები 5 არასწორად შემოხაზული მართებული წინადადებები _ 0 ქულა სწორად შემოხაზული მართებული თითოეული წინადადება _ 1 ქულა შეფასების რუბრიკა: ქულათა რაოდენობა შეფასება 1 3 2 4_6 3 7_8 4 9_11 5 12_13 6 14_16 7 17_18 8 19_21 9 22_23 10 24_25 ქულათა მაქსიმალური რაოდენობა– 25 მოსწავლეების შეფასების უწყისი: # მოსწავლეთა სია ქულა 1. ბერუაშვილი ლაზარე 6 2. გაგუა ლუკა 4 3. გოგილაშვილი ნატალი 5 4. გოგილაშვილი სოფიო 5 5. ზედგინიძე ცოტნე 5 6. კოპალიანი სალომე 6 7. მჭედლიშვილი საბა 5 8. ნეფარიძე გიორდი 4 9. სიმოევი დიმიტრი 4 10. ტამოევი ლუკა 4 11. ღურცკაია დიმიტრი 4 12. ჯიჯელავა მარიამი 3 13. ჯობაძე ლიზი 4 14. ფრიდონიშვილი ციკო 5 აკადემიური მოსწრების სტატისტიკა რამდენმა მოსწავლემ დაძლია წარმატებით (10-9ქ.) რამდენმა მოსწავლემ დაძლია კარგად (8-7ქ.) რამდენმა მოსწავლემ დაძლია საშუალოდ (6-5ქ.) რამდენმა მოსწავლემ ვერ დაძლია (4-1ქ.) 0 0 7 7 მასწავლებლის კომენტარი---შემაჯამებელი დავალება შეასრულა 14- მა მოსწავლემ, არცერთ მოსწავლეს არ დასჭირდა აღდგენითი შემაჯამებელი დავალების შესრულება. უმრავლესობამ საშუალო დონეზე გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას . დავალებებს პასუხობენ ნაწილობრივ აღმოჩნდა რომ უმეტესობას გაურთულდა დავალების შესრულება. შეცდომები იყო დაშვებული ღია დავალებებში. მოსწავლეებმა ვერ მოახდინეს გეოგრაფიული კოორდინატების არსის წვდომა, გაუჭირდათ სივრცეში ორიენტირება. მასწავლებლის რეკომენდაცია---შესწავლილი მასალი უკეთ გაგების მიზნი-მომდევნო გაკვეთილზე ინდივიდუალურად გავაცნობ მოსწავლეებს საკუთარ შედეგებს, განვიხილავთ მათ შეცდომებს როგორც თეორიულად ასევე პრაქტიკულად. ავუხსნი გეოგრაფიული კოორდინატის პოვნის სქემას, რადგან მათთვის ბუნდოვანი არ დარჩეს ეს საკითხი. თითოეულმა მათგანმა უნდა შეძლოს აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობა. 3.5 შედეგების ცხრილი და ანალიზი ქულა 3 4 5 6 7 8 9 10 I შემაჯამებელი 14,3% 0% 14,3% 0% 50% 7,1% 14,3% 0% II შემაჯამებელი 7,1% 42,9 35.7% 14,3% 0% 0% 0% 0% პირველ შემაჯამებელთან შედარებით ნათლად ჩანს, რომ შედეგი შედეგი გაუარესდა . მიუხედავად იმისა, აქტიურად ვემზადებოდით. ვფიქრობ ეს გამოიწვია დავალებების მრავალფეროვნებამ. მოსწავლეებმა ვერ მოახდინეს მარტივ გეოგრაფიულ ამოცანებზე კონცენტრაცია, სივრცეში ორიენტირება. სწორედ ამ შედეგებმა დამაფიქრა ჩამეტარებინა ანკეტირება ჩემს კოლეგებთან, რათა გამეგო რა შედეგზე გადიან სხვა საგნებში, მხოლოდჩემს საგანში იკვეთება პრობლემა თუ ზოგადად მეშვიდე კლასში აკადემიური მოსწრება არის დაბალი. თვალსაჩინოა, რომ შემაჯამებელი დავალებების შედეგები პირველ სემესტრში ძალიან დაბალია, რამაც დამაფიქრა გამომწვევ მიზეზებზე და მივმართე კოლეგებს კითხვარით. კოლეგებთან ვაწარმოე გამოკითხვა ანკეტირების და ინტერვიუს სახით და რათა გამეგო, რა შედეგს აჩვენებენ სხვა საგნებში მოსწავლეები, რამდენად რთულ დავალებებს იყენებენ თემის შეჯამებისას და რა მოსამზადებელ ეტაპებს გადიან შემაჯამებელის დაწერამდე. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 7_მა პედაგოგმა. მასწავლებელთა უმრავლესობამ აღნიშნა რომ იყენებს შერეული ტიპის ტესტებს, რომელიც შედგება როგორც ღია , ასევე დახურული შეკითხვებისგან. შემაჯამებელი აერთიანებს 10-12 თემას და შემოიფარგლება 10 შეკითხვით. მცირე დოზით საბუნებისმეტყველო დარგები ავლენენ მაღალ სააზროვნო უნარებს. თითოეული პედაგოგი შემაჯამებელის წერამდე აწვდის ვადებს მოსწავლეებს და აცნობს მსგავსი ტიპის დავალებებს. ასევე აწვდიან ინსტრუქციებს .