შინაგანაწესი

„ვამტკიცებ“ შ.პ.ს. „ოქროს აკვანი“ კერძო სკოლის
დირექტორი /მ. მიქაძე/
ბრძანება №02/148 07. 09. 2016
განხილულია №1პედსაბჭოს სხდომაზე 07.092016წ.
შპს “ოქროს აკვანი” კერძო სკოლის შინაგანაწესი

თავი 1. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. მოქმედების სფერო
1. 1. კერძო სამართლის იურიდიული პირი, შპს კერძო სკოლა “ოქროს აკვანის” (შემდგომში – ,,სკოლა”) შინაგანაწესი (შემდგომში – ,,შინაგანაწესი”) შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“საქართველოს ზოგადი განათლების შესახებ კანონის, ეროვნული სასწავლო გეგმის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია სკოლისათვის, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას.
1. 2. შინაგანაწესი ვრცელდება სკოლის მასწავლებლებზე, თანამშრომლებზე, მოსწავლეებსა და მათ კანონიერ წარმომადგენლებზე და სავალდებულოა შესასრულებლად.
1. 3. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში სკოლის მასწავლებლების და თანამშრომლების (შემდგომში - დასაქმებული) მიმართ გამოიყენება საქართველოს შრომის კოდექსითა და ამ შინაგანაწესით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.
1. 4. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
1. 5. სკოლასა და დასაქმებულებს შორის შრომით ურთიერთობაში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობების, რელიგიური ან რაიმე გაერთიანებისადმი კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების გამო.
1. 6. შინაგანაწესი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის.

მუხლი 2. შინაგანაწესის მიზანი და მისია:
2.1. სკოლის საქმიანობისათვის ხელშეწყობა: სკოლის მისიის შესრულება, სკოლაში უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა და ჩამოყალიბება; 2.2. სკოლაში დასაქმებულ პირთა შრომითი და მისი თანამდევი ურთიერთობის მოწესრიგება და კონტროლი;
2.3. სკოლაში დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;
2.4. სასწავლო-სამუშაო დროის რეგულირება და რაციონალური გამოყენება;
2.5. სკოლაში სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვისა და დისციპლინის განმტკიცებისათვის მოსწავლეთა ქცევის წესების მოწესრიგება და კონტროლი;
2.6. ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი განსაკუთრებული პრიორიტეტი განათლებაა, აქედან გამომდინარე სკოლას საპასუხისმგებლო და საპატიო მისია ეკისრება. მისია სკოლის ფუნქციონირების მიმართულების მთავარი ორიენტირია და გამოხატავს მისი არსებობის აზრს. ჩვენი სკოლის მისიაა განათლების დაწყებითი საფეხურიდანვე იზრუნოს მოსწავლის, როგორც ფიზიკური, ისე ინტელექტუალური და სულიერი პოტენციალის განსავითარებლად. შეუქმნას ბავშვს თბილი, მშობლუიური და უსაფრთხო გარემო. განუვითაროს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები. ჩამოუყალიბოს მოქალაქეობრივი აზროვნება და პასუხისმგებლობა. მისცეს მოსწავლეებს ხარისხიანი და საფუძვლიანი ცოდნა, რომელიც ორიენტირებული იქნება თითოეული ბავშვის ინტერესსა და შესაძლებლობებზე. ინფორმაციასთან ერთად გამოვუმუშავოთ უნარ-ჩვევები,რომელთაც შემდგომ გამოიყენებენ თანამედროვე სამყაროში ადაპტაციისათვის. ვეძებოთ ჩვენს მოსწავლეებში ის, რაც საუკეთესო, განსხვავებული და საინტერესოა. დავამკვიდროთ ისეთი შეფასების პრინციპი, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს საკუთარი შესაძლებლობების განვითარებაში, ლოგიკურ და კრიტიკულ აზროვნებაში. სკოლის მისიაა ასწავლოს მოსწავლეს როგორ ისწავლოს. დაეხმაროს სწორი არჩევანის გაკეთებაში. სკოლის მიზანია მოსწავლის, მასწავლებლის და მშობლის თანამშრომლობით და ეროვნული სასწავლო გეგმის განხორციელებით გამოვუშვათ საერთაშორისო სტანდარტის მქონე, უცხო ენების მცოდნე მომავალი თაობა. სკოლის მისიისა და მიზნის განსახორციელებლად სკოლა მუშაობს აღზრდის, განათლების, შეფასების და თვითშეფასების ეროვნული გეგმის სტანდარტის მიხედვით. სკოლას შემუშავებული აქვს განვითარებისა სტრატეგიული გეგმა, რომელიც გულისხმობს კონკრეტულ ქმედებებს, რაც აამაღლებს სწავლებისა და სწავლის მოტივაციას, საკადრო პოტენციალს. სკოლას პერსპექტივაში აქვს გააუმჯობესოს ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

მუხლი 3. შინაგანაწესის რეგულირების სფერო

3.1.შრომის შინაგანაწესი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შეიძლება განისაზღვროს:
3.2 სამუშაო და დასვენების დრო
3.3.შრომითი ურთიერთობის წარმოშობა (პედაგოგის/თანამშრომლის მიღება)
3.4. .შრომითი ურთიერთობის პირობები:
3.5. სამუშაო და დასვენების დრო
3.6. შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი.
3.7. წახალისების ფორმები და დისციპლინარული პასუხისმგებლობა.
3.8.მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვის და სკოლიდან გადაყვანის პირობები;
3.9.სასწავლო პროცესის მონიტორინგის ფორმები;
3.10. თანამდებობრივი ინსტრუქციები;
3.11. უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა სკოლაში;
3.12. განცხადების/საჩივრის განხილვა;
3.13.დასკვნითი დებულებანი;

მუხლი 4. სკოლის სტრუქტურული ერთეულები დამფუძნებელი დირექტორი ექთანი ბიბლიოთეკარი ოფისმენეჯერი დირექტორი ხარისხ. მართვ. მენე. მოადგ. სასწ.-აღმზრ. მოადგ სამეურ. დარ. საზოგ. ურთ. მენეჯ. ფინ. მენ. პედსაბჭო ტექ. უსაფრთხმენ. დასუფ.სამს

მუხლი 5. სამუშაო და დასვენების დრო

5.1. სამუშაო დრო წარმოადგენს კალენდარული დროის ნაწილს, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ვალდებულია განახორციელოს თავისი სამსახურებრივი უფლება - მოვალეობანი.
5.2. სკოლაში სასწავლო წლის, არდადეგების დაწყების და დამთავრების დრო განისაზღვრება ,,საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო წლისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის ბრძანების შესაბამისად.
5.3. სამუშაო კვირის ხანგრძლივობა განისაზღვრება 40 სამუშაო საათით, რომელშიც არ შედის შესვენების და დასვენების დრო. ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით სკოლის თანამშრომლის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება კვირაში 40 საათს.
5.4. დასაქმებულთა სამუშაო კვირა განისაზღვრება 5 სამუშაო დღით, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. შაბათ-კვირა და საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი უქმე დღეები არის დასვენების დღეები.
5.5. სკოლაში მოსწავლის გაკვეთილებიდან გათავისუფლება. შესაძლებელია მშობლის თხოვნის საფუძველზე. თავი 2. შრომითი ურთიერთობის წესი

მუხლი 6. წინასახელშეკრულებო ურთიერთობა

6.1. შრომითი ურთიერთობის გაფორმებამდე კანდიდატი ვალდებულია სკოლაში წარადგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) ფოტოსურათი ¾ ; გ) განცხადება სამსახურში მიღების შესახებ; დ) ავტობიოგრაფია/ ჩვ; ე) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი/ ნოტარიულად დამოწმებული ასლი; ვ) კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ზ) პირადობის მოწმობის ასლი; თ) სერთიფიცირებული პედაგოგების შემთხვევაში შესაბამისი სერთიფიკატის ასლი;
6.2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, სკოლა უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში კანდიდატისაგან მოითხოვოს სხვა დოკუმენტების წარდგენა, შეამოწმოს მათი სისწორე ან მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია, რომელიც ესაჭიროება შრომითი ურთიერთობის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.

მუხლი 7. სკოლაში პედაგოგის/თანამშრომლის მიღება
7.1. განცხადებების გავრცელება სკოლის ვაკანტური ადგილის შესახებ ხდება ელექტრონული და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით (სკოლის ვებ-გვერდი, გაზეთი, ვებ-გვერდები სამსახურის მაძიებელთათვის).
7.2. კანდიდატების პირველადი შერჩევა ხდება გასაუბრების საშუალებით. მოწმდება პედაგოგიური, დიდაქტიკური და საგნობრივი კომპეტენცია.
7.3. სამუშაოდ მიღებულ ყველა დასაქმებულთან ფორმდება შრომითი ხელშეკრულება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7.4. სკოლაში მიღებულ დასაქმებულზე იხსნება პირადი საქმე, რომელშიც განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად ინახება დანიშვნის, გადაყვანის, წახალისების, დისციპლინური სახდელებისა და განთავისუფლების შესახებ ბრძანების ასლები, ჩვ/ ავტობიოგრაფია, პირადობისა და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების, სერტიფიკატების ასლები. გამოსაცდელი ვადა
7.5. დასაქმებულთან შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ დაიდოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 6 თვისა. 7.6.გამოსაცდელი ვადით მუშაობა ანაზღაურებადია. ამ ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.
7.7.დამსაქმებელს უფლება აქვს, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ნებისმიერ დროს დადოსდასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება ან შეწყვიტოს მასთან გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება. თავი 3. შრომითი ურთიერთობის პირობები

მუხლი 8. სამსახურში დაგვიანებით გამოცხადება და გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი
8.1. წინასწარ ცნობილი მიზეზით, სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში დასაქმებული ვალდებულია წინასწარ (წინა დღეს, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი სამუშაოს დაწყებამდე მინიმუმ 1 საათით ადრე) გააფრთხილოს სკოლის დირექცია გამოუცხადებლობის შესახებ, სამსახურში არყოფნის სავარაუდო პერიოდის თაობაზე, შესაბამისი აუცილებლობისა და მიზეზების მითითებით.
8.2. გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო სამსახურში გამოუცხადებლობის ან სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვების შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია გონივრულ ვადაში აცნობოს სკოლის დირექციას გამოუცხადებლობის მიზეზი.
8.3. არასაპატიო მიზეზით სკოლაში გამოუცხადებლობა შემთხვევაში დასაქმებულს ხელფასიდან დაუკავდება გაცდენილი სამუშაო დროის შესაბამისი ანაზღაურება.
8.4. დაგვიანებისა და გაცდენის შემთხვევაში დასაქმებული ვალდებულია სკოლის დირექტორს წარუდგინოს შესაბამისი ახსნა-განმარტება.

მუხლი 9. დასაქმებულთა ჩაცმულობის წესი:
9.1. დასაქმებული უნდა იმოსებოდეს სადად, ელეგანტურად და გემოვნებით. დაუშვებელია შეუფერებელი, გამომწვევი, ვულგარული, ავანგარდული ან/და ექსცენტრული ჩაცმულობა.
9.2. დაუშვებელია იმგვარი სამოსის ტარება, რომელზეც წერია შეურაცხმყოფელი გამონათქვამი, გამოსახულია ვულგარული სურათი ან/და კარიკატურა.
9.3. დასაქმებული უნდა გამოიყურებოდეს სოლიდურად და მუდმივად უნდა იყოს მოწესრიგებული.

მუხლი 10. შრომის ანაზღაურების გაცემის დრო, ადგილი, წესი და პირობები
10.1. სკოლის დასაქმებულებზე შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ
10.2. შრომის ანაზღაურების გაცემის ადგილია ქალაქი თბილისი.
10.3. ყველა სახის ანაზღაურება გაიცემა ეროვნულ ვალუტაში.
10.4. დამსაქმებელი დაუკავებს დასაქმებულს საშემოსავლო გადასახადს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით. 10.5.ეროვნულ ან სასკოლო სასწავლო გეგმაში შეტანილი ცვლილებები (საგანთა რაოდენობის ან საათების მატება თუ კლება), ასევე კლასთა რაოდენობის მატება თუ კლება ავტომატურად იწვევს შესაბამის ცვლილებებს (შრომის ანაზღაურების მატებას ან კლებას) . მუხლი 11.ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი
11.1.ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება კვირაში 40 საათს,
11.2.ზეგანაკვეთური საათობრივი ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ ხელფასთან ერთად.
11.4.არასამუშაო დროს, საკუთარი ინიციატივით (უფლებამოსილი პირის დავალების გარეშე) სამუშაოს შესრულებისას დასაქმებულს კომპენსაცია არ მიეცემა.

მუხლი 12. შვებულება
12.1. ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულებების ხანგრძლივობა განისაზღვრება საქართველოს შრომის კოდექსის ნორმების შესაბამისად.
12.2. დასაქმებული უფლებამოსილია ისარგებლოს ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულებებით სემესტრის შირის პერიოდში. 12.4. დასაქმებული ვალდებულია შვებულების დასრულებისთანავე დაუბრუნდეს სამუშაო ადგილს.
12.5.შვებულებაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი, შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო.

მუხლი 13.შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო
13.1. დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
13.2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული შვებულება დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.

მუხლი 14. შრომითი ურთიერთობის შეჩერების გაფორმება.
14.1. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 36-ე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერებული შრომითი ურთიერთობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით და ინახება სკოლის კანცელარიაში.
14.2. შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სკოლას შეუძლია სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება. თავი 4. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა/ საბოლოო ანგარიშსწორება

მუხლი 15. დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა.
15.სკოლას შეუძლია დასაქმებულთან შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება შემდეგი საფუძვლებით:
15.2. შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;
15.4. დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება;
15.8. ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში;
15.9. დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა;
15.12. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
15.13. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესი რეგულირდება საქართელოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 38-ე მუხლის შესაბამისად.
15.14სკოლა უფლებამოსილია მასწავლებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში (გარდა უხეში დარღვევისა) ვალდებულებათა სათანადოდ შესასრულებლად მას დაუწესოს დამატებითი გონივრული ვადა
15.17.ამ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში დასაქმებული ვალდებულია დამსაქმებელს გადასცეს ყველა ის საბუთი და ნივთი, რაც მან დროებით მიიღო დამსაქმებლისგან შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე ან ამ ურთიერთობის განმავლობაში. თავი 5. წახალისების ფორმები და დისციპლინური პასუხისმგებლობა

მუხლი 16. წახალისების ფორმები
16.1.მუშაობაში მოპოვებული წარმატებისათვის, შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მაღალი პროფესიონალიზმით შესრულებისათვის, აგრეთვე განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის სამუშაოს შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის და/ან საგანმანათლებლო პროცესში განსაკუთრებულად თავის გამოჩენისათვის სკოლა უფლებამოსილია დასაქმებულთან მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები;
16.2. სკოლის დირექტორის მიერ ბრძანებით მადლობის გამოცხადება;
16.3. სიგელით დაჯილდოება;
16.4. ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
16.5. ერთჯერადი (ფულადი) პრემიის გაცემა;
16.6. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადაზე ადრე მოხსნა;


მუხლი 17. წახალისების გამოყენების წესი
17.1.დასაქმებულის წახალისების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი, რომელიც ფორმდება დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით და ინახება დასაქმებულის პირად საქმეში.
17.2.დირექტორის მოადგილე უფლებამოსილია წერილობით მიმართოს სკოლის დირექტორს დასაქმებულის წახალისების მოთხოვნით. 17.3.დასაქმებულის მიმართ შეიძლება ერთდროულად გამოყენებული იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა.

