სკოლაში პირველ კლასში მიღებისთვის საჭიროა შემდეგი საბუთები:
1. განცხადება საგანმანათლებლო პროგრამის დირექტორის სახელზე;
2. ბავშვის 2 ფოტოსურათი (3X4);
3. ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი ნოტარიულად დამოწმებული;
4. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში ბინადრობის მოწმობის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
5. მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
6. ჯანმრთელობის ცნობა ფორმა N100.
მოსწავლის მობილობის შემთხვევეში მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი წერს განცხადებას სკოლის დირექტორის სახელზე. მოსწავლე ჩაირიცხება კლასში სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მოსწავლეთა მაქსიმალურ რაოდენობის შესაბამისად.