შემაჯამებელი დავალებების რეიტინგული ქულა შეადგენს საბუნებისმეტყველო საგნებში 3, 5, 7, 8 ქულას, თუმსც აღნიშნავენ რომ არ არიან კმაყოფილნი მიღებული შედეგებით. მოსწავლეთა უმრავლესობა სხვა საგნებშიც დაბალ შედეგს ავლენს (6_7ქულა). საბუნებისმეტყველო საგნები ამის მიზეზად კვირეული დატვირთვის სიმცირეს ასახელებს, რომ თითოეული საგანი ერთი საათი ისწავლება და მოსწავლეები ვერ აანალიზებენ კვირიდან_კვირამდე ახსნილ საკითხებს. კოლეგენი აღნიშნავენ, რომ მოსწავლეებში ამრთლებს ჯგუფური მუშაობის პრინციპი. რეკომენდაციის სახით მირჩევენ რომ მოტივაციის ზრდის მიზნით მოსწავლეები თავად ჩავრთო თვალსაჩინოების შექმნის პროცესში, ასევე გამოვიყენო ინტერნეტ რესურსები, ინფორმაციის უკეთ გააზრების მიზნით. კოლეგების რეკომენდაციების გათვალისწინებით და ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შევიმუშავე შემდეგი ინტერვენცია: მესამე შემაჯამებლის მოსამზადებელ ეტაპზე საგაკვეთილო პროცესში ჩავრთე ისტ_ი აქტიურად და საგაკვეთილო პროცესი დავტვირთე თვალსაჩინოებებით. შესაბამისად შედარებით უკეთესი შედეგი მივიღე. ვფიქრობ ეს განაპირობა ასევე არჩევითბოლოიანი ტესტური დავალებების რაოდენობამ. 3.6 მეორე სემესტრის შემაჯამებლების ანალიზები შემაჯამებელი სამუშაოს №3 ანალიზი კათედრა საგანი პედაგოგი კლასი შემაჯამებელი სამუშაოს ტიპი თემა თარიღი საზ/მეცნიერებები გეოგრაფია მირანდა ფორჩხიძე VII ტესტი ლითოსფეროს აგებულება 22/03/2019წ გეო.VII.2. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა თვალსაჩინოების კითხვა გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად. გეო.VII.3. მოსწავლეს შეუძლია ორიენტირება სივრცეში. გეო.VII.5. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა დედამიწის შინაგან აგებულებაზე. გეო.VII.6. მოსწავლეს შეუძლია დაუკავშიროს რელიეფის ფორმები რელიეფწარმომქმნელ პროცესებს. შემაჯამებელი სამუშაოს შეფასების სქემა # შეფასების სქემა ქულა 1-9 არასწორად ჩამოყალიბებული პასუხი _ 0 ქულა სწორად დასახელებული პასუხი _1 ქულა 9 10 არასწორი დასახელება _ 0ქულა მართებულად აღნიშნული 2 მეცნიერება_ 1 ქულა მართებულად აღნიშნული 2 _ზე მეტი მეცნიერება _ 2 ქულა 2 11 არასწორი დაჯგუფება_ 0 ქულა მართებულად ჩაწერილი 5 ქანი _1 ქულა მართებულად ჩაწერილი 10 ქანი _ 2 ქულა 2 12 არასწორი დასახელება _ 0ქულა მართებულად აღნიშნული 2 პროცესი_ 1 ქულა მართებულად აღნიშნული 2 _ზე მეტი პროცესი _ 2 ქულა 2 13-20 არასწორი პასუხი _0 ქულა სწორი პასუხი არასწორ პასუხთან ერთად _0 ქულა სწორად დასახელებული პასუხი _1 ქულა 8 21 არასწორი დაჯგუფება_ 0 ქულა მართებულად ჩაწერილი 10 ობიექტი _1 ქულა მართებულად ჩაწერილი 10 –ზე მეტი ობიექტი _ 2 ქ 2 ქულათა რაოდენობა შეფასება 1 3 2 4_6 3 7_8 4 9_11 5 12_13 6 14_16 7 17_18 8 19_21 9 22_23 10 24_25 შეფასების რუბრიკა: ქულათა მაქსიმალური რაოდენობა– 25 მოსწავლეების შეფასების უწყისი: # მოსწავლეთა სია ქულა 1. ბერუაშვილი ლაზარე 9 2. გაგუა ლუკა 6 3. გოგილაშვილი ნატალი 6 4. გოგილაშვილი სოფიო 7 5. ზედგინიძე ცოტნე 9 6. კოპალიანი სალომე 7 7. მჭედლიშვილი საბა 5 8. ნეფარიძე გიორგი 6 9. სიმოევი დიმიტრი 4 10. ტამოევი ლუკა 4 11. ღურცკაია დიმიტრი 8 12. ჯიჯელავა მარიამი 6 13. ჯობაძე ლიზი 8 14. ფრიდონიშვილი ციკო 5 15. ყანჩაველი მარიამი 6 16. სადუნიშვილი ნანა 7 აკადემიური მოსწრების სტატისტიკა რამდენმა მოსწავლემ დაძლია წარმატებით (10-9ქ.) რამდენმა მოსწავლემ დაძლია კარგად (8-7ქ.) რამდენმა მოსწავლემ დაძლია საშუალოდ (6-5ქ.) რამდენმა მოსწავლემ ვერ დაძლია (4-1ქ.) 2 5 7 2 მასწავლებლის კომენტარი---შემაჯამებელი დავალება შეასრულა 16-მა მოსწავლემ, არცერთს არ დასჭირდა აღდგენითი შემაჯამებელი დავალების შესრულება. უმრავლესობამ დაძლია სამუშაო საშუალო დონეზე. მოსწავლეებმა მოახდინეს ლითოსფეროს შესახებ მსჯელობა. გაუჭირდათ რელიეფწარმომქმნელი ფაქტორების გარჩევა. მასწავლებლის