გასვლითი გაკვეთილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს გაცნობითი ტურის ფარგლებში, კერძო სკოლა "ოქროს აკვნის" მოსწავლეები სტუმრობდნენ. ბავშვებმა მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი, მედიაციის სასესიო ოთახები და სხდომის დარბაზები მოინახულეს. გაცნობითი შეხვედრის დასასრულს მოსწავლეები ადმინისტრაციული საქმის სასამართლო განხილვას დაესწრნენ. სასამართლო მოხარულია უმასპინძლოს მართლმასჯულების სისტემით დაინტერესებულ ახალგაზრდებს და მუდმივად ვუწყობთ ხელს მათში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას.
06.05.2017