მისია
ასწავლოს მოსწავლეს როგორ ისწავლოს. მოსწავლის, მასწავლებლის და
მშობლის ურთიერთთანამშრომლობით და ეროვნული სასწავლო გეგმის
განხორციელებით აღზარდოს ჯანსაღი,
პასუხისმგებლიანი, შემოქმედებითად და კრიტიკულად მოაზროვნე,
ტოლერანტი, დამოუკიდებელი მომავალი თაობა.
სკოლის მიზანი და ხედვა:
1.განათლების დაწყებითი საფეხურიდანვე იზრუნოს, როგორც ფიზიკური, ისე ინტელექტუალური და სულიერი პოტენციალის განსავითარებაზე..
2.შეუქმნას მისწავლეს თბილი, მშობლიური და უსაფრთხო გარემო.
3. განუვითაროს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები.
4.ჩამოუყალიბოს მოქალაქეობრივი აზროვნება და პასუხისმგებლობა.
5. ხელი შეუწყოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას;
5 .მისცეს მოსწავლეებს ხარისხიანი და საფუძვლიანი ცოდნა, რომელიც ორიენტირებული იქნება თითოეული მოსწავლის ინტერესსა და შესაძლებლობებზე.
6. საგნობრივ ცოდნასთან ერთად გამოვუმუშაოთ უნარ-ჩვევები, რომელთაც შემდგომ გამოიყენებენ მომავლის სწორად დაგეგმვაში,თანამედროვე სამყაროში ადაპტაციისთვის და პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით მუდმივად იზრუნებენ თვითგანვითარებაზე;
7.ვეძებოთ ჩვენს მოსწავლეებში ის, რაც საუკეთესო, განსხვავებულია და საინტერესოა.
8. დავამკვიდროთ ისეთი შფასების პრინციპი, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს საკუთარი შსაძლებლობების განვითარებაში, ლოგიკურ და კრიტიკულ აზროვნებაში.
9.დაეხმაროს მოსწავლეებს სწორი არჩევანის გაკეთებაში.
სკოლის საერთო ღირებულებები
სკოლა საგნების სწავლა-სწავლების, სასკოლო პროექტების,კონფერენციების, გასვლითი-შემეცნებითი-საველე გაკვეთილების, სპორტული, სახელოვნებო აქტივობების საშუალებით ხელს უწყობს:
1. ურთიერთპატივისცემის, შემწყნარებლობისა და თანასწორობის დამკვიდრებას ;
2. სკოლის საზოგადოების წევრებისთვის შემოქმედებითი და თანამშრომლობითი გარემოს შექმნას;
3. მოსწავლეთა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განვითარებასა და სამოქალაქო ჩართულობას;
4. გარემოსდაცვითი ცნობიერების მქონე მოქალაქის აღზრდას
5. კულტურული მრავალფეროვნების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებისა და ტოლერანტობის დამკვიდრებას ;
6. ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და უსაფრთხოების დაცვას ;
7. კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების გზების სწავლებას;
