მისია

სკოლა „ოქროს აკვნი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ავტორიზებული კერძო ზოგადსაგანამანათლებლო სკოლაა, რომელიც 2005 წელს დაარსდა.
ჩვენი სკოლის მისიაა ასწავლოს მოსწავლეს როგორ ისწავლოს. დაეხმაროს სწორი არჩევანის გაკეთებაში

სკოლის მიზანია:  -  მისცეს მოსწავლეებს საუკეთესო ხარისხის განათლება;
-მოსწავლის, მასწავლებლის და მშობლის თანამშრომლობით და ეროვნული სასწავლო გეგმის განხორციელებით გამოვუშვას  საერთაშორისო სტანდარტის მქონე, უცხო ენების მცოდნე მომავალი თაობა.
- დაწყებითი საფეხურიდანვე იზრუნოს მოსწავლის, როგორც ფიზიკური, ისე ინტელექტუალური და სულიერი პოტენციალის განსავითარებლად.
-შეუქმნას ბავშვს თბილი, მშობლუიური და უსაფრთხო გარემო.
- განუვითაროს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები.
- ჩამოუყალიბოს მოქალაქეობრივი აზროვნება და პასუხისმგებლობა.
- მისცეს მოსწავლეებს ხარისხიანი და საფუძვლიანი ცოდნა, რომელიც ორიენტირებული იქნება თითოეული ბავშვის ინტერესსა და შესაძლებლობებზე.
-ინფორმაციასთან ერთად გამოვუმუშავოთ უნარ-ჩვევები,რომელთაც შემდგომ გამოიყენებენ თანამედროვე სამყაროში ადაპტაციისათვის.
-ვეძებოთ ჩვენს მოსწავლეებში ის, რაც საუკეთესო, განსხვავებული და საინტერესოა.
-დაამკვიდროს  ისეთი შეფასების პრინციპი, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს საკუთარი შესაძლებლობების განვითარებაში, ლოგიკურ და კრიტიკულ აზროვნებაში.

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, ვარკეთილი 3, I მ/რ, (ყოფილი 179-ე ბ/ბაღის შენობა)
2-27-29-52
597-10-99-31; 571-90-63-02
oqrosakvani@yahoo.com
http://skolaoqrosakvani.ge