მუხლი 18. დასაქმებულის მიმართ დისციპლინური წარმოება.
18.დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის დასაქმებულს ეკისრება დისციპლინური სახდელი.
18.1.დასაქმებულის დისციპლინური გადაცდომაა:
18.2.სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
18.3.სამსახურებრივ მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულება;
18.4. სკოლისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა;
18.5. ზნეობრივ - ეთიკური ნორმების წინააღმდეგ დასაქმებულის, მოსწავლის ან სკოლის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი.
18.6. დასაქმებულის ქმედება, რომელიც ლახავს სკოლის ავტორიტეტს;
18.7. შრომის დისციპლინის დარღვევა;
18.8. მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევა.
18.9. მოსწავლეზე ემოციური და ფსიქოლოგიური ზეწოლის წარმოება;
18.10. მოსწავლის პირად ცხოვრებაში ჩარევა;
18.11. კონფიდენციალობის პრინციპის დარღვევა;
18.12. ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ სამუშაოზე გამოცხადება ან მათი სამუშაოზე მიღება;
18.13. სკოლისათვის შეგნებულად ან დაუდევრობით მატერიალური/ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა;
18.14. სკოლის ტექნიკისა და აღჭურვილობის უნებართვოდ გამოყენება;
18.15. პედაგოგისთვის შეუფერებელი სხვა საქმიანობა;
18.16. ჟურნალის არასწორი წარმოება.

მუხლი 19.დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის, დასაქმებულის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეები:
19.1. სიტყვიერი გაფრთხილება;
19.2. საყვედური;
19.3. სასტიკი საყვედური;
19.4. სამსახურიდან გათავისუფლება.

მუხლი 20. დასაქმებულისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდება
20.1. დასაქმებულის მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდების საკითხის დაყენება შეუძლია მშობელს, მოსწავლეს, პედაგოგიურ საბჭოს, საგნობრივ კათედრებს და დირექტორს წერილობითი ფორმით (წარდგინებით) დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ, რასაც თან უნდა ახლდეს დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასაბუთება;
20.2. დასაბუთებაში ჩამოყალიბებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები: დასაქმებულის სახელი და გვარი, თანამდებობა, დისციპლინური გადაცდომის არსი, მონაცემები, რომლებიც ადასტურებენ გადაცდომის ფაქტს, დასაბუთება შესაძლო დისციპლინური სახდელის შეფარდების თაობაზე, დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თარიღი;
20.3.დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი;
20.4. დისციპლინური გადაცდომის ჩადენა დისციპლინური სახდელის გაქარწყლებამდე ან ვადაზე ადრე მოხსნამდე უკვე შეფარდებულ დისციპლინურ სახდელზე უფრო მძიმე დისციპლინური სახდელის გამოყენების საფუძველია;
20.5. დისციპლინური სახდელის დადებამდე დასაქმებულს უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება. ახსნა-განმარტების არარსებობის შემთხვევაში შედგენილ უნდა იქნეს აქტი, რომელიც ხელმოწერილი იქნება დამსწრე პირთა მიერ;
20.6. დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, გადაცდომის ჩადენის გარემოებები;
20.7. დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა და სკოლის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი დისციპლინური სახდელის შეფარდების თაობაზე შეიტანება დასაქმებულის პირად საქმეში;
20.8. დისციპლინური გადაცდომის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, დისციპლინურ დევნას წყვეტს სკოლის დირექტორი;

მუხლი 21. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა
21.1. დისციპლინური სახდელი შეიძლება ვადაზე ადრე იქნას მოხსნილი, თუ დასაქმებულმა არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა, თავი გამოიჩინა როგორც კეთილსინდისიერმა თანამშრომელმა და სახდელის დადებიდან გასულია სულ მცირე 3 თვე მაინც;
21.2. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის საკითხის დაყენება შეუძლია მშობელს, პედაგოგიურ საბჭოს, საგნობრივ კათედრებს და დირექტორს არგუმენტირებული წერილობითი ფორმით (წარდგინებით);
21.3. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა შეიტანება დასაქმებულის პირად საქმეში;
21.4. თუ დასაქმებულს ერთი წლის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური სახდელი, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ. თავი 6. მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვის და სკოლიდან გადაყვანის პირობები

მუხლი 22. მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვა
22.1. სკოლაში პირველ კლასში ბავშვები ჩაირიცხებიან კანონმდებლობით განსაზღვრული ასაკიდან.
22.2. სკოლაში ბავშვის ჩასარიცხად მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები: ა) განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე; ბ) მოსწავლის ფოტოსურათი (3ხ4); გ)დაბადების მოწმობის სანოტაროდ დამოწმებული ასლი; დ) სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის, ან ბინადრობის მოწმობის მქონე მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება; ვ) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები; ზ) ჯანმრთელობის ცნობა
22.3. სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვისას იხსნება მოსწავლის პირადი საქმე.
22.4. საქართველოს მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მიერ 2012 წლის 19 სექტემბრის ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების“ შესახებ ნ 193/ნ ბრძანების შესაბამისად მოსწავლის სხვა საგანმანათებლო დაწესებულებიდან მობილობის შემთხვევაში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე; ბ) მოსწავლის პირადი საქმე; გ) მიმდინარე შეფასება; ე) ცნობა საგნების მიხედვით გაცდენილი საათების შესახებ; ვ) ბრძანების ასლი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ამორიცხვის შესახებ; ზ) დაბადების მოწმობის სანოტაროდ დამოწმებული ასლი; თ) სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის, ან ბინადრობის მოწმობის მქონე მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება; ი) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები; კ) სსსმ მოსწავლის გადმოსვლის შემთხვევაში აუცილებელია შესაბამისი ჯამრთელობის ცნობა. სკოლაში,თითოეულ კლასში, მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდწნობა განისაზღვრება 18 მოსწავლით.
22.5. მოსწავლეს შეიძლება, უარი ეთქვას სკოლაში ჩარიცხვაზე, თუ შემოსულ განცხადებათა რაოდენობა აჭარბებს სკოლაში მისაღებ მოსწავლეთა ადგილების ოდენობას.
22.7. დასაშვებია მოსწავლის პარალელურ კლასში გადასვლა. ამ საკითხს მშობლის განცხადების საფუძველზე წყვეტს დირექტორი. 22.8.მოსწავლის ჩარიცხვა მოხდება მოსწავლის მშობლთან ან კანონიერი წარმომადგენელთან ხელშეკრულების გაფორმების და მოსწავლის ჩარიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემის საფუძველზე.
22.9.სკოლა ვალდებულია მოსწავლის მშობლს ან კანონიერი წარმომადგენელს გააცნოს სკოლის შინაგანაწესი,

მუხლი 23. მოსწავლის ჩაცმულობა და გარეგნული იერი

23.მოსწავლეს ეკრძალება:
23.1. სამოსი, რომელზეც წერია შეურაცხმყოფელი სიტყვები ან გამოსახულია ვულგარული სურათი/კარიკატურა;
23.2. სამოსი, რომელიც რეკლამირებას უკეთებს სკოლაში აკრძალულ ნივთიერებებს (პროდუქცას), მაგალითად: თამბაქო, ალკოჰოლი, ნარკოტიკი და სხვა. სამოსზე არ უნდა იყოს გამოსახული მათი ლოგოები და საფირმო ნიშნები;
23.3. აქსესუარები, რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს როგორც იარაღი (მაგ.: ჯაჭვები, ზოგიერთი სახის ბალთა, სამაჯური და სხვა);
23.4. ყველა სახის სამოსი და აქსესუარი, რომელიც ხელს შეუშლის სასწავლო პროცესის ნორმალურ მიმდინარეობას; თავი 7. მოსწავლის წახალისების ფორმები და დისციპლინარული პასუხისმგებლობა.

მუხლი 24. წახალისების ფორმები
24.1.სწავლაში მოპოვებული წარმატებისათვის, საგანმანათლებლო პროცესში განსაკუთრებულად თავის გამოჩენისათვის სკოლა უფლებამოსილია მოსწავლის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები;
24.2. სკოლის დირექტორის მიერ ბრძანებით მადლობის გამოცხადება;
24.3. სიგელით დაჯილდოება;
24.4. ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
24.5. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადაზე ადრე მოხსნა;

მუხლი 25. წახალისების გამოყენების წესი
25.1.მოსწავლის წახალისების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი, რომელსაც მიმართავს მასწავლებელი ან კლასის დამრიგებელი მოსწავლის წახალისების მოთხოვნით.
25.2. მოსწავლის მიმართ შეიძლება ერთდროულად გამოყენებული იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა.

