მართვის პოლიტიკა
რატომ ,,ოქროს აკვანი“?
კატეგორია - სკოლის შესახებ
04.12.2025

რატომ „ოქროს აკვანი“?

სკოლა „ოქროს აკვანი“ არის ადგილი, სადაც განათლება, უსაფრთხო გარემო და განვითარების შესაძლებლობები ერთმანეთს ერწყმის..

  • ხარისხიანი სწავლება – პროფესიონალი პედაგოგები მცირე კლასებში უზრუნველყოფენ საფუძვლიან ცოდნას, გაძლიერებულ პროგრამას და ხელს უწყობენ მოსწავლეების უნარების სრულ გამოვლენას.

  • დამოუკიდებელი და უსაფრთხო გარემო – ეკოლოგიურად სუფთა, მეგობრული და მშობლიური სივრცე, სადაც ბავშვი თავს კომფორტულად გრძნობს.

  • ინოვაციური პროგრამები – დაწყებითი საფეხური (1–6 კლასი) სწავლობს IB მათემატიკის საერთაშორისო კურიკულუმით; 1–12 კლასებში ინგლისური ენა Macmillan Education-ის სახელმძღვანელოებით; დანერგილია პროექტული სწავლება, ინტეგრირებული გაკვეთილები, ოლიმპიადები, საგნობრივი კონფერენციები და ექსკურსიები.

  • მრავალფეროვანი შესაძლებლობები – გერმანული და ფრანგული ენები, სპორტული აერობიკა, შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები.

  • პერსონალური ყურადღება – მცირე კლასები და მაღალკვალიფიციური კადრები ზრუნავენ თითოეული მოსწავლის უნარების განვითარებაზე.

  • გახანგრძლივებული სწავლა და კომფორტი – ფუნქციონირებს გახანგრძლივებული ჯგუფი და ტრანსპორტი მოსწავლეებისთვის.

  • საფასურის მოქნილი სისტემა – მრავალფეროვანი გადახდის ვარიანტები და საშეღავათო პირობები.

ჩვენი კურსდამთავრებულები თანამედროვე ცოდნითა და უნარ-ჩვევებით მზად არიან წარმატებით მიაღწიონ მიზნებს ცხოვრებაში.

 
სკოლის მისია
კატეგორია - სკოლის შესახებ
04.12.2025

მისია
ასწავლოს მოსწავლეს როგორ ისწავლოს. მოსწავლის, მასწავლებლის და  მშობლის ურთიერთთანამშრომლობით და ეროვნული  სასწავლო გეგმის  განხორციელებით აღზარდოს  ჯანსაღი,  პასუხისმგებლიანი, შემოქმედებითად და კრიტიკულად მოაზროვნე, ტოლერანტი, დამოუკიდებელი  მომავალი თაობა.


სკოლის მიზანი და ხედვა:

1.განათლების დაწყებითი საფეხურიდანვე იზრუნოს, როგორც ფიზიკური, ისე ინტელექტუალური და სულიერი პოტენციალის  განსავითარებაზე..

2.შეუქმნას  მისწავლეს თბილი, მშობლიური და უსაფრთხო გარემო.

3. განუვითაროს ეროვნული  და ზოგადსაკაცობრიო  ღირებულებები.

4.ჩამოუყალიბოს  მოქალაქეობრივი აზროვნება და პასუხისმგებლობა.

5. ხელი შეუწყოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას; 

5 .მისცეს მოსწავლეებს  ხარისხიანი და საფუძვლიანი ცოდნა, რომელიც ორიენტირებული იქნება თითოეული მოსწავლის ინტერესსა და შესაძლებლობებზე. 

6. საგნობრივ ცოდნასთან ერთად გამოვუმუშაოთ უნარ-ჩვევები, რომელთაც  შემდგომ გამოიყენებენ მომავლის სწორად დაგეგმვაში,თანამედროვე  სამყაროში  ადაპტაციისთვის  და პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით მუდმივად იზრუნებენ თვითგანვითარებაზე;

7.ვეძებოთ ჩვენს  მოსწავლეებში ის, რაც საუკეთესო, განსხვავებულია და საინტერესოა.

8. დავამკვიდროთ  ისეთი შფასების  პრინციპი, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს საკუთარი შსაძლებლობების განვითარებაში, ლოგიკურ და კრიტიკულ აზროვნებაში.