რეკომენდაცია---შესწავლილი მასალი უკეთ გაგების მიზნი-მომდევნო გაკვეთილზე ინდივიდუალურად გავაცნობ მოსწავლეებს საკუთარ შედეგებს, განვიხილავთ მათ შეცდომებს როგორც თეორიულად ასევე პრაქტიკულად. ავუხსნი, რელიეფწარმომქმნელი ფაქტორებს, რადგან მათთვის ბუნდოვანი არ დარჩეს ეს საკითხი. თითოეულმა მათგანმა უნდა შეძლოს აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობა. შემაჯამებელის დაწერის შემდეგ ვაწარმოე ანკეტირება მოსწავლეებთან. ანკეტა შეავსო 13 მა მოსწავლემ. ანკეტირების ანალიზი ასეთია: ანკეტის ბოლო შეკითხვა იყო ღია: რა შემთხვევაში მიიღებდი მაღალ შეფასებას?? მოსწავლეთა ნაწილი(5 მოსწავლე) თვლის , რომ უფრო მეტი თუ იქნება არღეცითბოლოიანი კითხვები, ნაწილისთვის (2 მოსწავლე) სასურველია ხოლოდერთი თემიდან იყოს შეკითხვები, რომ გაადვილდეს დავალებები, 5 მოსწავლე კი თვლის, რომ კარგი შედეგი ექნებათ თუ უკეთ მოემზადებიან. როგორც ანკეტირების შედეგად გამოვლინდა , მოსწავლეთა უმრავლესობისათვის პრობლემას წარმოადგენს ღია დავალებები და ცხრილებზე მუშაობა, შემაჯამებლის სასურველ ფორმად კი დახურულ კითხვებზე პასუხს თვლიან; პირველი ანკეტირების შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შევიმუშავე შემდეგი ინტერვენცია. სასწავლო პროცესში ჩავრთე მშობლები. გავაცანი ზოგადი ინფორმაცია და წინასწარ გავუგზავნე შემაჯამებელი თემების ჩამონათვალი. კონტროლის და ზედამხედველობის შედეგად, ორივე მხარის ძალისხმევით შედეგი კიდევ უფრო გაუმჯობესდა მეოთხე შემაჯამებელი დავალების შესრულებისას. მე–4-ე შემაჯამებელი იყო კომბინირებული, მოიცავდა როგორც ღია შეკითხვებს, ტესტებს, ასევე მარტივი გრაფიკიების აგებას და გამოთვლების წარმოებას, რომელსაც მოსწავლეები ხალისით ასრულებდნენ. შესაბამისად , შესანიშნავად გაართვეს თავი. ჩემი აზრით ეს განაპირობა იმან, რომ მოსწავლეებმა კარგად აითვისეს ატმოსფეროსდა კლიმატის თემასთან დაკავშირებული საკითხები, გამოუმუშავდათ დიაგრამებზე და სქემებზე მუშაობის უნარ_ჩვევები. შემაჯამებელი სამუშაოს №4 ანალიზი კათედრა საგანი პედაგოგი კლასი შემაჯამებელი სამუშაოს ტიპი თემა თარიღი საზ/მეცნიერებები გეოგრაფია მირანდა ფორჩხიძე VII(1) კომბინირებული ტესტი ატმოსფეროს აგებულება 1/05/2019 წელი გეო.VII.2. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა თვალსაჩინოების კითხვა გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად. გეო.VII.10. მოსწავლეს შეუძლია ახსნას გარემოსდაცვითი ღონისძიებების აუცილებლობა. შემაჯამებელი სამუშაოს შეფასების სქემა. კომბინირებული ტესტი # შეფასების სქემა ქულა 1 არასწორად ჩამოყალიბებული პასუხი _ 0 ქულა სწორად დასახელებული პასუხი _1 ქულა 1 2 არასწორი პასუხი _0 ქულა სწორი პასუხი არასწორ პასუხთან ერთად _0 ქულა სწორად დასახელებული პასუხი _1 ქულა 1 3 არასწორად ჩამოყალიბებული პასუხი _ 0 ქულა სწორად დასახელებული პასუხი _1 ქულა 1 4 არასწორად ჩამოყალიბებული პასუხი _ 0 ქულა სწორად დასახელებული პასუხი _1 ქულა 1 5 არასწორი პასუხი _0 ქულა სწორი პასუხი არასწორ პასუხთან ერთად _0 ქულა სწორად დასახელებული პასუხი _1 ქულა 1 6 არასწორი პასუხი _0 ქულა სწორი პასუხი არასწორ პასუხთან ერთად _0 ქულა სწორად დასახელებული პასუხი _1 ქულა 1 7 1. მართებულად შედგენილი გრაფიკი _ 2 ქულა ა) მართებულად დასახელებული ტემპერატურები _ 1 ქულა ბ) მართებულად გამოთვლილი ამპლიტუდა და საშუალო ტემპერატურა_ 1 ქულა გ) მართებულად გამოთვლილი ტემპერატურა_ 1 ქულა 5 8 არასწორი დასახელება _ 0ქულა მართებულად დასახელებული 5 პასუხი _ 1 ქულა მართებულად დასახელებული 5 ზე მეტი პასუხი _ 2 ქულა 2 9 არასწორი პასუხი _0 ქულა სწორად დასახელებული პასუხი _1 ქულა 1 10 არასწორი პასუხი _0 ქულა სწორი პასუხი არასწორ პასუხთან ერთად _0 ქულა სწორად დასახელებული პასუხი _1 ქულა 1 11 მართებულად აგებული სვეტოვანი დიაგრამა_ 3 ქულა 3 12 არასწორი პასუხი _0 ქულა სწორი პასუხი არასწორ პასუხთან ერთად _0 ქულა სწორად დასახელებული პასუხი _1 ქულა 1 მოსწავლეების შეფასების უწყისი: # მოსწავლეთა სია ქულა 1. ბერუაშვილი ლაზარე 8 2. გაგუა ლუკა 8 3. გოგილაშვილი ნატალი 9 4. გოგილაშვილი სოფიო 9 5. ზედგინიძე ცოტნე 8 6. კოპალიანი სალომე 7. მჭედლიშვილი საბა 7 8. ნეფარიძე გიორგი 8 9. სიმოევი დიმიტრი 5 10. ტამოევი ლუკა 4 11. ღურცკაია დიმიტრი 9 12. ჯიჯელავა მარიამი 9 13. ჯობაძე ლიზი 9 14. ფრიდონიშვილი ციკო 6 15. ყანჩაველი მარიამი 8 16. სადუნიშვილი ნანა 9 შეფასების რუბრიკა ქულათა მაქსიმალური რაოდენობა– 20 ქულათა რაოდენობა შეფასება 1 1_2 2 3_4 3 5_6 4 7_8 5 9_10 6 11_12 7 13_14 8 15_16 9 17_18 10 19_20 აკადემიური მოსწრების სტატისტიკა რამდენმა მოსწავლემ დაძლია წარმატებით (10-9ქ.) რამდენმა მოსწავლემ დაძლია კარგად (8-7ქ.) რამდენმა მოსწავლემ დაძლია საშუალოდ (6-5ქ.) რამდენმა მოსწავლემ ვერ დაძლია (4-1ქ.) 6 6 2 1 მასწავლებლის კომენტარი---შემაჯამებელი დავალება შეასრულა 15-მა მოსწავლემ, 1 მოსწავლე ესაჭირდება აღდგენითი შემაჯამებელი დავალების შესრულება. ნაწილმა წარმატებით გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას ნაწილმა კარგად დაძლია სამუშაო. ატმოსფეროს თემა და ასევე დიაგრამებზე მუშაობა მათთვის არ აღმოჩნდა რთულად შესასრულებელი სამუშაო. 3 მოსწავლეს გაუჭირდა დავალების შესრულება. ვერ მოახდინა მართებული მსჯელობა დავალების ბოლო პუნქტთან დაკავშორებით. კერძოდ ვერ გამოთვალეს ტემპერატურასთან დაკავშირებული პარამეტრები. მასწავლებლის რეკომენდაცია---შესწავლილი მასალი უკეთ გაგების მიზნი-მომდევნო გაკვეთილზე ინდივიდუალურად გავაცნობ მოსწავლეებს საკუთარ შედეგებს, განვიხილავთ მათ შეცდომებს, როგორც თეორიულად ასევე პრაქტიკულად და კიდევ ერთხელ გავივლით და გავიმეორებთ შესწავლილ მასალას, რათა არ დარჩეს გაუგებარი საკითხები და თითოეულმა მათგანმა შეძლოს აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობა და შესწავლა. განსაკუთრებით ყურადღებას დავუთმობ დიაგრამებზე მუშაობას. აღდგენის შემთხვევაში მიუთითეთ როდის დაწერა და რა შეფასება მიიღო № მოსწავლის სახელი, გვარი თარიღი შეფასება 1. კოპალიანი სალომე 3/05/2019წ 9 მოსწავლეებთან ანკეტირებამ დაადასტურა, რომ ისინი გაცილებით მობილიზებული გონებით ასრულებდნენ დავალებებს. მომზადებაში დაგვეხმარა მშობელთა აქტიური ჩართვა. ანკეტირების ანალიზი ასეთია: მეორე შეკითხვა იყო ღია ტიპის სადაც მოსწავლეებმა დაადასტურეს თუ რამ განაპირობა შედეგის გაუმჯობესება.მათ აღნიშნეს , რომ კარგად მოემზადნენ შემაჯამებელი წერისთვის. შედეგის გაუმჯობესების მიზნით დავგეგმე შემდეგი ინტერვენცია: საგაკვეთილო პროოცესში ელექტრონული რესურსების აქტიური გამოყენება ვებ გვერდის_ https://learningapps.org _ ის საშუალებით. https://learningapps.org/display?v=ppeeffrgn19 https://learningapps.org/display?v=p3in73aka19 https://learningapps.org/5083553 https://learningapps.org/7262171 https://learningapps.org/6414811 შემაჯამებელი სამუშაოს №5 ანალიზი კათედრა საგანი პედაგოგი კლასი შემაჯამებელისამუშაოს ტიპი თემა თარიღი საზ/მეცნიერებები გეოგრაფია მირანდა ფორჩხიძე VII ტესტი ჰიდროსფერო და ბუნებრივი ზონები 7/06/2019წ გეო.VII.2. