ბიბლიოთეკების დებულება

ვამტკიცებ შ.პ.ს. კერძო სკოლა `ოქროს აკვანის~ დირექტორი:     /მ.მიქაძე/
ბრძანება №02/148 07. 09. 2016
შპს კერძო სკოლა “ოქროს აკვნის” ბიბლიოთეკების დებულება
1.ზოგადი დებულებები
1.  შპს კერძო სკოლა ‘ოქროს აკვანის’ ბიბლიოთეკა წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. თავისი საქმიანობით ბიბლიოთეკა ხელს უწყობს სკოლაში საბიბლიოთეკო და საინფორმაციო ბიბლიოგრაფიუილი მუშაობის ორგანიზებას, ქმნის წიგნიერ გარემოს და ამაღლებს სასწავლო პროცესების აკადემიურ დონეს;
1.2 თავის საქმიანობაში ბიბლიოთეკა ხელმძღვანელობს საქართველოს კანონებით: ‘ზოგადი განათლების შესახებ’, ‘ საბიბლიოთეკო საქმის შესახებ’/ კანონქვემდებარე აქტებით, სკოლის დებულებით, დირექტორის მითითებებითა და განკარგულებებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებითა და მეთოდური მასალებით.
1.3.კერძო სკოლის ბიბლიოთეკით სარგებლობის უფლება აქვთ მოსწავლეებს, პედაგოგებს და სკოლის სხვა კატეგორიის თანამშრომლებს;
2.ბიბლიოთეკის ამოცანები და ფუნქციები
2.1  ბიბლიოთეკის ძირითად ამოცანას შეადგენს სასწავლო აღმზრდელობითი პროცესის ინფორმაციული უზრუნველყოფა მოსწავლეთა და პედაგოგთა საბიბლიოთეკო და საინფორმაციო-ბიბლიოგრაფიული მომსახურების ფორმებსა და მეთოდების გამოყენებით;
2.2 ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები და საბიბლიოთეკო მომსახურების ფორმები განისაზღვრება ბიბლიოთეკის დებულებით;
2.3 თავისი ამოცანების შესასრულებლად ბიბლიოთეკა:
- იძენს, იცავს და ხელმისაწვდომს ხდის საბიბლიოთეკო დოკუმენტებს, სკოლის სასწავლო, საგანმანათლებლო და აღმზრდელობითუ ამოცანების გათვალისწინებით;
- სისტემატიურად ანახლებს საბიბლიოთეკო დოკუმენტებს მათში ტრადიციული და ელექტრონული ინფორმაციის წყაროების წარმოდგენით;
- აწარმოებს მოსწავლეთა, პედაგოგთა და სხვა კატეგორიის მკითხველთა საბიბლიოთეკო და საინფორმაციო-ბიბლიოგრაფიულ მომსახურებას;
- საბიბლიოთეკო დოკუმენტების შეძენის, შეფასებისა და ჩამოწერის საკითხებს ათანხმებს სკოლაში მოქმედ შესაბამის კომისიასთან, სკოლის დირექციასთან;
- ეწევა კულტურულ-საგანმანათლებლო და საინფორმაციო მუშაობას, იყენებს რა ამ მიმართულებით მასობრივი მუშაობის ტრადიციულ და ინოვაციურ მეთოდებს;
- ქმნის კატალოგებისა და კარტოთეკების სისტემას;
- დირექციას წარუდგენს ბიბლიოთეკის წლიურ სამუშაო გეგმებსა და ანგარიშებს;
3.ბიბლიოთეკის ორგანიზაცია და მართვა
3.1 სკოლაში ბიბლიოთეკის გახნისათვის აუცილებელია: საბიბლიოთეკო დოკუმენტების მინიმალური რაოდენობა (300-500 ეგზ.) შტატის ბიბლიოთეკარი, საბიბლიოთეკო დოკუმენტებისა და დაცვისათვის აუცილებელი ფართობი სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვით;
3.2 ბიბლიოთეკარის მუშაობაზე კონტროლს ახორციელებს სკოლის დირექტორი;
3.3 ბიბლიოთეკის მუშაობის ორგანიზაციაზე, საბიბლიოთეკო პროცესების პროფესიურ დონეზე წარმართვაზე და ბიბლიოთეკის მუშაობის საბოლოო შედეგებზე პასუხს აგებს ბიბლიოთეკის გამგე (ხელმძღვანელი), რომელიც არის პედაგოგიური კოლექტივის წევრი და შედის სკოლის პედაგოგიური საბჭოს შემადგენლობაში;
3.4 ბიბლიოთეკის სამუშამო განრიგი დგება სკოლის სამუშაო წესების შესაბამისად. თვეში ერთხელ ბიბლიოთეკა ატარებს სანიტარულ დღეს;
3.5 ბიბლიოთეკის შტატი და ხელფასის ოდენობა განისაზღვრება მოქმედი ნორმატიულ-სამართლებრივი დოკუმენტაციით, შესასრულებელი სამუშაოების მოცულობისა და სირთულის გათვალისწინებით;
3.6 ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ვალდებულია დააკმაყოფილოს თანამდედობრივ ინსტრუქციაში, აგრეთვე სკოლის და ბიბლიოთეკის დებულებებში ჩამოყალიბებყლი ოთხოვნები;