მუხლი 26. მოსწავლის მიმართ დისციპლინური წარმოება მოსწავლის დისციპლინურ გადაცდომად ითვლება:
26.1. გაკვეთილზე არასაპატიო მიზეზით დაგვიანება;
26.2. სკოლის არასაპატიო მიზეზით გაცდენა;
26.3. გაკვეთილზე უდისციპლინოდ მოქცევა;
26.4. გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა;
26.5.გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება;
26.6. მოსწავლის სიტყვიერი შეურაცხყოფა;
26.7. მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფა;
26.8. ვანდალიზმი _ სკოლის ან სხვისი ქონების შეგნებული დაზიანება (გაფუჭება);
26.9. მობილური ტელეფონით სარგებლობა გაკვეთილის მიმდინარეობის დროს;
26.10. სკოლაში სასწავლო ნივთების გარეშე მოსვლა;
26.11. პლაგიატიზმი;
26.12. მოსწავლეებისათვის ფულის ან რაიმე სხვა მატერიალური ფასეულობის გამოძალვა;
26.13. აზარტული თამაში (მაგ. ბანქო);
26.14. თამბაქოს ნაწარმის სკოლაში შემოტანა და/ან მოწევა;
26.15. მცირე ან მაღალალკოჰოლიანი სასმელის სკოლაში შემოტანა და/ან მოხმარება;
26.16. ქურდობა;
26.17. ნარკოტიკული და ამგზნები საშუალებების მოხმარება, შენახვა და მათით ვაჭრობა;
26.18. სკოლაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს ალკოჰოლური თრობის მდგომარებაში შემოსვლა;
26.19. მოსწავლის დამცირება და მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა;
26.20. სექსუალური ხასიათის სიტყვიერი ზეწოლა ან ძალადობის მცდელობა;
26.21.აკრძალული ნივთების, საგნების, პროდუქტების და ნივთიერებების ქონა;
26.22.მოსწავლისათვის შეუფერებელი ჩაცმულობით და გარეგნული იერით სკოლაში გამოცხადება;
26.23. მასწავლებლის ან სხვა სკოლის თანამშრომლის სიტყვიერი და/ან ფიზიკური შეურაცხყოფა;
26.24.სკოლაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში შემოსვლა;
26.25.სხვა ქმედებები, რომელებიც ხელს უშლიან სასწავლო პროცესს და ზღუდავენ სხვა ადამიანების უფლებებს ან საფრთხეს უქმნიან მათს ჯანმრთელობას.

მუხლი 27. ნივთების, საგნების და პროდუქტების (ნივთიერებების) ნუსხა, რომელთა სკოლაში ქონა აკრძალულია
27.1. თამბაქოს ნაწარმი;
27.2. ასაფეთქებელი ნივთიერებები და მოწყობილობა;
27.3. პორნოგრაფიული პროდუქცია;
27.4.შპრიცი;
27.5.ბასრი ან ბლაგვი საგნები, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია ადამიანისთვის დაზიანების მიყენება;
27.6. ბანქო, კამათლები და სხვა ნივთები, რომლებიც გამოიყენება აზარტული თამაშებისათვის;
27.7. გაზის ბალონი და გაზის პისტოლეტი;
27.8. ელექტროტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს (გარდა მობილური ტელეფონისა); 27.9. ამგზნები და ნარკოტიკული საშუალებები;
27.10. ცივი იარაღი (დანა, კასტეტი და სხვა);
27 .11. ცეცხლსასროლი იარაღი;
27.12. ნებისმიერი სხვა ნივთი, საგანი, პროდუქტი და ნივთიერება, რომელთა სკოლაში მოტანამ შეიძლება ხელი შეუშალონ სასწავლო პროცესს და სახიფათო არიან ადამიანის ჯანმრთელობისათვის; *

მუხლი 29. მოსწავლეს, დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის შეიძლება დაეკისროს შემდეგი დისციპლინური სახდელი:
29.1 სიტყვიერი შენიშვნა;
29.2 წერილობითი გაფრთხილება
29.3 საყვედური;
29.4 სკოლიდან დროებით (1-5 დღით) დათხოვნა;
29.6.საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ სკოლაში მოსწავლის დატოვება და სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება; მშობლის წინასწარი გაფრთხილებით;
29.7.მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა; დაუშვებელია სასტიკი ან ისეთი დისციპლინური სახდელის გამოყენება, რომელიც ლახავს მოსწავლის პატივსა და ღირსებას, საფრთხეს უქმნის მოსწავლის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

მუხლი 30. მოსწავლისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდება:
30.1. მოსწავლის მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდების საკითხის დაყენება შეუძლია დამრიგებელს, მასწავლებელს, პედაგოგიურ საბჭოს, საგნობრივ კათედრებს, დირექტორის მოადგილეს და დირექტორს წერილობითი ფორმით (წარდგინებით) დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ, რასაც თან უნდა ახლდეს დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასაბუთება;
30.2. დასაბუთებაში ჩამოყალიბებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები: მოსწავლის სახელი და გვარი, ასაკი, კლასი, დისციპლინური გადაცდომის არსი, მონაცემები, რომლებიც ადასტურებენ გადაცდომის ფაქტს, დასაბუთება შესაძლო დისციპლინური სახდელის შეფარდების თაობაზე, დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თარიღი;
30.3. დაუშვებელია დაწყებით და საბაზო საფეხურზე მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა.
30.4. დისციპლინური სახდელი გამოიყენება გადაცდომის გამოვლენისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 3 თვისა მისი გამოვლენის დღიდან. დისციპლინური სახდელი არ შეიძლება გამოყენებული იქნეს გადაცდომის ჩადენის დღიდან 3 თვის გასვლის შემდეგ.
30.5. დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი;
30.6. მოსწავლის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების, აგრეთვე დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მის მშობელს. მოსწავლეს უფლება აქვს მასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტისას მშობელთან ერთად წარდგეს.
30.7. დისციპლინური სახდელის დადებამდე მოსწავლეს, მისი მშობლის თანდასწრებით, უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება. ახსნა-განმარტების არარსებობის შემთხვევაში შედგენილ იქნება აქტი, რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს დამსწრეთა მიერ.
30.8. დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები; მუხლი 31. მოსწავლისათვის დისციპლინური სახდელის მოხსნა, დისციპლინური სამართალწარმოების ვადები მოსწავლეს დისციპლინური სახდელი ვადაზე ადრე შეიძლება მოეხსნას:
31.1. თუ მოსწავლემ არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა, გამოირჩევა სანიმუშო ქცევით, გარკვეული მიღწევები და სახდელის დადებიდან გასულია სულ მცირე 1 თვე მაინც;
31.2. ამ მუხლის ჳ-ლი პუნქტით განსაზღვრული ნებისმიერი საფუძვლებით, დირექტორის მიერ დისციპლინური სახდელი 1 თვეზე ადრეც. 31.3. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის საკითხის დაყენება შეუძლია მასწავლებელს, პედაგოგიურ საბჭოს, საგნობრივ კათედრებს, კლასის დამრიგებელს და დირექტორს არგუმენტირებული წერილობითი ფორმით (წარდგინებით);
31.4. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა შეიტანება მოსწავლის პირად საქმეში;
31.5. თუ მოსწავლეს 6 თვის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური სახდელი, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ. თავი 8 . სკოლის თანამშრომელთა ფუნქციები

მუხლი 32.სკოლის დირექტორი

32.1.სკოლის დირექტორი ახორციელებს სკოლის მართვას
32.2.წარმოადგენს სკოლას მესამე პირებთან ურთიერთობებში;
32.3.შეიმუშავებს და ამტკიცებს სკოლის წესდებას,შინაგანაწესს, საქმისწარმოების წესს, საშტატო განრიგს, სასკოლო სასწავლო თემატურ გეგმას, სტრუქტურული ერთეულების დებულებებს და სხვა აქტებს;
32.4. მონაწილეობს პედაგოგიური საბჭოს მიერ სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში;
32.5. უზრუნველყობს პედაგოგებთან ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას.
32.6. უფლებამოსილია ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება: ხელშეკრულების პირობის დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მასწავლებლის არაკვალიფიციურობის დადასტურებისას; 32.7.ზედამხედველობს დაწესებულების სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს;
32.8.სკოლის დირექტორი პერსონალურად აგებს პასუხს:
32.9.ეროვნული სასწავლო გეგმის განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულებასა და სააღზრდელო პროცესზე. 32.10 სკოლაში მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.

