შემოქმედება
კატეგორია - შემოქმედება
ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ბიჭია:
მოხდენილი, სასიამოვნო შესახედავი, თუმცა ძალიან მოუსვენარი (ზოგჯერ ზედმეტადაც! :) ),
ძალიან მხიარული (ზოგჯერ ზედმეტადაც! :) ),
ძალიან ზარმაცი (ზოგჯერ ზედმეტადაც! :) ),
მაგრამ თუ თავისი ნაწერები განდო და სულში ჩაგახედა, ცხოვრებაგამოვლილი კაცის სიბრძნის, დიდსულოვნების, გონიერებისა და ბუნებით ხელოვანის ნამდვილი ხატის, ერთი სიტყვით, ვაჟას კაი ყმის ( მხოლოდ 21-ე საუკუნის) წინაშე აღმოჩნდები.
მაშ, იცნობდეთ, ეს ქართველი ბიჭი მომავლიდან მოდის...
ავთო ტლაშიძე
გორი

ნათელი ოთახი. ჩიტების გაბმული სიმღერა ჩემი ქალაქის დილას სილამაზესა და სიამოვნებას მატებს. ვდგები. საუზმეს შევექცევი, მივდივარ სამსახურში და ჩემს საყვარელ საქმიანობას ვიწყებ...როგორც ყოველთვის, ჩემი ქალაქი სილამაზით არის აღსავსე. გორი... აქ ყველა ერთმანეთს იცნობს . ხალხი თბილია, როგორც ეს ქალაქი. დაღლილობამ დამძლია. ჩემს კაბინეტში, საკუთარ მაგიდაზე, ჩამომეძინა... სამუშაო საათები დასრულდა. ნელ-ნელა ვემზადები, რომ სახლში დავბრუნდე, ჩემს რბილ დივანზე ჩამოვჯდე და ტელევიზორს ხმა ავუწიო... 2008 წლის 7 აგვისტოს დღე ჩემთვის ლამაზი დილით დაიწყო, თუმცა ღამე მშვიდი არ ყოფილა. სავარძელში ჩაძინებული ტყვიების ზუზუნმა გამომაღვიძა. საოწარკვეთილი ყვირილი ჩამესმა: „მიშველეთ! ვინმე დამეხმარეთ!“ ფანჯრიდან გადავიხედე... ისევ ის ხმა - ტყვია კედელს ეჯახება და მის ადგილას შავი ღრმა ხვრელი ჩნდება. ზოგიერთი ტყვია ადამიანის ძვალს ხეთქავს. ხუთი წუთის განმავლობაში ჩემს წინ სრული ქაოსი დატრიალდა. იმის ნაცვლად, რომ რაიმე მეღონა და თავი გადამერჩინა, ვიდექი და ვიხსენებდი, როგორი ლამაზი იყო იმავე ადგილიდან დანახული დილა... ამასობაში მეზობელი შემორბის და გაბმულად ყვირის: - ბიჭო, დავით, თავს იკლავ?!.. ცოტა ხანში აქაურობა რუსი სეპარატისტებით აივსება!!! -მერე რა, თემო, რატომ უნდა გავიქცეთ აქედან? ცოდო არ არის, ჩვენი ლამაზი ქალაქი მათ ხელში რომ აღმოჩნდეს? - კი, მაგრამ ჩვენ რას გავხდებით მათ წინააღმდეგ?.. ისინი ათასობით არიან... - თემურ! ჩვენი ქართველობა დღემდე, აქამდე, ბრძოლით მოვიდა. - კარგი, მართალი ხარ, რა ვიღონოთ?...ისტორიის გახსენებით ვერაფერს ვიზამთ... - ისტორიის გახსენება გვაძლიერებს... - წამოდი, ხალხს დავეხმაროთ... მე და თემური გარეთ გამოვდივართ. მანქანას ცეცხლი უკიდია, გვერდით მთლად სისხლში მოსვრილი მოხუცი კაცი წევს და შველას ითხოვს...და მე ამ დროს, უბრალოდ, გაშეშებული ვდგავარ. ის, რაც აქამდე ვილაპარაკეთ, მხოლოდ ადვილად სათქმელი სიტყვები აღმოჩნდა,ჩვენ მხოლოდ სამიზნენი ვიყავით. ხმა ჩამესმა: -მეხუთე ბატალიონი, გაასუფთავეთ პერიმეტრი! - მორბის ქართველი ჯარისკაცი. მის ხელში მომარჯვებული ავტომატიდან მტრის მისამართით შეუჩერებლად მიდის ტყვიების თავსხმა. ისევ ჯარისკაცების ხმა: - გაზღვევ, მიდი, ჩვენები არიან! ჯარისკაცი, რომელიც ჩვენთან მოვარდა, გვეუბნება: -სულ გაგიჟდით, თუ თავი გმირებად გამოგყავთ?! - ხელს მკლავზე მკიდებს და მანიშნებს, აქეთო... მთელი ღამე სარდაფში გავატარეთ. თანმხლებ ორ ჯარისკაცს დაღლილობისგან ჩასძინებოდა. თემურიც თითქმის უგონოდ მიყუჟულიყო, მე კი ვფიქრობდი: „ რისთვის იღვრება ამდენი სისხლი? რისთვის იღუპება უდანაშაულო ხალხი, რომელთაც ვიღაცის პირადი მიზანი სიცოცხლეს უმოკლებს? ნუთუ უბრალო მიწა ამდენი ადამიანის ცოდვად უღირთ?.. შეძლება დათესო მოსავალი, შეიძლება ააშენო საწარმო, თუმცა ვერასოდეს დათესავ ადამიანის სიცოცხლეს. იმ ადამიანისას, რომელიც მაღაზიაში გამოვიდა თავისი პატარა გოგონასთვის ტკბილეულის საყიდლად, მაგრამ ცივმა და ბრმა ტყვიამ სიცოცხლეს გამოასალმა, სამუდამოდ გამოასალმა თავის 5 წლის პირმშოს...“ ფიქრებში დამათენდა, თუმცა, გუშინდლისგან განსხვავებით, მზის სხივების ნაცვლად ციდან რუსული ბომბდამშენების ასაფეთქებელი ჭურვები ეცემოდა ფანჯრებს, ხოლო ჩიტების ჭიკჭიკის ნაცვლად ავტომატის ტყვიები ზუზუნებდა...
კატეგორია - შემოქმედება
ჰეი, ვინ მოდის მანდ, მომავლიდან?
ნიკა გაბუნია - კერძო სკოლა „ოქროს აკვნის“მე-7 კლასის მოსწავლეა, ჯერ მხოლოდ მე-7 კლასშია, მის შემოქმედებას კი ამას საერთოდ ვერ შეამჩნევს მკითხველი. მისი პროზა და პოეზია ყველაზე მკაცრ კრიტიკასაც კი თავისუფლად გაუძლებს. ჭაშნიკისთვის გთავაზობთ ერთ მოთხრობას. * * * * *
ნიკა გაბუნია
მარშრუტკა

