სასწავლო პროცესი
სკოლა „ოქროს აკვანი“ არის ადგილი, სადაც სწავლა მხოლოდ
ცოდნის მიღება კი არა — შემოქმედებითი აღმოჩენის, ზრდისა და
თვითშეცნობის პროცესია.
ჩვენ გვწამს, რომ ყოველი ბავშვი უნიკალურია და სწორედ ამიტომ ვქმნით
საგანმანათლებლო გარემოს, რომელიც ითვალისწინებს მოსწავლის
ინტერესებსა და შესაძლებლობებს, ამასთან კი აერთიანებს ეროვნულ
სასწავლო სტანდარტებსა და თანამედროვე საერთაშორისო მიდგომებს.
სკოლა „ოქროს აკვანი“ საგანმანათლებლო პროცესს ახორციელებს სამივე საფეხურზე
დაწყებით (I–VI), საბაზო (VI-X) და საშუალო (X–XII) საფეხურის კლასებში,
სასწავლო წელი ითვალისწინებს 2 სემესტრს და ხუთდღიან სასწავლო კვირას.
სკოლა დიდ ყურადღებას აქცევს უცხოური ენების სწავლებას
ინგლისური ენა ისწავლება I – XII კლასებში
კვირაში 5-6 საათი. სკოლა თანამშრომლობს ,,ინგლისური წიგნის სახლთან’’, რომელიც გვთავაზობს თანამედროვე, საერთშორისო პროგრმებს
რუსული ენა მეორე დამატებითი უცხო ენა (სავალდებულო);ისწავლება III – XII კლასი კვირაში 2 საათი.
ფრანგული და გერმანული ენა მესამე დამატებითი უცხო ენა (არჩევით ფაკულტატიურის სახით);
V კლასიდან VIII კლასის ჩათვლით კვირაში 2 საათი
2025-2026 სასწავლო წლიდან Macmillan Education-ის ფარგლებში სკოლაში პილოტირების ფარგლებში დაწყებითი საფეხურზე (1-6 კლასებში) მათემატიკის სწავლება განხორციელდება IB მათემატიკის საერთაშორისო კურიკულუმით, რომელიც ისწავლება მაკმილანის გამომცემლობის მათემატიკის სახელმძღვანელოებით, ვიზუალიზაციის, გრაფიკის და აბსტრაქციაის მეთოდზე დაფუძნებით და მრვალფეროვანი რესურსებით.
სკოლა „ოქროს აკვანი“ ეხმარება მოსწავლეებს არა მხოლოდ ცოდნის მიღებაში, არამედ იმაში, რომ იპოვონ საკუთარი ინტერესები, აღმოჩინონ ახალი შესაძლებლობები და ისწავლონ გუნდურობა, პასუხისმგებლობა და შემოქმედება.
ჩვენ გვჯერა, რომ სკოლა მხოლოდ საკლასო ოთახით არ მთავრდება — ის არის სიცოცხლით სავსე სივრცე, სადაც მოსწავლეები სწავლობენ ურთიერთობას, თანაგრძნობას, სპორტულ და შემოქმედებით თავგადასავლებს.
სწორედ ამიტომ,არაფორმალური განათლების კუთხით,
სკოლა სთავაზობს მოსწავლეებს მრავალფეროვან კლუბებსა და
აქტივობებს, რომლებიც მათი ასაკისა და ინტერესების გათვალისწინებით
არის ორგანიზებული:
წიგნის კითხვის კლუბი — კითხვის სიყვარული, დისკუსიები და საკუთარი
აზრის თავისუფალი გამოხატვა.
ფეხბურთისა და ფრენბურთის კლუბები — გუნდურობის, Fair Play-ისა და
ჯანსაღი ცხოვრების წესის გაძლიერება.
ინგლისურენოვანი დრამ-წრე — სცენური საუბარი, თვითგამოხატვა და
ენობრივი უნარების განვითარება შემოქმედებითად.
ჭადრაკი — სტრატეგიული აზროვნების და კონცენტრაციის უნარების
გაძლიერება.
სპორტული აერობიკა — ენერგია, მოძრაობა და ფიზიკური განვითარება
პოზიტიურ გარემოში.
კლუბების პარალელურად, მოსწავლეები მონაწილეობენ:
-
გასვლით და ღია გაკვეთილებში,
-
კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებებსა და ექსკურსიებში,
-
ეროვნულ და საერთაშორისო პროექტებში,
-
საქველმოქმედო და გარემოსდაცვით აქციებში,
-
სპორტულ შეჯიბრებებსა და სკოლაში ორგანიზებულ კონკურსებში.
სკოლის თითოეული აქტივობა მიზნად ისახავს მოსწავლეების ინტელექტუალური, ემოციური და სოციალური განვითარება, მათი უნიკალური ნიჭისა და ინტერესების აღმოჩენას.
„ოქროს აკვანში“ ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ბავშვები სწავლობენ არა მხოლოდ „რა იციან“, არამედ „ვინ არიან“ — სითბოთი, მეგობრობითა და შემოქმედებით სავსე სასკოლო ცხოვრებაში.
