მოსწავლის ქცევის კოდექსი

„ვამტკიცებ“შ.პ.ს. „ოქროს აკვანი“ კერძოსკოლის
დირექტორი /მ. მიქაძე/
ბრძანება №02/148 07. 09. 2016
განხილულია №1პედსაბჭოს სხდომაზე 07.092016წ.

მოსწავლის ქცევის კოდექსი

მუხლი 1. რეგულირების საგანი
1. მოსწავლის ქცევის კოდექსი (შემდგომში, ,,ქცევის კოდექსი’’) არეგულირებს მოსწავლის ქცევის წესებს, რომლებსაც მოსწავლე იცავს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლაში, აგრეთვე, სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს. 2. ქცევის კოდექსი ხელს უწყობს სწავლისათვის ისეთი გარემოსა და პირობების შექმნას, სადაც მოსწავლე შეძლებს ცოდნის მიღებას, უნარ-ჩვევების გამომუშავებასა დაღირებულებებისჩამოყალიბებას. 3. სკოლა ვალდებულია, ყველა მასწავლებელს, მოსწავლესა და მშობელს გააცნოს მოსწავლისქცევის კოდექსი. 4.სკოლის შინაგანაწესი უნდა ეფუძნებოდეს მოსწავლის ქცევის კოდექსს. 5.ქცევის კოდექსის მიზანია, დანერგოს მოსწავლის ქცევის ერთიანი წესები. 6.ქცევის კოდექსი ხელს უწყობს მოსწავლის მიერ საკუთარი ქცევის მართვას, მოსწავლეთა დისციპლინისა და ურთიერთპატივისცემის, სკოლაში კეთილგანწყობილი და უსაფრთხო სასწავლო გარემოს დამკვიდრებას.

მუხლი2.რეგულირების სფერო

1. ქცევის კოდექსი ვრცელდება საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე სკოლის ყველა მოსწავლეზე. 2. სკოლის დირექცია, მასწავლებლები, სკოლაში დასაქმებული სხვა პირები და მშობლები ხელს უწყობენ მოსწავლეს ქცევის კოდექსის დაცვაში.
მუხლი3.მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან დამოკიდებულებამოსწავლის

1.მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. 2.მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს.

მუხლი 4. მოსწავლეებთან დამოკიდებულება

1.მოსწავლე ყოველთვის თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს. თავს იკავებს მათთან ძალადობისგან მუქარისგან, ცილისწამებისგან ან დამცინავი განცხადებებისგან. აარ ყენებს სხვას რაიმე სახის შეურაცხმყოფას.

მუხლი 5. ჩაცმულობა და გარეგნული იერი მოსწავლეს ეკრძალება:

1. სამოსი, რომელზეც წერია შეურაცხმყოფელი სიტყვები ან გამოსახულია ვულგარული სურათი/კარიკატურა; 2. სამოსი, რომელიც რეკლამირებას უკეთებს სკოლაში აკრძალულ ნივთიერებებს (პროდუქცას), მაგალითად: თამბაქო, ალკოჰოლი, ნარკოტიკი და სხვა. სამოსზე არ უნდა იყოს გამოსახული მათი ლოგოები და საფირმო ნიშნები; 3. აქსესუარები, რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს როგორც იარაღი (მაგ.: ჯაჭვები, ზოგიერთი სახის ბალთა, სამაჯური და სხვა); 4. ყველა სახის სამოსი და აქსესუარი, რომელიც ხელს შეუშლის სასწავლო პროცესის ნორმალურ მიმდინარეობას; მოსწავლის წახალისების ფორმები და დისციპლინარული პასუხისმგებლობა.