თბილისის მოსახლეობის ნახევარიც ვერ გაიგებს, თუ იტყვი:„მიკროავტობუსით წავალ“, ან „სამარშრუტო ტაქსში ჩავჯექი“, იმიტომ რომ მას ჰქვია მარშრუტკა. ის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველაზე გავრცელებული საშუალებაა. ჩემი აზრით, ცხოვრებისათვის მოუმზადებელი ბავშვები ხშირად უნდა ჩავსხათ მარშრუტკებში, რათა მათ იქ გამოცდილება მიიღონ. იქ ის ისწავლის: მოთმენას, დასწრებას, ადგილის ფასს, ბილწსიტყვაობასა და მძღოლების პირად ისტორიებს. თან ბავშვი მანდვე შეიტყობს ქალაქის ყველაზე გავრცელებულ ჭორებს. და, რაც მთავარია, ბავშვი მარშრუტკაში სწავლობს მყარად დგომას. სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც მარშრუტკაში დგომისას შემთხვევით ხელს მოჰკიდებს მოხუცს, გაუგებარი ეროვნების ქალს, და მაშინ ის მოისმენს სიტყვებს, რომლებიც ცხოვრებაში არ გაუგონია და ვერც გაიგებს, თუ როგორია ულტრახმები, რომელსაც ეს ქალი გამოსცემს, როდესაც ქოქოლას დააყრის. ამ საშინელებას ის კარგად დაიმახსოვრებს და როდესაც გაიზრდება, შეიძლება თავისი შვილების შესაშინებლადაც გამოიყენოს ხოლმე: „დაიძინეთ, შვილებო, თორემ, ქურთი ქალი მოვა და ყურის ბარაბნებთან დაგიკრავთ საბაირამო მუსიკას.“ მეც მარშრუტკის „ბანაკსგამოვლილი“ ვარ და ამან ბევრი რამ მომცა. მაგალითად, ახლა ვიცი, ვის უღალატა ალიკამ, ან რატომ აიღო კრედიტი ანჟელამ. კიდევ: ხომ გინახავთ უნომრო მარშრუტკები? არც 70, არც 3, არამედ, არაფერი. მე მეგონა, რომ ეს უნომრო მარშრუტკა მიდის მთვარეზე, ახლა კი ვიცი, რომ მთვარეზე 170 მიდის. ერთხელ მარშრუტკიდან ჩასასვლელად ვემზადებოდი. მაშინ პატარა ვიყავი და მორიდებული, მრცხვენოდა ყვირილი - გააჩერე, ბიძია! - და საშუალოდ ვყვიროდი: „პატივცემულო შოფერო, აქ ხომ ვერ გამიჩერებთ?!“ სამწუხაროდ, ეს არც მძღოლს ესმოდა, არც სხვა ვინმეს. გავიარეთ დანიშნულების ადგილი და გზა გააგრძელა. მეგონა, გაიგო და ნელ-ნელა დაამუხრუჭებდა, მაგრამ არა, „ხოშიანად დაგაზა“. დავიბენი და მძღოლთან მივედი. თვალებში ჩავხედე და ვთქვი: „გამიჩერეთ, ბიძია!“ ის თვალებს აფახულებდა და ერთი თვალით მე მიყურებდა, მეორით - გზას. მერე მგზავრებისკენ გავიხედე და ცრემლი მომადგა. „არ მიჩერებს!“- ვთქვი. ამას მოჰყვა ხარხარი და შუაზე გადასკდომა. „რას იცინით?“- ცრემლი წამომივიდა უცებ. მძღოლმა გააჩერა გაჩერებასთან. „ჩადი, კაცური კაცი, და კიდევ კითხვა ისწავლე“. თქვა და თითით წარწერისკენ მიმითითა. იქ ეწერა:„ რუსთაველსა და ილიაზე მიკროავტობუსი ჩერდება მხოლოდ გაჩერებებზე“. ამის შემდეგ აღარ ვიბნევი...
კატეგორია - შემოქმედება
მე პატარა ქართველი ვარ, კავკასიის მთების შვილი...“ ***
გავიცნოთ ისინი, რომლებიც ეს-ესაა იწყებენ ფიქრს
ლუკა ლოსაბერიძე,
IV კლასის მოსწავლე
წიგნი-სასწაული