მუხლი 33. სკოლის დირექტორის მოადგილე სასწავლო -აღმზრდელობით დარგში
33. 1.დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, მისი სკოლაში არყოფნის ან დირექტორის მიერ სათანადო ბრძანების გამოცემის შემთხვევაში შეასრულოს დირექტორის მოვალეობა;
33. 2 მეთვალყურეობა სკოლაში მიმდინარე ყველა პროცესზე და საჭიროების შემთხვევაში წარუდგინოს თავისი მოსაზრებები დირექტორს; 33. 3. დირექტორის ბრძანებები და ზეპირი განკარგულებები (მითითებები) გააცნოს სკოლის თანამშრომლებს;
33.4. სასწავლო და სააღმზრდელო პროცესოს მართვა, მონიტორინგი, ანალიზის საფუძველზე დაგეგმოს გასაუმჯობესებელ მექანიზმები.
33. 6. სადამრიგებლო პროგრამის განხორციელების ხელმძღვანელობა და კოორდინაცია. მითითებებისა და დავალებების მიცემა მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის.
33. 7. კათედრების ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა.
33. 8. პედაგოგთა პროფესიული ზრდის ხელის შეწყობა, (გაკვეთილებზე დასწრება. კათედრის მუშაობაში დახმარება.)
33. 9. გაკვეთილების ცხრილის შედგენა;
33. 10. კონტროლი სწავლაში პრობლემების მქონე მოსწავლეების დახმარებაზე. (მათთვის დამატებითი მეცადინეობების ჩატარებაზე).
33. 11. მოსწავლეების საგნობრივ ოლიმპიადებსა და სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებში მონაწილეობის ორგანიზება, როგორც სკოლის შიგნით, ასევე სკოლის გარეთ.
33. 12. სკოლაში ინკლუზიური განათლების უზრუნველყოფა;
33. 13. მასწავლებელთა მორიგეობის გრაფიკის შედგენა და მორიგეობის პროცესის შემოწმება;
33. 14 მოაწყოს მასწავლებელთა გაკვეთილებზე ურთიერთდასწრება, შექმნას მასწავლებელთა შორის კოლეგიალური ატმოსფერო; დააწესოს კონტროლი საგანმანათლებლო პროგრამების შესრულებაზე და საკლასო ჟურნალების სწორად წარმოებაზე;
33. 15 კონტროლი გაუწიოს კლასგარეშე და სკოლისგარეშე ღონისძიებებს და სასწავლო აღმზრდელობით პროცესს.
33. 16 სკოლის დირექტორის მოადგილეს სასწავლო -აღმზრდელობით დარგში ნიშნავს დირექტორი;

მუხლი 34. მოადგილე სამეურნეო დარგში
341 მატერილური პასუხისმგებლობა სკოლის შენობის და სასკოლო ქონების მოვლა-პატრონობაზე;
342.პასუხისმგებელობა სასწავლო პროცესის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე.
343სკოლის შტატგარეშე პერსონალის მუშაობის ხელმძღვანელობა და მათი მხრიდან რაიმე დარღვევის შემთხვევაში ამ დარღვევის აღმოფხვრა ან დირექტორისთვის მოხსენება;
344.სკოლის ინვენტარიზაციის მოსამზადებელი სამუშაოებისა და პროცესების ხელმძღვანელობა;
345.სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების თაობაზე შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
346.სკოლაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებზე მეთვალყურეობა და შესრულება;
347. მოადგილეს სამეურნეო დარგში ნიშნავს დირექტორი;

მუხლი 35. საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს ევალება:
35. 1. სკოლის ვებ.გვერდის წარმოება
35. 2. სარეკლმო მომსახურეობა
35..3. დაამყაროს კავშირი სხვადასხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან, საზოგადოებასთან, მასმედიასთან, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებთან
35. 4.. საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს ნიშნავს დირექტორი;

მუხლი 36. ფინანსური მენეჯერი (ბუღალტერი)
36. 1. განახორციელოს საბუღალტრო აღრიცხვის სწორი ორგანიზაცია.
36. 2. განახორციელოს საბუთების თავისდროულად გაფორმება და გააკონტროლოს ჩატარებული ოპერაციების კანონიერება.
36. 3. განახორციელოს სახსრების სწორად და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენება, ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა დაცვა, სკოლის თანამშრომელთა ხელფასების თავისდროულად დარიცხვა და გაცემა.
36. 4. განახორციელოს ბუღალტრული დოკუმენტების აღრიცხვა.
36. 5 განახორციელოს მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციას.
36. 6. ფინანსურ მენეჯერს (ბუღალტერს) ნიშნავს დირექტორი;

მუხლი 37. საქმის წარმოება (ოფისმენეჯერი)
37. 1.საქმისმწარმოებლის ძირითადი საქმიანობის სფეროა ერთიანი საქმის წარმოების ორგანიზება და უზრუნველყოფა.
37. 2. კორესპოდენციის მიღება, რეგისტრირება, დამუშავება, სააღრიცხვო-საცნობარო სამუშაოთა შესრულება, დანიშნულებისამებრ გადაცემა/დაგზავნა;
37. 3. შემოსული კორესპოდენციის განხილვა და ადრესატისთვის მისი წარდგენის ორგანიზაცია;
37. 4. პასუხისმგებელია სკოლის არქივის და ოფისის დოკუმენტაციის მოვლა შენახვაზე.
37. 5. დოკუმენტებზე მუშაობის ტექნიკური უზრუნველყოფა, დაბეჭდვა, ასლის გადაღება, გამრავლების ორგანიზება.
37. 6. პასუხისმგებელია მასწავლებელთა და თანამშრომელთა პირადი საქმეების მოწესრიგებაზე, აკონტროლებს მოსწავლეთა პირადი საქმეების წარმოებას;
37. 7. სხვა სკოლაში გადასული მოსწავლეებისათვის სათანადო საბუთების მომზადება და გადაგზავნას
37. 8. ოფისმენეჯერს ნიშნავს დირექტორი;

მუხლი 38. ბიბლიოთეკარი
38. 1.მატერილური პასუხისმგებლობა სკოლის ბიბლიოთეკის ქონების მოვლა-პატრონობაზე;
38. 2. კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს სკოლის ბიბლიოთეკის მართვა;
38. 3. ბიბლიოთეკის გამართულ მუშაობაზე როგორც ტექნიკური, ასევე შინაარსობრივი კუთხით პასუხისმგებლობა;
38. 4. დააყენოს საკითხი ბიბლიოთეკისათვის საჭირო ფინანსებისა და მისი საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელი ყველა სხვა ინვენტარით უზრუნველყოფის შესახებ;
38. 5. ბიბლიოთეკის მუდმივ განახლებაზე და საბიბლიოთეკო ფონდის თანამედროვე წიგნებით შევსებაზე ზრუნვა;
38. 6. ფონდის კატალოგიზაცია-კლასიფიკაციის განხორციელება
38. 7. წიგნადი ფონდის მოწესრიგება;
38. 8. ბიბლიოთეკის რეგისტრაციის ჟურნალის წარმოება;
38. 9. მოსწავლეთა მიერ წიგნების გატანისა და დაბრუნების აღრიცხვა;
38. 10 ბიბლიოთეკარს ნიშნავს დირექტორი;

მუხლი 39. სამედიცინო სამსახური (ექთანი)
39. 1.სამედიცინო პუნქტი უზრუნველყოფს მოსწავლეთა და სკოლის თანამშრომელთა უფასო კონსულტაციას და საჭიროების შემთხვევაში უწევს გადაუდებელ პირველ დახმარებას.
39. 2.სამედიცინო ფუნქტის პერსონალს ნიშნავს დირექტორი;

მუხლი 40. ტექნიკური უზრუნველყოფის და უსაფრთხოების მენაჯერი
40. 1. სკოლის ქონების გაფრთხილება
40. 2.თვალყურის დევნება წყალმომარაგების, გათბობის, კავშირგაბმულობის, ელექტროსისტემების გამართულ მუშაობაზე.
40. 3. პასუხისმგებელია სკოლაში ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების დაცვაზე.
40. 4.უზრუნველყოფს სასკოლო აღჭურვილობის გამართულობას, ახორციელებს სასკოლო ღონისძიებებისა და პროექტების ტექნიკურ მხარდაჭერას.
40. 5. სკოლაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებზე მეთვალყურეობა და შესრულება;
40. 6. სკოლაში წარმოქმნილი მცირე ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა.
40. 7. ტექნიკური უზრუნველყოფის მენაჯერს ნიშნავს დირექტორი;


მუხლი 41. დასუფთავების სამსახური ( დამლაგებელი)
41. 1.დამლაგებელს ნიშნავს დირექტორი;
41. 2დამლაგებელი ვალდებულია უზრუნველყოს სისუფთავე სკოლის მთელ ტერიტორიაზე.