მუხლი 6. წახალისების ფორმები

1.სწავლაში მოპოვებული წარმატებისათვის, საგანმანათლებლო პროცესში განსაკუთრებულად თავის გამოჩენისათვის სკოლა უფლებამოსილია მოსწავლის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები; 2. სკოლის დირექტორის მიერ ბრძანებით მადლობის გამოცხადება; 3. სიგელით დაჯილდოება; 4. ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება; 5. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადაზე ადრე მოხსნა;

მუხლი 7. წახალისების გამოყენების წესი

1.მოსწავლის წახალისების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი, რომელსაც მიმართავს მასწავლებელი ან კლასის დამრიგებელი მოსწავლის წახალისების მოთხოვნით. 2. მოსწავლის მიმართ შეიძლება ერთდროულად გამოყენებული იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა.

მუხლი 8. მოსწავლის მიმართ დისციპლინური წარმოება მოსწავლის დისციპლინურ გადაცდომად ითვლება:

1. გაკვეთილზე არასაპატიო მიზეზით დაგვიანება; 2. სკოლის არასაპატიო მიზეზით გაცდენა; 3. გაკვეთილზე უდისციპლინოდ მოქცევა; 4. გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა; 5.გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება; 6. მოსწავლის სიტყვიერი შეურაცხყოფა; 7. მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფა; 8. ვანდალიზმი _ სკოლის ან სხვისი ქონების შეგნებული დაზიანება (გაფუჭება); 9. მობილური ტელეფონით სარგებლობა გაკვეთილის მიმდინარეობის დროს; 10. სკოლაში სასწავლო ნივთების გარეშე მოსვლა; 11. პლაგიატიზმი; 12. მოსწავლეებისათვის ფულის ან რაიმე სხვა მატერიალური ფასეულობის გამოძალვა; 13. აზარტული თამაში (მაგ. ბანქო); 14. თამბაქოს ნაწარმის სკოლაში შემოტანა და/ან მოწევა; 15. მცირე ან მაღალალკოჰოლიანი სასმელის სკოლაში შემოტანა და/ან მოხმარება; 16. ქურდობა; 17. ნარკოტიკული და ამგზნები საშუალებების მოხმარება, შენახვა და მათით ვაჭრობა; 18. სკოლაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს ალკოჰოლური თრობის მდგომარებაში შემოსვლა; 19. მოსწავლის დამცირება და მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა; 20. სექსუალური ხასიათის სიტყვიერი ზეწოლა ან ძალადობის მცდელობა; 21.აკრძალული ნივთების, საგნების, პროდუქტების და ნივთიერებების ქონა; 22.მოსწავლისათვის შეუფერებელი ჩაცმულობით და გარეგნული იერით სკოლაში გამოცხადება; 23. მასწავლებლის ან სხვა სკოლის თანამშრომლის სიტყვიერი და/ან ფიზიკური შეურაცხყოფა; 24.სკოლაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში შემოსვლა; 25.სხვა ქმედებები, რომელებიც ხელს უშლიან სასწავლო პროცესს და ზღუდავენ სხვა ადამიანების უფლებებს ან საფრთხეს უქმნიან მათს ჯანმრთელობას.

მუხლი 9. ნივთების, საგნების და პროდუქტების (ნივთიერებების) ნუსხა, რომელთა სკოლაში ქონა აკრძალულია

1. თამბაქოს ნაწარმი; 2. ასაფეთქებელი ნივთიერებები და მოწყობილობა; 3. პორნოგრაფიული პროდუქცია; 4.შპრიცი; 5.ბასრი ან ბლაგვი საგნები, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია ადამიანისთვის დაზიანების მიყენება; 6. ბანქო, კამათლები და სხვა ნივთები, რომლებიც გამოიყენება აზარტული თამაშებისათვის; 7. გაზის ბალონი და გაზის პისტოლეტი; 8. ელექტროტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს (გარდა მობილური ტელეფონისა); 9. ალკოჰოლი, ამგზნები და ნარკოტიკული საშუალებები; 10. ცივი იარაღი (დანა, კასტეტი და სხვა); 11. ცეცხლსასროლი იარაღი; 12. ნებისმიერი სხვა ნივთი, საგანი, პროდუქტი და ნივთიერება, რომელთა სკოლაში მოტანამ შეიძლება ხელი შეუშალონ სასწავლო პროცესს და სახიფათო არიან ადამიანის ჯანმრთელობისათვის;