პეტრეს ჰგონია, რომ სწავლა-განათლებას სჯობია მიწის თოხნა. ჩემი აზრით, თუ არ ვისწავლით, როგორ დავთესავთ, ან ავიღებთ კი მოსავალს? ამიტომ საჭიროა წიგნი. მე ვეთანხმები მოძღვარს, რომელმაც პეტრე დაარწმუნა სწავლის საჭიროებაში. რამდენი შენზე მცოდნე კაცია ქვეყანაზე? მაგათ ცოდნას შენი დაემატოს, კარგი არ იქნება? უფრო ადვილად არ გაიძღობ კუჭს? სწორედ ამაში დაგეხმარება წიგნი. პეტრე საბოლოოდ დარწმუნდა წიგნის მნიშვნელობაში. ჩემთვის წიგნი სასწაულია. იქ არის მრავალი ბრძენი ადამიანის აზრი და ცოდნაა ჩაქსოვილი. წიგნით ვიგებთ ყველაფერს. მიყვარს წიგნი და ვუფრთხილდები მას. მაგრამ მე ხშირად ვერ ვკითხულობ კლასგარეშე წიგნებს, რადგან მეტ დროს ვუთმობ ფეხბურთს, ახლა ვხვდები, რომ შეცდომას ვუშვებ, როგორც პეტრე. მოძღვრის დარიგება ჩემთვისაც გაკვეთილი იქნება, დღეიდან მეტ დროს დავუთმობ წიგნებს, გპირდებით!!!!
კატეგორია - შემოქმედება
საყვარელი, მოაზროვნე ბავშვები რთლაც სძინავს ბავშვში მოცარტს?!
დაგვეთანხმებით, ეს პატარა ჩანახატი სიტყვების ნამდვილი მუსიკაა. *** *** ***
მანჩო ფეტვიაშვილი,
IV კლასის მოსწავლე.
თოვის მოლოდინში