მუხლი 42. ხარისხის მართვისა და ინოვაციის მენეჯერი
42. 1პასუხისმგებელია, გააცნოს და აუხსნას პედაგოგებს ყველა სიახლე.
42. 2.თვალყური ადევნოს კათედრების მუშაობას.
42. 3დაეხმაროს მასწავლებლებს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმების მიხედვით სასწავლო პროცესის დაგეგმვაში.
42. 4.აწარმოოს სასწავლო პროცესის მონიტორინგი ყოველი სასწავლო წლის ბოლოს.
42. 5. აწარმოოს შესაბამისი დოკუმენტაცია.
42. 6. ხარისხის მართვის და ინოვაციის მენეჯერს ნიშნავ დირექტორი.

მუხლი 43. დამრიგებელი.
43. 1.სკოლაში თითოეულ კლასს ჰყავს დამრიგებელი, მათ კანდიდატურებს დირექტორთან წარადგენს მოადგილე სასწავლო აღმზრდელობით დარგში, რის შემდეგაც ხდება მათი დამტკიცება პედსაბჭოს სხდომაზე.
43. 2. დამრიგებლის მიზანია: დაეხმაროს მოსწავლეებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში, პიროვნული, ზნეობრივი, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაში, უნდა უვითარდებოდეს მოსწავლეებს დემოკრატიულ ღირებულებაზე დამყარებულ სამმოქალაქო ცნობიერებას და ეხმარებოდეს მათ საზოგადოებაში თავისი ღირსეული ადგილის პოვნაში და სახელმწიფოს წინაშე უფლება – მოვალეობების გააზრებაში. დამრიგებლის მუშაობა უნდა ეყრდნობოდეს შემდეგ პრინციპებს: სრულფასოვანი აღზრდა, მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა, მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარება. დამრიგებელმა მოსწავლეთა ჩართულობის ხელშესაწყობად,საშუალება უნდა მისცეს მათ მონაწილეობა მიიღონ აქტივობების დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემის მოგვარებაში. მოსწავლეთა ინტერესები დამრიგებელმა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს და მათი ურთიერთობა უნდა ემყარებოდეს ურთიერთპატივისცემასა და ნდობას
43. 3. დამრიგებლის ფუნქცია-მოვალეობებია: ზრუნვა ჯანსაღი საკლასო გარემოს შექმნისათვის. სასწავლო პროცესის დაწყებამდე 15 წუთის ადრე სკოლაში გამოცხადება, მოსწავლეთა მიღებისა და გაკვეთილების დამთავრების შემდეგ მათი გაცილების ორგანიზაცია; მოსწავლეთ სკოლაში გამოუცხადებლობის მიზეზების ოპერატიულად დადგენა. საჭირეობეის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება, მოსწავლეების დასწრების აღრიცხვის ყოველდღიური შემოწმება; მშობლების დაუყოვნებლივ ინფორმირება თუ მოსწავლის ჯანმრთელობას და პირად უსაფრთხოებას საშიშროება დაემუქრა; მოსწავლის მიერ დისციპლინური დარღვევის შესახებ მშობლის ოპერატიულად შეტყობინება და მისი სკოლაში დაბარება; სადამრიგებლო კლასში გაკვეთილებზე დასწრება, მოსწავლეთა აკადემიურ მაჩვენებლებზე დაკვირვება, საჭიროების შემთხვევაში დახმარების გაწევასაგნების მასწავლებლებთან ერთად. საკლასო ჟურნალის აკურატულად წარმოების უზრუნველყოფა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს შენახვაზე პასუხისმგებლობა; მშობლებთან მუშაობა, შვილის სწავლა-აღზრდის მდგომარეობისა და მიღწევების სისტემატიურად გაცნობა, სემესტრისა და სასწავლო წლის ბოლოს მშობელთა კრების ჩატარება, საჭიროების შემთხვევაში მშობლებთან რეგულარული თანამშრომლობა; აღმზრდელი სემესტრისა და სასწავლო წლის ბოლოს მშობელს აწვდის ინდივიდუალურად ინფორმაციას (სპეციალური ფორმატით) მოსწავლის აკადემუირი მოსწრებისა და რეიტინგის შესახებ; მოსწავლეთა ქცევაზე დაკვირვება, საჭიროების შემთხვევაში სათანადო ზომების მიღება, საკლასო კონფლიქტების დარეგულირება; მოსწავლეთა ინტერესებისა და თავისებურებების გათვალისწინებით მათთან აღმზრდელობითი მუშაობა; საგნის მასწავლებლებთან ერთად ზრუნვა ნიჭიერ მოსწავლეთა გამოსავლენად და მათთან მუშაობა; დირექციასთან შეთანხმებით სასწავლო ექსკურსიების ორგანიზაცია; საკლასო დოკუმენტაციის წარმოება, პირველი და მეორე სემესტრის დასაწყისში სააღმზრდელო პროგრამების შედგენა და მისი შესრულების უზრუნველყოფა; ზრუნვა საკლასო ოთახში მყუდრო ესთეტიკური გარემოს შესაქმნელად; ხელშეკრულებით გათვალისწინებული სწავლის საფასურის გადახდის ორგანიზება; მოსწავლის მიერ ქცევის კოდექსის უხეშად დარღვევის, შინაგანაწესით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობები, ასევე მკვეთრი აკადემიური ჩამორჩენისა და მისი გამომწვევის მიზეზების შესახებ დამრიგებელი ვალდებულია დროულად ჩააყენოს საქმის კურსში სკოლის ადმინისტრაცია; დამრიგებელი ვალდებულია დაიცვას მოსწავლის ეთიკის კოდექსი და შინაგანაწესით გათვალისწინებული მოთხოვნები; დამრიგებელი საგნების მასწავლებლებთან ერთად სპეციალური დებულებების შესაბამისად პირველი სემესტრისა და სასწავლო წლის ბოლოს ახდენს მოსწავლეთა შეფასებას. გააცნოს მოსწავლეს და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მათი უფლებები და მოვალეობები( სკოლის შინაგანა წესი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხები და სხვა. რეგულარულად ჩაატაროს სადამრიგებლო საათი. სადამრიგებლო საათის მიზანია, მოსწავლის კრიტიკული, ანალიტიკური, და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება. სადამრიგებლო საათის ფარგლებში დამრიგებელმა ასაკის შესაბამისად უნდა იმუშაოს შემდეგ მიმართულებებზე: ა) პიროვნული და მორალური განვითარება; ბ) გარემოსდაცვითი კულტურის განვითარება; გ) ცხოვრების ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია; დ) უსაფრთხოება და ძალადობისაგან თავისუფალი სკოლის პოპულარიზაცია; ე) მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერების ამაღლება; ვ) თვალსაწიერის გაფართოება; დაწყებით კლასებში (ჳ-ჳვ კლასებში) კვირაში ერთხელ ჩაატაროს კითხვის საათი, რომელიც ორიენტირებული იქნება წიგნიერების კომპეტენციის გაძლიერებაზე შემდეგი მეთოდებით: ა) კითხვის ტექნიკის გაძლიერებით ბ) წაკითხულის განხილვა-გააზრება გ) ანალიზის უნარის განვითარება დ) მსჯელობის უნარის განვითარება ე) პრეზენტაციის უნარის განვითარება ვ) შემოქმედებითი უნარის განვითარება და სხვა. ხ კლასში სადამრიგებლო საათის ფარგლებში იმუშაოს ცხოვრების ჯანსაღი წესისა და სამოქალაქო ცნობიერების განვითარების თემატიკაზე.დაეხმაროს მოსწავლეს აკადემიური თუ სასკოლო გარემოში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლემების გადაჭრაში; იყოს შუამავალი მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს შორის პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში; თვეში ერთხელ მიეწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატების შესახებ. დაუშვებელია ერთი მოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური მიღწევის შესახებ სხვისი თანდასწრებით საუბარი. საჭიროების შემთხვევაში შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია. ვ-ხჳჳ კლასებისთვის სასწავლო წლის ბოლოს სადამრიგებლო კლასის თითეული მოსწავლის აკადემიური მიღწევის, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის ანალიზი მასწავლებლებისაგან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაწეროს თითეული მოსწავლის მოკლე დახასიათება. დახასიათებაში აღწერილი უნდა იყოს მოსწავლის ძლიერი მხარეები, მისი წარმატებები, როგორც აკადემიური, ასევე სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით, დახასიათებაში ასევე გაანალიზებული უნდა იყოს ყველა ის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია მოსწავლის კოგნიტური, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარებისათვის. მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, დამრიგებელმა უნდა მოამზადოს ინფორმაცია მისი აკადემიური მიღწევისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ მოსწავლის პირად საქმეში შესატანად. დამრიგებლის მუშაობა ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს: სრულფასოვანი აღზრდა- სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს პიროვნების ფიზიკური, კოგნიტური (შემეცნებითი) და ემოციურ-სოციალური განვითარებისაკენ მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა - დამრიგებლის ფუნქციაა მოსწავლის პოტენციური ძალების ამოქმედება და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნა. მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარება- დამრიგებელმა მოსწავლეთა ჩართულობის ხელშესაწყობად საშუალება უნდა მისცეს მათ მონაწილეობა მიიღონ აქტივობების დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში. დამრიგებელმა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინტერესი. თანამშრომლობის პრინციპი- დამრიგებლის ურთიერთობა უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას.

