ნიკა გაბუნია
ნიკა გაბუნია
თუნდაც... (დასასრული)

მოსაღამოვდა. მან ისევ აანთო ცეცხლი, სკამზე ჩამოჯდა და ფიქრმა წაიღო: -როგორი საინტერესოა?! ადამიანი ღმერთის ქმნილებაა, ცეცხლი კი ეშმაკის სიმბოლო. არადა, საშინელი რამეა ადამიანი. დაგიმეგობრდება, დაგელოდება, სანამ მიტრილადები და გულში დანას ჩაგარჭობს, ცეცხლი კი თუ გწვავს - გწვავს. მან არ იცის თვალთმაქცობა. მეტიც, ზოგჯერ მასთან საუბარი გაცილებით საინტერესოა, ვიდრე ადამიანთან. ადამიანი ღმერთის ქმნილებაა და ეშმაკის სიმბოლოზე უფრო საშიშია... დილით გამოიღვიძა. იმავე ადგილას, იმავენაირად მიაპყრო თვალები ჯვარს და ზეპირად წარმოთქვა ლოცვა, მაგრამ კაკუნმა შეაწყვეტინა. მან თოფს წამოავლო ხელი და კარი შიშით გამოაღო. მის წინ იდგა დიდი ხნის უნახავი თანასოფლელი, მეგობარი-პროდუქტებითა და ამბებით დატვირთული. მოხუცი სტუმარს ჩაეხუტა და ახლში შემოიპატიჟა: -როგორ ცხოვრობ, ჰა, შე ბებერო? -როგორ უნდა ვიყო ცარის იმედზე? -ვინ ცარის?... არ იცი?!.. -რა?.. რა არ ვიცი?.. რა იყო? -დახვრიტეს ის სენი ცარი, ოჯახიანად! -რას ამბობ?...და ვინ? -კომუნისტები მოვიდნენ. ახლა ილიჩია ჩვენი „მზე“. -და რა უნდათ? -ყველა უნდა იყოს თანასწორიო, არ უნდა იყოს მდიდარი და ღარიბიო,- თითებზე ჩამოთვალა.- და კიდევ, თქვენით მანიპულირებდნენო...მოკლედ, ღმერთი არ არსებობსო. მოხუცა ამის მეტი არ მოუსმენია. ბევრი კითხვა დაებადა, მაგრამ ერთი მოსაზრება განუმტკიცდა, რომელიც მთელი სიცოცხლე აწუხებდა - „ადამიანი ღმერთის შექმნილი არ არის...“ ტყუილად სთხოვდა, ტყუილად ლაპარაკობდა, ტყუილად უხდიდა მადლობას იმას, ვინც მისას არაფერს წყვეტდა და შეიძლება არც არსებობდა ( როგორც ეს მელოტმა და წვერა „მზემ“ - ლენინმა თქვა)... მისთვის უკეთესი იქნებოდა, თუ ის ამის გაგონებამდე მოკვდებოდა...თუნდაც...
15.12.2016

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, ვარკეთილი 3, I მ/რ, (ყოფილი 179-ე ბ/ბაღის შენობა)
2-27-29-52
597-10-99-31; 571-90-63-02
oqrosakvani@yahoo.com
http://skolaoqrosakvani.ge