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვათვალსაჩინოების კითხვა გეოგრაფიული ინფორმაციისმოსაპოვებლად. გეო.VII.3. მოსწავლეს შეუძლია ორიენტირებასივრცეში. შეფასების სქემა / 5 შემაჯამებელი /7კლ # სქემა ქულა 1-15 არასწორი პასუხი _ 0 ქულა მართებული პასუხი _1 ქულა 15 16,17,18. არასწორი პასუხი _0 ქულა სწორი პასუხი არასწორ პასუხთან ერთად _0 ქულა სწორად დასახელებული პასუხი _1 ქულა 3 19 არასწორად აღნიშვნა _ 0 ქულა მართებულად აღნიშნული 3 პასუხი _1 ქ 1 20 არასწორად დაჯგუფებული ობიექტები _ 0 ქულა მართებულად დაჯგუფებული ობიექტები 1 ქულა 1 მოსწავლეების შეფასების უწყისი: # მოსწავლეთა სია ქულა 1. ბერუაშვილი ლაზარე 10 2. გაგუა ლუკა 8 3. გოგილაშვილი ნატალი 10 4. გოგილაშვილი სოფიო 10 5. ზედგინიძე ცოტნე 10 6. კოპალიანი სალომე 10 7. მჭედლიშვილი საბა 10 8. ნეფარიძე გიორგი 10 9. სიმოევი დიმიტრი 6 10. ტამოევი ლუკა 6 11. ღურცკაია დიმიტრი 10 12. ჯიჯელავა მარიამი 7 13. ჯობაძე ლიზი 9 14. ფრიდონიშვილი ციკო 7 15. ყანჩაველი მარიამი 7 16. სადუნიშვილი ნანა 10 შეფასების რუბრიკა: ქულათა მაქსიმალური რაოდენობა– 20 ქულათა რაოდენობა შეფასება 1 1_2 2 3_4 3 5_6 4 7_8 5 9_10 6 11_12 7 13_14 8 15_16 9 17_18 10 19_20 აკადემიური მოსწრების სტატისტიკა რამდენმა მოსწავლემ დაძლია წარმატებით (10-9ქ.) რამდენმა მოსწავლემ დაძლია კარგად (8-7ქ.) რამდენმა მოსწავლემ დაძლია საშუალოდ (6-5ქ.) რამდენმა მოსწავლემ ვერ დაძლია (4-1ქ.) 10 4 2 0 მასწავლებლის კომენტარი---შემაჯამებელი დავალება შეასრულა 16-მა მოსწავლემ, არცერთ მოსწავლეს არ ესჭირდება აღდგენითი შემაჯამებელი დავალების შესრულება. დიდმა ნაწილმა წარმატებით გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას. დავალებებს პასუხობენ სრულად , ჰიდროსფეროს შეჯამება მათთვის მარტივად აღსაქმელი აღმოჩნდა. ასევე მარტივად შეასრულეს ბუნებრივი ზონების დავალება. რამდენიმემ სრულად ვერ მოახდინა ცხოველთა და მცენარეთა გადანაწილება ბუნებრივი ზონების მიხედვით. მასწავლებლის რეკომენდაცია---შესწავლილი მასალი უკეთ გაგების მიზნი-მომდევნო გაკვეთილზე ინდივიდუალურად გავაცნობ მოსწავლეებს საკუთარ შედეგებს, გავიმეორებთ შესწავლილ მასალას რათა არ დარჩეს გაუგებარი საკითხები . განსაკუთრებით ყურადღებას გავამახვილებ ბუნებრივ ზონებზე . მოსწავლეებმა შეავსეს ანკეტა, სადაც ჩანს თუ როგორ დადებითად იმოქმედა მათ აკადემიურ მოსწრებაზე. ელექტრონული რესურსების აქტიურმა ჩართვამ საგაკვეთილო პროცესში . ანკეტირების შედეგი ასეთია: თავი 4 4.1 მიგნებები და რეკომენდაციები მონაცემთა ანალიზისას გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება: 1. მოსწავლეთა უმრავლესობას უჭირს არგუმენტირებული მსჯელობა და ღია დავალებების შესრულება; 2. მოსწავლეთათვის პრობლემაა სივრცეში ორიენტირება 3. თეორიული მასალის პრაქტიკული აღქმა. 4. მოსწავლეებს უჭირთ საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების რეალურად შეფასება; 5.შემაჯამებელი დავალებების მრავალფეროვანი ფორმები მოსწავლეთა შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის საშუალებას იძლევა; 6.მოსწავლეთა განსაკუთრებული მოტივაცია გამოვლინდა დიაგრამებზე მუშაობისას, შედეგიც ყველაზე უკეთესი სწორედ ამგვარი ფორმით შესრულებულ შემაჯამებელ დავალებაში დაფიქსირდა; რეკომენდაციები შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: 1.მასწავლებელმა ყურადღება მეტად უნდა გაამახვილოს არგუმენტირებული მსჯელობის უნარის განვითარებაზე(აქტიურად გამოიყენოს კოგნიტური რუკები, თვალსაჩინოება და ვიზუალური მასალა); 2. მასწავლებელმა თეორიული მასალის პრაქტიკაში გამოყენების მიზნით ბევრი სავარჯიშოები გამოიყენოს. 3. გამოიყენოს ისეთი აქტივობები, რომელიც მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას უზრუნველყოფს მოსწავლეებში 4. მიაწოდოს ეფექტური /ეფექტიანი და დროული უკუკავშირი. 5.შემაჯამებელი დავალებების მრავალფეროვანი ტიპების გამოყენება. 