მუხლი 44. საგნობრივი კათედრები საგნობრივი კათედრები
44. 1სკოლაში შვიდი საგნობრივი კათედრაა. ქართული ენა და ლიტერატურა ,მათემატიკის, უცხო ენების, საბუნებისმეტყველო, საზოგადოებრივი მეცნიერებები, დაწყებითი კლასები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, მუსიკისა და სპორტის კათედრა. კათედრის ფუნქციებია: ა) საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინირება; ბ) კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება,წარმატების წინაპირობათა განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება; გ) სახელმძღვანელოების შერჩევა დ) ზრუნვა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისთვის; ე) რეკომენდაციების შემუშავება სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით; ვ) შემაჯამებელი დავალებების ამსახველი დოკუმენტაციის, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების ანალიზი;
44. 2კათედრის მოწყობა ა) კათედრის თავჯდომარეს ირჩევს კათედრა ერთი სასწავლო წლის ვადით. ბ) ერთი და იმავე პირის არჩევა კათედრის თავჯდომარედ შესაძლებელია ზედიზედ სამჯერ.
44. 3კათედრის თავჯდომარის ფუნქციებია: ა) კათედრის შეხვედრების ორგანიზება ( დღის წესრიგის მომზადება, ოქმებისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოება-შენახვა); ბ) სკოლის მართვის ორგანოებისათვის კათედრის შეხვედრების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებათა მიწოდება; გ) პროფესიული განვითარებისთვის სასარგებლო აქტივობების ორგანიზება; კათედრა ოკრიბება სემესტრში მინიმუმ სამჯერ. კათედრა აუცილებლად უნდა შეიკრიბოს სასწავლო წლის დაწყებამდე.

მუხლი 45. საგანმანათლებლო რესურსების მართვა.
45. 1. სასწავლო პროცესში აუცილებელია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება, როგორც მასწავლებლებისათვის , ასევე მოსწავლეებისათვის.
45. 2. სკოლა უზრუნველყოფს სკოლაში არსებული საგანმანათლებლო რესურსების (ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, კომპიუტერები და სხვა.) გამოყენებას.

მუხლი 46. სკოლის პედაგოგიური პერსონალის ფუნქციები პედაგოგიური პერსონალი ვალდებულია:
46. 1. იზრუნოს თითოეული მოსწავლის პიროვნულ განვითარებასა და მისი მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე;
46. 2. დაიცვას მოსწავლის უფლებები და ინტერესები;
46. 3. დაამყაროს პარტნიორული ურთიერთობა მოსწავლეთა მშობლებთან და მოსწავლის აღზრდისა და განვითარების პროცესში ჩართულ სხვა პირებთან;
46. 4. იზრუნოს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე;
46. 5. იზრუნოს სკოლის განვითარებაზე;
46. 6. შეასრულოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები.
46. 7. მოემზადოს თითოეული გაკვეთილისათვის და ეფექტიანად განახორციელოს სასწავლო პროცესი;
46. 8. აქტიური მონაწილეობა მიიღოს საგნობრივი კათედრის და პედაგოგიური საბჭოს მუშაობაში;
46. 9. უზრუნველყოს კლასში დისციპლინა და მოსწავლეთა უსაფრთხოება;
46. 10. გაკვეთილი დაიწყოს სიის ამოკითხვით;
46. 11. იმორიგეოს სკოლაში.
46. 12. აწარმოოს თავის გაკვეთილზე მოსწავლეთა დაგვიანებებისა და გაცდენების აღრიცხვა საკლასო ჟურნალში;
46. 13. ძირითადი მასწავლებლის შეცვლის შემთხვევაში ჩაატაროს გეგმით გათვალისწინებული გაკვეთილი ან (თუ ეს შეუძლებელია) წარმართოს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი და არ ასრულებდეს მხოლოდ ზედამხედველის ფუნქციას;
46. 14. ჩაუტაროს დამატებითი მეცადინეობები და კონსულტაციები სწავლაში ამა თუ იმ მიზეზით ჩამორჩენილ და, აგრეთვე, იმ მოსწავლეებს, რომელთაც გამოყვათ “საშემოდგომო” გამოცდა (ამ უკანასკნელ შემთხვევაში ეს უნდა მოხდეს უშუალოდ გამოცდის წინა პერიოდში);
46. 15. სემესტრის და სასწავლო წლის ბოლოს დროულად მიაწოდოს კლასის დამრიგებლებს და დირექტორის მოადგილეს ყველა მოსწავლის სემესტრული, წლიური და საფეხურის ქულები.
46. 16.სისტემატიურად აწარმოოს კათედრაზე წარსადგენი დოკუმენტაცია.

მუხლი 47. პედაგოგიური საბჭო
47. 1.პედაგოგიური საბჭო არის სკოლის მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო,რომელშიც შედის სკოლის ყველა პედაგოგი.
47. 2.პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს პედაგოგიური საბჭოს თავჯდომარე, რომელიც იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს.
47. 3ჵპედაგოგიურ საბჭოში ყველა პედაგოგი სარგებლობს თანანაბარი ხმის უფლებით.
47. 4.ჵპედაგოგიური საბჭოს წევრების ერთ მესამედს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოიწვიოს პედაგოგიური საბჭოს სხდომა, მოითხოვოს დამფუძნებელთან მათი წარმომადგენლის მოსმენა.
47. 5საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
47. 6.ჵპედაგოგიური საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით, არანაკლებ საერთო ხმების მესამედისა.
47. 7.საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომაზე დამსწრეთა ვინაობა, კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავჯდომარე და მდივანი. პედაგოგიური საბჭოს ფუნქციები
47. 8.პედაგოგიური საბჭო შეიმუშავებს და განიხილავს სკოლის დოკუმენტაციას (სასკოლო სასწავლო გეგმას, წესდებას, შინაგანაწესს, საქმისწარმოების ერთიან წესებს, სხვადასხვა დებულებებს; სკოლის განვითარების ერთწლიან და ექვსწლიან გეგმას.)
47. 9 საბჭო განიხილავს და ამტკიცებს საგნობრივი კათედრის გამგეებს, კლასის დამრიგებლებს.
47. 10განიხილავს და ადგენს მოსწავლეთა კლასიდან კლასში გადაყვანას;
47. 11.განიხილავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საკითხებს.