მუხლი 10. მოსწავლეს, დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის შეიძლება დაეკისროს შემდეგი დისციპლინური სახდელი:

1 სიტყვიერი შენიშვნა; 2 წერილობითი გაფრთხილება 3 საყვედური; 4 სკოლიდან დროებით (1-5 დღით) დათხოვნა; 6.საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ სკოლაში მოსწავლის დატოვება და სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება; მშობლის წინასწარი გაფრთხილებით; 7.მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა; დაუშვებელია სასტიკი ან ისეთი დისციპლინური სახდელის გამოყენება, რომელიც ლახავს მოსწავლის პატივსა და ღირსებას, საფრთხეს უქმნის მოსწავლის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

მუხლი 11. მოსწავლისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდება:

1. მოსწავლის მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდების საკითხის დაყენება შეუძლია დამრიგებელს, მასწავლებელს, პედაგოგიურ საბჭოს, საგნობრივ კათედრებს, დირექტორის მოადგილეს და დირექტორს წერილობითი ფორმით (წარდგინებით) დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ, რასაც თან უნდა ახლდეს დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასაბუთება; 2. დასაბუთებაში ჩამოყალიბებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები: მოსწავლის სახელი და გვარი, ასაკი, კლასი, დისციპლინური გადაცდომის არსი, მონაცემები, რომლებიც ადასტურებენ გადაცდომის ფაქტს, დასაბუთება შესაძლო დისციპლინური სახდელის შეფარდების თაობაზე, დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თარიღი; 3. დაუშვებელია დაწყებით და საბაზო საფეხურზე მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა. 4. დისციპლინური სახდელი გამოიყენება გადაცდომის გამოვლენისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 3 თვისა მისი გამოვლენის დღიდან. დისციპლინური სახდელი არ შეიძლება გამოყენებული იქნეს გადაცდომის ჩადენის დღიდან 3 თვის გასვლის შემდეგ. 5. დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი; 6. მოსწავლის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების, აგრეთვე დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მის მშობელს. მოსწავლეს უფლება აქვს მასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტისას მშობელთან ერთად წარდგეს. 7. დისციპლინური სახდელის დადებამდე მოსწავლეს, მისი მშობლის თანდასწრებით, უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება. ახსნა-განმარტების არარსებობის შემთხვევაში შედგენილ იქნება აქტი, რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს დამსწრეთა მიერ. 8. დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები;

მუხლი 12. მოსწავლისათვის დისციპლინური სახდელის მოხსნა, დისციპლინური სამართალწარმოების ვადები მოსწავლეს დისციპლინური სახდელი ვადაზე ადრე შეიძლება მოეხსნას:

1. თუ მოსწავლემ არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა, გამოირჩევა სანიმუშო ქცევით, გარკვეული მიღწევები და სახდელის დადებიდან გასულია სულ მცირე 1 თვე მაინც; 2. ამ მუხლის ჳ-ლი პუნქტით განსაზღვრული ნებისმიერი საფუძვლებით, დირექტორის მიერ დისციპლინური სახდელი 1 თვეზე ადრეც. 3. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის საკითხის დაყენება შეუძლია მასწავლებელს, პედაგოგიურ საბჭოს, საგნობრივ კათედრებს, კლასის დამრიგებელს და დირექტორს არგუმენტირებული წერილობითი ფორმით (წარდგინებით); 4. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა შეიტანება მოსწავლის პირად საქმეში; 5. თუ მოსწავლეს 6 თვის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური სახდელი, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ.

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, ვარკეთილი 3, I მ/რ, (ყოფილი 179-ე ბ/ბაღის შენობა)
2-27-29-52
597-10-99-31; 571-90-63-02
oqrosakvani@yahoo.com
http://skolaoqrosakvani.ge