4.ბიბლიოთეკის უფლებები
4.1 ბიბლიოთეკას უფლება აქვს:
- დამოუკიდებლად განსაზღვროს მუშაობის შინაარსი და ფორმები წინამდბარე    დებულების მოთხოვნათა შესაბამისად
- მონაწილეობა მიიღოს სკოლის მართვა-გამგეობაში მოქმედი წესების შესაბამისად; აგრეთვე სასწავლო პროგრამებისა და გეგმების შედგენაში;
- ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი პასუხს აგებს შრომითი ხელშეკრულების შესრულებაზე, საბიბლიოთეკო დოკუმენტების დაცვასა და დებულებით გათვალისწინებული სამუშაოების წარმართვაზე;
5. მკითხველთა უფლებები, მოვალეობა და პასუხისმგებლობა
5.1 მკითხველს უფლება აქვს დროებითი სარგებლობისთვის უფასოდ ისარგებლოს ბიბლიოთეკაში დაცული ნებისმიერი სახის საბიბლიოთეკო დოკუმენტით;]
5.2 გააგრძელოს წიგნისა და სხვა სახის დოკუმენტების სარგებლობის ვადა საჭიროების მიხედვით;
5.3 მკითხველი ვალდებულია: დაიცვას ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები;
• გაუფრთხილდეს მასზე გაცემულ საბიბლიოთეკო დოკუმენტს, არ გააკეთოს     მასში ჩანიშვნები, არ ამოხიოს ფურცლები და ა.შ
• არ გაიტანოს ბიბლიოთეეკიდან ისეთი საბიბლიოთეკო დოკუმენტი, რომელიც არ არის ჩაწერილი მკითხველის ფორმულარში, ან არ ექვემდებარება სახლში გაცემას;
• წიგნის და სხვა სახის მასალის მიღების შემთხვევაში დაათვალიეროს მისი ფიზიკური მდგომარეობა და დეფექტის აღმოჩენისას აცნობოს ბიბლიოთეკარს;
• საბიბლიოთეკო დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევაში აანაზღაუროს ბიბლიოთეკისათვისმიყენებული ზარალი, წიგნის ღირებულების სამმაგი საფასური;
• ყოველი სასწავლო წლის ბოლოს ბიბლიოთეკას დაუბრუნოს მასზე გაცემული საბიბლიოთეკო დოკუმენტები;
• სამკითხველო დარბაზში მუშაობისას მკითხველებთან და ბიბლიოთეკარებთან დაიცვას სიწყნარე და ურთიერთობის ეთიკური ნორმები;
6. მკითხველთა ჩაწერა ბიბლიოთეკაში
6.1 მკითხველა ჩაწერა ბიბლიოთეკაში წარმოებს სკოლაში არსებული ბაზის საფუძველზე;
6.2 ბიბლიოთეკაში ჩაწერისას მკითხველი ვალდებულია გაეცნოს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებ და დაადასტუროს იგი მკითხველის ფორმულიარში ხელმოწერით;
7. აბონიმენტით სარგებლობის წესები
7.1 საბიბლიოთეკო დოკუმენტების სახლში გატანის შემთხვევაში მკითხველი ხელს აწერს მკითხველის ფორმულიარში; დაბრუნებული საბიბლიოთეკო დოკუმენტი მკითხველის ფორმულიარში დასტურდება ბიბლიოთეკარის ხელმოწერით;
7.2 ცალკეული საბიბლიოთეკო დოკუმენთით სარგებლობის ვადები განისაზღვრება დიფერენცირებულად:
• სასწავლო ლიტერატურა, სახელმძღვანელოები, მეთოდური შინაარსის მასალები გაიცემა ერთი სემესტრის, ან თელი სასწავლო წლის ვადით, საგანმანათლებლო და სასწავლო პროგრამების შესაბამისად;
• სამეცნიერო-პოპულარული დოკუმენტები გაიცემა ერთი თვის ვადით, არაუმეტეს ხუთი ეგზემპლარისა;
• მხატვრული ლიტერატურა გაიცემა არა უმეტეს სამი ეგზემპლარისა 15 დღის ვადით;
• სახლში არ გაიცემა: მიმდინარე პერიოდული გამოცემები, იშვიათი და ფასეული გამოცემები, აგრეთვე ბოლო ეგზემპლარები, გარდა მხატვრული ლიტერატურისა;
8. სამკითხველო დარბაზით სარგებლობის წესები
8.1 სამკითხველო დარბაზში გაცემული საბიბლიოთეკო დოკუმენტი იწერება მკითხველის ფორმულიარში;
8.2 სამკითხველო დარბაზში გაცემული საბიბლიოთეკო დოკუმენტების რაოდენობა არ იზღუდება;
8.3 სამკითხველო დარბაზში გაიცემა: ენციკლოპედიები, ლექსიკონები, ცნობარები, იშვიათი და ძვირადღირებული მასალები;
8.4 სამკითხველო დარბაზში პირადი წიგნებისა და სხვა მასალების შეტანის შემთხვევაში მკითხველი ვალდებულია აცნობოს ბიბლიოთეკარს.