ზამთარი რახანია ჩამოდგა. ერთი-ორჯერ თოვაც დააპირა, მაგრამ თოვლჭყაპად იქცა. მე ველი თოვლს. მიყვარს ის, რადგან მას მოჰყვება ახალი წელი. ნეტავ ყოველ ახალ წელსაც მოსდევდეს თოვლი. ძალიან ცივა, ქარი ქრის და ჭირხლმა მოხატა ფანჯრები. ნისლიც არის, ძლივს ვხედავ არემარეს, მაგრამ მაინც ძალიან ლამაზია. ეგაა,, ხეებს სამოსი შემოეძარცვათ. ნეტავ არ სცივათ? როგორ მეცოდებიან!!! ლამის საბანი გადავაფარო. რა ვქნა, ხეო,ასეთია ჩვენი სამყარო და ასეთია თქვენი სიცოცხლე. ჩვენ კი თქვენთან ერთად თოვლს ველოდებით. თქვენ თეთრ საბნებში გაეხვევით, მე და ჩემი დაიკო კი ბევრს ვიგუნდავებთ. მოემზადეთ, მალე გათოვდება!!!
კატეგორია - შემოქმედება
ხელოვნების და ლიტერატურის გვერდი,,ნამდვილი" ქალბატო. მარინა გოგოლაშვილის მეშვეობით აქვეყნებს და პოპულარიზებას უწევს, სკოლა ,,ოქროს აკვანის" მოსწავლეევის შემოქმედებას ასევე პედაგოგების შემოქმედებას..
კატეგორია - შემოქმედება

ეკა ფხალაძე (შემოქმედებითი ბიოგრაფია)
დაიბადა გურჯაანის რაიონში 1973 წელს. სკოლის დამთავრებისთანავე ჩააბარა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში- ფილოლოგიის ფაგულტეტზე.
1992-96
წლებში მუშაობდა კორესპონდენტად გაზეთში ქართული ქრონიკა
1996
წლიდან დაიწყო პედაგოგად მუშაობა. _ გაძლიერებული ინგლისური ენის სწავლების კოლეჯ ნინოში“. ხოლო 2013 წლიდან მუშაობს ჰუმანიტარულ_ტექნიკურ გიმნაზიაში ოქროს აკვანი
90-
იანი წლებიდან მისის ესეები და მოთხრობები იბეჭდებოდაპერიოდულ პრესაში, ჟურნალ „Art ხომლში რუბრიკით სათქმელ-ნათქვამი
დაიბეჭდა ესეები:
წიგნის გამო სათქმელი
წერილი კულტურაზე
დღევანდელობაზე სათქმელ-ნათქვამი
ასევე ეტაპობრივად იბეჭდებოდა მოთხრობები პერიოდულ პრესაში გაზეთი ლიტერატურული საქართველო ჟურნალები ქართული მწერლობა“ „ჩვენი მწერლობა
გამოცემული აქვს მოთხრობების სამი კრებული:
ჟამი დაფიონისა“, „ტავის უფალი“, „გუშინ... ხვალ...“
აჟამად მუშაობს რომანზე
2015
წლიდან გახდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი

 

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, ვარკეთილი 3, I მ/რ, (ყოფილი 179-ე ბ/ბაღის შენობა)
2-27-29-52
597-10-99-31; 571-90-63-02
oqrosakvani@yahoo.com
http://skolaoqrosakvani.ge