9.დაეხმაროს  მოსწავლეებს სწორი არჩევანის გაკეთებაში.


სკოლის საერთო ღირებულებები

 სკოლა საგნების სწავლა-სწავლების, სასკოლო პროექტების,კონფერენციების, გასვლითი-შემეცნებითი-საველე გაკვეთილების,  სპორტული, სახელოვნებო  აქტივობების საშუალებით ხელს  უწყობს:

1. ურთიერთპატივისცემის, შემწყნარებლობისა და თანასწორობის დამკვიდრებას ;

2. სკოლის საზოგადოების წევრებისთვის შემოქმედებითი და თანამშრომლობითი გარემოს შექმნას;

3. მოსწავლეთა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განვითარებასა და სამოქალაქო ჩართულობას; 

4. გარემოსდაცვითი ცნობიერების მქონე მოქალაქის აღზრდას

5. კულტურული მრავალფეროვნების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებისა და ტოლერანტობის დამკვიდრებას ;

6. ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და უსაფრთხოების დაცვას ;

7. კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების გზების სწავლებას;

დირექტორის მიმართვა
კატეგორია - სკოლის შესახებ
17.11.2025
მოხარული ვართ, რომ დაინტერესდით ჩვენი სკოლით.   ეს საიტი, ვიმედოვნებთ, მოგცემთ საშუალებას ახლოს გაეცნოთ  ჩვენ სკოლას და მის ყოველდღიურ ცხოვრებას.

ჩვენი სკოლა დაარსებიდანვე ეძებს იმ გზას, რომელიც ცოდნას და ადამიანურ ღირებულებებს ერთად აერთიანებს.
 ეს არის ადგილი, სადაც ბავშვები სწავლობენ არა მხოლოდ საგნებს, არამედ იმასაც — როგორ ისწავლონ, როგორ იყვნენ დამოუკიდებელი, შემოქმედებითად მოაზროვნე და თანაგრძნობით სავსე ადამიანები.
განსაკუთრებული სიამაყით ვუყურებთ ჩვენს კურსდამთავრებულებს, რომლებიც წარმატებით აგრძელებენ გზას სხვადასხვა სფეროში და თითოეულ მათგანში ჩანს ის სითბო და ძალა, რომელიც ამ სკოლამ მათ გადასცა.
 ჩვენი მასწავლებლები ყოველდღიურად ავლენენ თავდადებას, ხოლო მშობლებთან ერთად ვქმნით ნდობასა და თანამშრომლობასზე დაფუძნებულ ოჯახურ გარემოს.
ჩვენი მისია ნათელია — აღვზარდოთ თაობა, რომელიც იფიქრებს გულით, იმოქმედებს პასუხისმგებლობით და მუდამ ისწრაფვის განვითარებისკენ.
20 წელი მხოლოდ დრო არაა — ეს არის გზა, რომელიც გადის ბავშვების ღიმილში, წარმატებულ ნაბიჯებში და ჩვენს საერთო მიზანში: შევუქმნათ თითოეულ მოსწავლეს თბილი, უსაფრთხო და შთამაგონებელი გარემო, სადაც მათ შეუძლიათ იპოვონ საკუთარი თავი.
მადლობა, რომ ამ გზას ჩვენთან ერთად იზიარებთ.
ერთად გავაგრძელოთ მომავლის შექმნა — სიყვარულით, ცოდნითა და ადამიანობით.
პატივისცემით,

სკოლის დირექტორი
 
სკოლაში მიღების წესები
კატეგორია - სკოლის შესახებ
04.06.2015

სკოლაში პირველ კლასში მიღებისთვის საჭიროა შემდეგი საბუთები:

1. განცხადება საგანმანათლებლო პროგრამის  დირექტორის სახელზე;                                                                                                                       

2. ბავშვის  2 ფოტოსურათი (3X4);                                                                                                                            

3. ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი ნოტარიულად დამოწმებული;

4. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში ბინადრობის მოწმობის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

5. მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;   

6. ჯანმრთელობის ცნობა ფორმა N100.

 

მოსწავლის მობილობის შემთხვევეში მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი წერს განცხადებას სკოლის დირექტორის  სახელზე. მოსწავლე  ჩაირიცხება  კლასში სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მოსწავლეთა მაქსიმალურ რაოდენობის შესაბამისად.

შემოგვიერთდი Facebook-ზე