მზის შვილების დღე
ტრადიციულად, სკოლა“ოქროს აკვანი“ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს სხვადასხვა სახის სახალისო და საინტერესო აქტივობით შეუერთდა, რომელშიც ყველა მოსწავლე და მასწავლებელი იღებდა მონაწილეობას. მოსწავლეებმა ორიგინალურად გამოხატეს ემპათია დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მიმართ: სკოლაში შემოქმედებითი საქმიანობისათვის რამდენიმე სივრცე მოეწყო: ა) სკოლის ეზო და ფოიე მორთეს დაუნის სინდრომის მსოფლიოს დღის მთავარი სიმბოლოთი - ფერადი წინდებით და ფლაერებით; დახატეს მზე და სხივებათ თვითონ იქცნენ. ბ)შექმნეს პლაკატები და წარმოადგინეს პრეზენტაციები არსებულ თემაზე. გ) მოეწყო ვიდეოკლიპების ჩვენება. მოსწავლეებმა ისაუბრეს დაუნის სინდრომზე, მის მახასიათებლებზე, საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებზე.
21.03.2019

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, ვარკეთილი 3, I მ/რ, (ყოფილი 179-ე ბ/ბაღის შენობა)
2-27-29-52
597-10-99-31; 571-90-63-02
oqrosakvani@yahoo.com
http://skolaoqrosakvani.ge