რატომ ,,ოქროს აკვანი“?

კატეგორია - სკოლის შესახებ

რატომ „ოქროს აკვანი“?

სკოლა „ოქროს აკვანი“ არის ადგილი, სადაც განათლება, უსაფრთხო გარემო და განვითარების შესაძლებლობები ერთმანეთს ერწყმის..

  • ხარისხიანი სწავლება – პროფესიონალი პედაგოგები მცირე კლასებში უზრუნველყოფენ საფუძვლიან ცოდნას, გაძლიერებულ პროგრამას და ხელს უწყობენ მოსწავლეების უნარების სრულ გამოვლენას.

  • დამოუკიდებელი და უსაფრთხო გარემო – ეკოლოგიურად სუფთა, მეგობრული და მშობლიური სივრცე, სადაც ბავშვი თავს კომფორტულად გრძნობს.

  • ინოვაციური პროგრამები – დაწყებითი საფეხური (1–6 კლასი) სწავლობს IB მათემატიკის საერთაშორისო კურიკულუმით; 1–12 კლასებში ინგლისური ენა Macmillan Education-ის სახელმძღვანელოებით; დანერგილია პროექტული სწავლება, ინტეგრირებული გაკვეთილები, ოლიმპიადები, საგნობრივი კონფერენციები და ექსკურსიები.

  • მრავალფეროვანი შესაძლებლობები – გერმანული და ფრანგული ენები, სპორტული აერობიკა, შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები.

  • პერსონალური ყურადღება – მცირე კლასები და მაღალკვალიფიციური კადრები ზრუნავენ თითოეული მოსწავლის უნარების განვითარებაზე.

  • გახანგრძლივებული სწავლა და კომფორტი – ფუნქციონირებს გახანგრძლივებული ჯგუფი და ტრანსპორტი მოსწავლეებისთვის.

  • საფასურის მოქნილი სისტემა – მრავალფეროვანი გადახდის ვარიანტები და საშეღავათო პირობები.

ჩვენი კურსდამთავრებულები თანამედროვე ცოდნითა და უნარ-ჩვევებით მზად არიან წარმატებით მიაღწიონ მიზნებს ცხოვრებაში.

 
04.12.2025

შემოგვიერთდი Facebook-ზე