ღონისძიებები
კატეგორია - ღონისძიებები
გვიმრავლდება მადლობის სიგელები. მეამაყებით, ჩემო კურსდამთავრებულებო!!!
კატეგორია - ღონისძიებები
სკოლა „ოქროს აკვანში“ მიმდინარეობს ფესტივალი ,,ოქროსფერი შემოდგომა“, ფესტივალის ფარგლებში მშობლების აქტიური თანამშრომლობით, საკლასო ოთახები შემოდგომის ფერებით მოირთო და მოეწყო კუთხეები „შემოდგომის ნობათით“. ფესტივალი პირველკლასელებმა გახსნეს. (პედაგოგი ანა ბაიდარაშვილი) ბავშვებმა წარმოადგინეს შემოდგომის თემაზე შექმნილი სიმღერები და ლექსები.
კატეგორია - ღონისძიებები
სკოლა „ოქროს აკვანში“ გრძელდება ფესტივალი „ ოქროსფერი შემოდგომა“ მესამე კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი შორენა გულაღაშვილი) წარმოადგინეს პრეზენტაციები თემაზე „ჩვენ საქართველოს შვილები ვართ“ ჩვენი მიზანია დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის შემოქმედებითი და თანამშრომლობითი უნარების განვითარება; მასალის მოძიებისა და პრეზენტაციის უნარების განვითარება.
კატეგორია - ღონისძიებები
როგორი მასწავლებლები არიან ჩვენი მოსწავლეები!!!
კატეგორია - ღონისძიებები
ყველაზე ლამაზი და გულწრფელი მოლოცვა
კატეგორია - ღონისძიებები
ძვირფასო კოლეგებო! გილოცავთ მასწავლებლის დღეს! წარმატებებს გისურვებთ პროფესიულ და პირად ცხოვრებაში. გმადლობთ იმ შრომისთვის და ამაგისთვის, რომელსაც დებთ თითოეული ბავშვის აღზრდაში. კიდევ მრავალი წარმატებული, პერსპექტიული თაობა აღზრდილიყოს ჩვენს ქვეყანაში თქვენი ღირსეული მოღვაწეობის შედეგად! მე, ისევე, როგორც თქვენ, ვარ ამაყი, რომ ვარ პროფესიით მასწავლებელი და მჯერა, რომ ჩვენი პროფესია დაფასდება და საამაყო გახდება.
კატეგორია - ღონისძიებები
ასე მხიარულად ხვდებიან სკოლა "ოქროს აკვანის" პირველკლასელები და მათი მშობლები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. პედაგოგი: დიანა თათეშვილი
კატეგორია - ღონისძიებები
ლექსი უნდა წაგიკითხოთ-მეთქი და დახუჭეს თვალები! ლექსის სამყაროში სამოგზაუროდ ❤️ რა ვუყო ამათ
კატეგორია - ღონისძიებები
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით და ინიციატივით სამგორის რაიონში მდებარე კერძო სკოლა ,,ოქროს აკვანი’’აქტიურად შეუერთდა მსოფლიო კამპანიას ,,რას ვმატებ საზოგადოებას’’, რომლის მიზანია დაუნის სინდრომის მქონე პირთა მხარდაჭერა ცხოვრების ყველა ეტაპზე. სკოლა“ოქროს აკვანი“ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს სხვადასხვა სახის სახალისო და საინტერესო აქტივობით შეუერთდა, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და რომელშიც ყველა მოსწავლე და მასწავლებელი იღებდა მონაწილეობას. სკოლაში შემოქმედებითი საქმიანობისათვის რამდენიმე სივრცე მოეწყო: დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა გააფერადეს და გამოჭრეს დაუნის სინდრომის მსოფლიოს დღის მთავარი სიმბოლო - ფერადი წინდები. საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა შექმნეს და წარმოადგინეს პრეზენტაციები არსებულ თემაზე. საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის მოეწყო ვიდეოკლიპების ჩვენება. მათ ისაუბრეს დაუნის სინდრომზე, მის მახასიათებლებზე, საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებზე. ღონისძიება სლოგანით „რას ვმატებ საზოგადოებას“ სკოლის ეზოში დასრულდა, სადაც მოსწავლეებმა ფერადი ბუშტებით და ფლაერებით მოაწყვეს ფლეშმობი. #წინდამინდა
კატეგორია - ღონისძიებები
ასეთი ლამაზი და თბილი დღე აჩუქეს ერთმანეთს სარვამარტოდ სკოლა "ოქროს აკვანის" დირექციამ და თანამშრომლებმა

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, ვარკეთილი 3, I მ/რ, (ყოფილი 179-ე ბ/ბაღის შენობა)
2-27-29-52
597-10-99-31; 571-90-63-02
oqrosakvani@yahoo.com
http://skolaoqrosakvani.ge