რატომ "ოქროს აკვანი?"

კატეგორია - სკოლის შესახებ
თუ გსურთ, თქვენმა შვილმა იცოდეს მის თანატოლებზე ბევრად მეტი და იყოს ისეთივე თბილსა და მოსიყვარულე გარემოში, როგორც საკუთარ სახლში, გიწვევთ "ოქროს აკვანი".   
რატომ ირჩევენ ჩვენს სკოლას?
• ჩვენთან არის თბილი,ოჯახური და მეგობრული სამუშაო გარემო;
• მცირერიცხოვანი კლასები – იძლევა საშუალებას  ჩატარდეს ინტერაქტიური გაკვეთილები და მოსწავლეებმა სრულად გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები.
• პროფესიონალი პედაგოგები ცდილობენ თითოეულ ბავშვს მისცენ საკუთარი აკადემიური და პიროვნული პოტენციალის სრულფასოვანი რეალიზების შესაძლებლობა.
• გაძლიერებული პროგრამები
• ჩვენ სკოლაში პრიორიტეტი გაძლიერებული ინგლისური ენის სწავლაა. გრიფირებული სახელმძღვანელოების გარდა მოსწავლეები გადიან დამატებითი სახელმძღვანელოებით, რაც მათ ეხმარება გააუმჯობესონ კითხვის, წერის, ლაპარაკისა და მოსმენის უნარ-ჩვევები.
პირველ კლასში სწავლა მიმდინარეობს ზეპირმეტეყველებით და პარალელურად ვუნვითარებთ კითხვის უნარს.
დაწყებით საფეხურზე ვიყენებთ KET-ის პროგრამას, საბაზო საფეხურზე PET, PTE და TOEFL-ის პროგრამებს. საშუალო საფეხურზე FCE,SAT და TOEFL-ის პროგრამებს.   ამ პროგრამების ათვისების შემდეგ მოსწავლეებს შეეძლებათ გავიდნენ საერთაშორისო გამოცდებზე და აიღონ საერთაშორისო სერთიფიკატები.
მე-3 კლასიდან მოსწავლეები სწავლობენ რუსულ ენას და მე-5 კლასიდან გერმანულ, ფრანგულ და იტალიურ ენებს არჩევით.
• ოლიმპიადები,  სასკოლო წრეები, საგნობრივი კონფერენციები, საველე გაკვეთილები, ჭადრაკი, სპორტული  აერობიკა, მრავალფეროვანი გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებები  – გახლავთ სკოლის მუშაობის არასრული ჩამონათვალი.
• ჩვენ გვიყვარს ის, რასაც ვაკეთებთ!
თუ არჩევანს ჩვენს სკოლაზე შეაჩერებთ, სამომავლოდ აუცილებლად იგრძნობთ,   რომ ეს თქვენი შვილებისკეთილდღეობისათვის გადადგმული ყველაზე სწორი ნაბიჯია!
04.06.2015

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, ვარკეთილი 3, I მ/რ, (ყოფილი 179-ე ბ/ბაღის შენობა)
2-27-29-52
597-10-99-31; 571-90-63-02
oqrosakvani@yahoo.com
http://skolaoqrosakvani.ge