6. ელექტრონული რესურსების და ისტ_ის აქტიური გამოყენება. ერთერთი რეკომენდაცია შეიძლება იყოს ის რომ მოსწავლეებმა ხშირად მიიღონ მონაწილეობა მსგავს გამოკითხვებში რადგან საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას და კრიტიკულ აზროვნებას მიეჩვიონ. 4.2 დასკვნა: კვლევაში გამოყენებული მეთოდიკა მიმართული იყო აკადემიური მოსწრების ამაღლებისაკენ მოსწავლეებში და ითვალისწინებდა მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესებას შემაჯამებელ სამუშაოებში. ამ მხრივ კვლევამ დადებითი შედეგები აჩვენა. განხორციელებული ქმედებებით შემაჯამებელ სამუშაოებში შედეგების დონე ამაღლდა. შედეგებზე დაყრდნობით შევიმუშავე რეკომენდაციები, რომლებიც დამეხმარება სწავლა სწავლების პროცესის გაუმჯობესებაში. საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის საფუძველზე(კვლევა მოიცავდა პრობლემის შესწავლის ,ცვლილების დაგეგმვა -განხორციელებისა და შეფასების ეტაპებს) შეიძლება დავასკვნათ,რომ მეშვიდე კლასში შემაჯამებელ დავალებებში დაბალი შედეგების მიზეზებია: • მოსწავლეების ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტიურობა. • საგნის სირთულე • მოსწავლეთა არგუმენტირებული მსჯელობისა და ანალიზის უნარების დაბალი ხარისხი; • ინფორმაციის ტრანსფერის უნარის დეფიციტი. აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები. გატარებული ინტერვენციების შეფასებისას გამოვლინდა,რომ მათი უმრავლესობა შედეგიანი იყო. კვლევის შედეგების და თვითონ კვლევის გაზიარება კოლეგებთან დაეხმარება ჩემ კოლეგებს თვითონ წარმართონ მსგავსი კვლევები საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის, ასევე შეიმუშაონ საჭირო სტრატეგიები მოსწავლეთა შემაჯამებელ სამუშაოში შედეგების გაუმჯობესებისთვის. 4.3 ბიბლიოგრაფია 1. სწავლება და შეფასება,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო,2008; http://elibrary.emis.ge/ge/books/details/52 2. რობერტ ჯ. მარზანო, დებრა ჯ. ფიქერინგი, ჯეინ ი. ფოლოქი,ეფექტური სწავლება სკოლაში,მასწავლებელთა პროფესიულ განვითარების ეროვნული ცენტრი,2009; http://elibrary.emis.ge/ge/books/details/39 3. robert j. marzano, debra j. fiqeringi, jein i. foloqi ,efeqturi swavleba skolaSi: kvlevebze dayrdnobiT SemuSavebuli meTodebi, romlebic aumjobeseben moswavleTa akademiur moswrebas, ,,maswavlebelTa profesiuli ganviTarebis centri~, 2009., http://tpdc.gov.ge/images/stories/pdf/efeqturiswavlebaskolashi.pdf 4. მანანა ბოჭორიშვილი,შემაჯამებელი დავალების შედეგების ანალიზის პრაქტიკა,მასწავლებლის წიგნი,2017. http://mastsavlebeli.ge/?p=1789 5. როგორ შევქმნათ შემაჯამებელი დავალება და შესაბამისი ანალიტიკური რუბრიკა,გიორგი ნოზაძე,2016.) http://mastsavlebeli.ge/?p=12442 6. სწავლება და შეფასება. შეფასების მეთოდები https://en.calameo.com/books/005033132b0d1ace8a0af 7. ნათია კილაძის პორტფოლიო. შეფასების პოლიტიკა http://natiakiladze.blogspot.com/p/blog-page_46.html 8. . Don Kauchak-ისა და Paul Eggen-ის წიგნზე „learning and Teaching: Research-Based Methods“ შეფასების ტრადიციული და არატრადიციული მეთოდები 9. თამთა კობახიძე, გიორგი ნოზაძე, მაია ინასარიძე, მანანა ბოჭორიშვილი „მასწავლებლის წიგნი“, შეფასება: მოსწავლე, გაკვეთილი და შიდა სასკოლო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2016http://mastsavlebeli.ge/?p=281 10. რუსუდან ტყემალაძე, ნანა დალაქიშვილი, ქეთევან თოფაძე, თათია პაჭკორია, თამარ პუწაშვილი „მასწავლებლის პროფესიული დამხმარე“ თავი II სწავლება და შეფასება, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრი 2008 11. ლობჟანიძე ს, რატიანი მ, სამსონია ი. „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი“ ნაწილი II მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2016 http://tpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/gzamkvlevi%20meore%20nawili.pdf 12. გიორგაძე მიხ. „როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებზე?“ / ციფრული რესურსიhttp://www.slideshare.net/mylenss/ss-15892201 13. წულაძე ლ. „რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში“ თბ. 2008.http://css.ge/files/Books/Books/raodenobrivi_kvlevis_meTodebis_saxelomzgv.pdf 14. ინტერნეტგაზეთი, http://mastsavlebeli.ge 15. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, http://mes.gov.ge 16. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, http://naec.ge/#/ge/index 17. მასწავლებელთა პროფესიული განვიტარების ეროვნული ცენტრი, http://tpdc.gov.ge/ 18. ელექტრონული რესურსების პროგრამა https://learningapps.org/index.php?overview&s=&category=0&tool= 4.4 დანართები დანართი 1 ა ნ კ ე ტ ა #1 გთხოვ პასუხი გასცე კითხვას 1) შემაჯამებელი ტესტის რომელი ნაწილია შენთვის რთული ? ა) ღია დავალებები ბ) არჩევითბოლოიანი კითხვები გ) ცხრილები 2) რომელი ფაქტორი გიშლით ხელს შემაჯამებელ დავალებებში უკეთესი შედეგის მიღწევაში? ა) დავალების სირთულე ბ) დროის სიმცირე გ) ორივე ფაქტორი 3)რა შემთხვევაში მიიღებდი მაღალ შეფასებას? _______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________ მადლობა მონაწილეობისთვის. დანართი 2 ა ნ კ ე ტ ა #2 გთხოვ პასუხი გასცე კითხვას და დაასაბუთო შენი არჩევანი: 1. გაუმჯობესდა შენი შედეგი ახალი ტიპის შემაჯამებლის წერის დროს? ა) დიახ ; ბ) არა 2. როგორ ფიქრობ რატომ? _____________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________ მადლობა მონაწილეობისთვის. დანართი 3 ა ნ კ ე ტ ა #3 გთხოვ პასუხი გასცე კითხვას და დაასაბუთო შენი არჩევანი: 1. გაუმჯობესდა შენი შედეგი ელექტრონული რესურსებით მომზადების შემდეგ? ა) დიახ ; ბ) არა 2. რომელი დავალება აღმოჩნდა შენთვის რთული ? ა) ღია დავალებები ბ) არჩევითბოლოიანი კითხვები გ) დასაჯგუფებელი ცხრილები მადლობა მონაწილეობისთვის. დანართი 4 კითხვარი კოლეგების ანკეტირებისთვის 1. რა ტიპის დავალებებს მოიცავს თქვენს მიერ დაგეგმილი შემაჯამებლები მე_ 7_ე კლასში ? _______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________ 2. მაქსიმუმ რამდენ შეკითხვას ან თავს აერთიანებს თითოეული შემაჯამებელი? _______________________________________________________________________________________________________________________________________________________________ 3. ჩანს თუარა შემაჯამებელ დავალებებში ანალიზის, სინთეზის, შეფასების უნარების გამოყენება? ______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________ 4. აფრთხილებთ თუ არა შემაჯამებელის დაწერამდე მოსწავლეებს? ___________________________________________________________________ 5. რა ღონისძიებებს მიმართავთ წინა მოსამზადებელ პერიოდში? ______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________ 6. აწვდით თუ არა ზოგად ინსტრუქციებს? ___________________________________________________________________________________________________________________________________________________________ 7. რას უდრის შემაჯამებელი ტესტის შედეგის საერთო რეიტინგული მაჩვენებელი? ______________________________________________________________________________________________________________________ 8. რამდენად კმაყოფილი ხართ მოცემული თემის/თემების შეჯამებით მიღებული შედეგებით? ___________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________ 9. რა მაჩვენებელს ავლენენ მოსწავლეთა უმრავლესობა? ა) დაბალი (4_5 