მარიამ ბოკუჩავა
მარიკუნას ჰიმნი
თანამედროვე ჰიმნოგრაფიის ეს გასაოცარი ნიმუში სულ რამდენინე დღის წინ შეიქმნა.
სკოლა „ოქროს აკვნის“ მეოთხეკლასელის მიერ (რაც კიდევ უფრო გასაოცარია), პირდაპირ კლასში, დამოუკიდებელი მუშაობის დროს. ** მარიამ ბოკუჩავამ მოსწავლეთათვის შეთავაზებულ ხუთ თავისუფალ ესეთაგან ამოარჩია ყველაზე რთული - „შური არს მწუხარებაი სხვისა კეთილსა ზედა“ და რატომღაც გადაწყვიტა ლექსის შექმნა, ესეს ნაცვლად. თუ რა გამოუვიდა, თავად დააჭაშნიკეთ. ერთიცაა, როცა გაკვირვებულმა პედაგოგმა ჰკითხა, ასეთი სიტყვები როგორ მოიფიქრეო, ამ საინტერესო და არაორდინალურად მოაზროვნე გოგონასაგან პასუხად მიიღო: სახლში ლოცვებს ვუსმენ და ასეთი სიტყვები იქიდან დამამახსოვრდაო... „შური არს მწუხარებაი, სხვისა კეთილსა ზედა...“ შური არს მწუხარებაი სხვისა კეთილსა ზედა... შური არს მწუხარებაი ღვთისა -ოქროსა ჩვენსა. კაცმა ჰპოს გზაი კეთილი და მისი მიმართულებაი. გიხაროდენ სხვისი სიხარული და არ დაიბოღმო, რადგან შენ არ ჰგაქვს ეს სიხარული და იმწუხრები. შური არს მწუხარებაი სხვისა კეთილსა ზედა... შური არს ცოდვაი კაცისაი და კაცობრიობისა ჩვენისა. არა გაკონტროლოს ბოროტმა და მოგცეს შური, არამედ სთქვი: „არ მაკონტროლოს ბოროტმა, არამედ მე ვაკონტროლო ის და არა შევისმინო სიტყვები ეშმაკისა მაცდუნებლისაი! „შური არს მწუხარებაი სხვისა კეთილსა ზედა... შური არს მწუხარებაი სხვისა კეთილსა ზედა...
06.05.2017

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, ვარკეთილი 3, I მ/რ, (ყოფილი 179-ე ბ/ბაღის შენობა)
2-27-29-52
597-10-99-31; 571-90-63-02
oqrosakvani@yahoo.com
http://skolaoqrosakvani.ge