მუხლი 48. სასწავლო პროცესის მონიტორინგის ფორმები
48. 1.სასწავლო პროცესის მონიტორინგს ახორციელებს სკოლის დირექტორი, დირექტორის მოადგილე სასწ ამღზრდელობით დარგში და ხარისხის მართვისა და ინოვაციის მენეჯერი
48. 2.სკოლა იყენებს სასწავლო პროცესის მონიტორინგის შემდეგ ფორმებს: ა) მოსწავლის კითხვარი ბ) მასწავლებლის კითხვარი გ) მშობლის კითხვარი დ) ღია გაკვეთილები

მუხლი 49.სკოლის ფინანსები
49.1.სკოლის დაფინანსება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს მიერ ვაუჩერის გაცემით და სწავლის საფასურის გადახდით, რომელიც ფიქსირებულია მშობლებთან გაფორმებული ხელშეკრულებით.
49.2.სკოლის კაპიტალურ ხარჯების ანაზღაურება ხდება სკოლის ბიუჯეტიდან
49.3სკოლას უფლება აქვს მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფინანსური სახსრები, მათ შორის, მიიღოს შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობით, თუ ეს საქმიანობა არ ახდენს მავნე ზეგავლენას მოსწავლეთა ფიზიკურ და ზნეობრივ განვითარებას. მიღებული სახსრები კანონმდებლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
49.4.სკოლის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება სკოლის ბიუჯეტში. თავი 10. სასწავლო პროცესის მონიტორინგის ფორმები

მუხლი 50. სასწავლო პროცესის მონიტორინგის ფორმები
50.1.სასწავლო პროცესის მონიტორინგს ახორციელებს სკოლის დირექტორი, დირექტორის მოადგილე სასწ ამღზრდელობით დარგში და ხარისხის მართვისა და ინოვაციის მენეჯერი
50.2.სკოლა იყენებს სასწავლო პროცესის მონიტორინგის შემდეგ ფორმებს: ა) მოსწავლის კითხვარი ბ) მასწავლებლის კითხვარი გ) მშობლის კითხვარი დ) ღია გაკვეთილები თავი 11 .სასწავლო წლის კალენდარი.

მუხლი:51 სასწავლო წლის კალენდარი.
51.1სასწავლო წელი ოყოფა ორ სემესტრად. მას სემესტრულად ყოფს ზამთრის არდადეგები.
51.2 სასწავლო კვირა ხუთდღიანია. გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 45 წუთით. გამონაკლისს წარმოადგენს ჳ კლასი (გაკვეთილის ხანგრძლივობა 35 წუთია). გაკვეთილებს შორის შესვენება 5 წუთია, ხოლო მესამე და მეოთხე გაკვეთილებს შორის 15 წუთი. პირველ კლასელებისთვის გაკვეთილებს შორის შესვენება ათი წუთია.
51.3 კალენდარი 2016-2017 სასწავლო წელი ჳჳ-ხჳ კლასებისთვის იწყება 15 სექტემბერს და მთავრდება 9 ივნისს. სასწავლო წელი მოიცავს 171 სასწავლო დღეს. ჳ სემესტრი 16 კვირა და 75 სასწავლო დღე, ხოლო ჳჳ სემესტრი 21 კვირა და 96 სასწავლო დღე. ჳსემესტრი 15.09.2016-30.12.2016 ჳჳ სემესტრი 16.01.2017-9.06.2017. ჳ კლასი სწავლას იწყებს 2016 წლის 3 ოქტომბერს და ამთავრებს 2017 წლის 9 ივნისს. ჳ სემესტრი 13 კვირა და 63 დღე ხოლო ჳჳ სემესტრი 21 კვირა და 96დღე. სულ სასწავლო წელი მოიცავს 159 სასწავლო დღეს ჳსემესტრი 03.10.2016-30.12.2016 ჳჳ სემესტრი 16.01.17.-09.06.2017. ხჳჳ კლასი სწავლას იწყებს 2015 წლის 15 სექტემბერს და ამთავრაბს 19 მაისს. ჳ სემსტრი-16 კვირა და 75 სასწავლო დღე. ხოლო ჳჳ სემესტრი 18 კვირა და 82 სასწვლო დღე. სულ სასწავლო წელი მოიცავს 157სასწავლო დღეს. ჳ სემესტრი 15.09.2016-30.12.2016 ჳჳ სემესტრი 16.01.2017-19.05.2017 51.4.არდადეგები და უქმე დღეები 14.10.2016 მცხეთობის დღე 23.11.2016 გიორგობა 19.01.2017 ნათლისღება. 03.03.2017 დედის დღე 08.03.2017 ქალთა საერთაშორისო დღე 09.05.2017 ფაშიზმზე გამარჯვების დღე 12.05.2017. წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე 26.05.2017. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 31.12.2016-16.01.2017 საშობაო არდადეგები 14.04.2017-18.04.2017 სააღდგომო არდადეგები. თავი 12. უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა სკოლაში

მუხლი 52. ფიზიკური უსაფრთხოება
52..1. სკოლა უზრუნველყოფს უსაფრთხო, წამახალისებელ სასწავლო გარემოს
52.2. სკოლაში დაცულია სახანძრო და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.
52.3. სკოლა უზრუნველყოფს უკონფლიქტო და მშვიდ გარემოს.
52.4. მოსწავლე შეუძლია სკოლასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე თავისუფალი და უსაფრთხო გადადგილება.
52.5.. სკოლაში წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმებია: ა) ვიდეოკამერები ეზოსა და ყველა სართულზე; ბ) თვალსაჩინო ადგილზე განთავსებული ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი; გ) ყველა სართულზე თვალსაჩინო ადგილზე გამოკრული ევაკუაციის გეგმა. თავი 13. განცხადების/საჩივრის განხილვა

მუხლი 53. განცხადების/საჩივრის განხილვის წესი
53.1. მოსწავლეს, მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს და მასწავლებელს უფლება აქვთ თავიანთი უფლებებისა და თავისუფლების დასაცავად გაასაჩივრონ მასწავლებლის და სკოლის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები.
53.2. განცხადება უნდა იქნეს წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს: ა) ხელმძღვანელი პირის დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი; ბ) განმცხადებლის ვინაობა და მისამართი ტელეფონის ნომრის მითითებით; გ) მოთხოვნას; დ) გარემოებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს მის მოთხოვნას; ე) განცხადების/საჩივრის წარდგენის თარიღს და ხელმოწერას; ვ) განცხადებაზე დართული დოკუმენტების ჩამონათვალს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
53.3.სკოლაში შემოსულ განცხადება/საჩივარზე სკოლის დირექცია რეაგირებას ახდენს საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ შესაბამისად
53.4. დირექტორის გადაწყვეტილება ან უმოქმედობა შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. თავი 14. დასკვნითი დებულებანი

მუხლი 54. შინაგანაწესში ცვლილებების შეტანა
54.1.შინაგანაწესის მოთხოვნათა შესრულება სავალდებულოა მოსწავლეებისათვის, სკოლაში დასაქმებული და სკოლის ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი პირისათვის.
54.2.შინაგანაწესის გაუქმება ან მასში ცვლილების შეტანა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
54.3. ყველა საკითხი, რომელიც არ არის განსაზღვრული შინაგანაწესით განიხილება და წყდება: ა) სკოლის თანამშრომელს, მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელსა და სკოლას შორის დადებული ხელშეკრულებით ბ) კანონმდებლობით შესაბამისად.

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, ვარკეთილი 3, I მ/რ, (ყოფილი 179-ე ბ/ბაღის შენობა)
2-27-29-52
597-10-99-31; 571-90-63-02
oqrosakvani@yahoo.com
http://skolaoqrosakvani.ge