ქულა) ______________________ ბ) საშუალოზე დაბალი (6_7 ქულა) _____________________________ გ) საშუალო (8 ქულა) ______________________ დ) მაღალი (9_10 ქულა) ______________________________ 10. რას მიგაჩნიათ მაღალი შედეგის პრიორიტეტად და დაბალი შედეგის მიზეზად? _________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________ 11. თქვენი შემაჯამებლების დადებითი და უარყოფითი მხარე _________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________ 12. დაბალი შედეგების შემთხვევაში , რა პრევენციის მექანიზმებს იყენებთ? ___________________________________________________________________________________________________________________________________________________________ 13. თქვენს მიერ განხორციელებულმა, რომელმა აქტივობამ მოგცათ მაღალი/ დადებითი შედეგი? _______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________ 14. რა რეკომენდაციებს მომცემთ და რჩევას გამიზიარებთ_ როგორ გავიდე მაღალ შედეგებზე ჩემს საგანში? ______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________ დანართი 5 შემაჯამებელი 4 გასამეორებელი საკითხების ჩამონათვალი 1. ატმოსფეროს აგებულება და ფუნქციები 2. ოზონის შრე 3. მზის რადიაცია 4. ატმოსფეროს ტემპერატურის ვერტიკალური გრადიენტი 5. ატმოსფეროს ტემპერატურის განედური საფეხური 6. ატმოსფერული წნევის ბარომეტრული საფეხური 7. ჰაერის ტემპერატურის გრაფიკის აფება 8. ატმოსფერული ტემპერატურის ამპლიტუდის გამოთვლა 9. ტემპერატურის, წნევის, ქარის, ნალექის, სინოტივის საზომი ხელსაყოები 10. ქარი და მისი სახეები 11. ნალექი და მისი სახეები 12. ნალექების წლიური განაწილების გრაფიკის აგება 13. ციკლონი და ანტიციკლონი რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ შპს კერძო სკოლა ,,ოქროს აკვანში“ განვახორციელე პრაქტიკის კვლევა მოსწავლეთა შემაჯამებელი დავალების დაბალი შეფასების მიზეზების,ხარისხისა და შედეგის გაუმჯობესების გზების კვლევა გეოგრაფიის გაკვეთილზე. კვლევის მიზანი იყო დამედგინა მეშვიდე კლასში გეოგრაფიის შემაჯამებელი დავალებების დაბალი შედეგების მიზეზები და დამეგეგმა მათ აღმოსაფხვრელად განსახორციელებელი ქმედებები. შედეგის გაუმჯობესება და სწავლების ხარისხის ამაღლება. კვლევა განხორციელდა 2018–2019 სასწავლო წელს, გრძელდებოდა 9 თვის მანძილზე. ვაწარმოე მოსწავლეთა ანკეტირება წერილობითი ფორმით, კოლეგების გამოკითხვა წერილობითი და ზეპირი ფორმით. კვლევის შედეგების გაზიარება საინტერესო აღმოჩნდა კოლეგებისთვის. დაინტერესდნენ შედეგებით და სურვილი გაუჩნდათ საკუთარი პრაქტიკის კვლევის ჩატარების. თემის არჩევა მათი პრაქტიკის საჭიროებიდან მოხდება. უკუკავშირი იყო დადებითი. მათ აღნიშნეს რომ, ჩატარებული კვლევა საკმაოდ რთულ საკითხს ეხება, თუმცა შედეგიანია. ისინი ფიქრობენ, რომ მსგავსი აქტივობები დაეხმარება მოსწავლეებს წინსვლაში და შედეგების გაუმჯობესებაში. კვლევის ნაკლოვანებად მიმაჩნია: რამდენიმე მოსწავლემ მაქსიმალური შედეგი ვერ აჩვენა, რაც ვფიქრობ გამომდინარეობს ისევდაისევ საგნის სირთულიდან და მოსწავლეთა მხრიდან ყურადღების გაფანტულობით. პრაქტიკის კვლევა განთავსებულია სკოლა ,,ოქროს აკვანის“ ფეისბუკ გვერდზე და ჩემს პირად ბლოგზე. ასევე ბლოგზე განთავსებულია შემაჯამებელი დავალების ნიმუშები. https://mirandaporchxidze.blogspot.com/ https://www.facebook.com/%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98-693482570789307/ მირანდა ფორჩხიძე 2019 წელი 20 ივნისი
22.06.2019

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, ვარკეთილი 3, I მ/რ, (ყოფილი 179-ე ბ/ბაღის შენობა)
2-27-29-52
597-10-99-31; 571-90-63-02
oqrosakvani@yahoo.com
http://skolaoqrosakvani.ge