საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის
პარტნიორმა ორგანიზაცია "Litworld"-მა ოფიციალურად გამოაცხადა წიგნის
საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე 2017-ის თარიღი - 16 თებერვალს
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის
ორგანიზებით კიდევ უფრო მრავალფეროვანი ღონისძიებებით საქართველო უკვე
მეორედ შეუერთდება მსოფლიოს. წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მსოფლიოში
ცნობილი ღონისძიებაა და ღონისძიებაში მონაწილეების რაოდენობა 100
სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე აღწევს. სკოლა „ ოქროს
აკვანი“ შეუერთდა ამ ღონისძიებას და 16 თებერვალს ჩაატარა შემდეგი
ღონისძიებები: 1. მწერალ ეკა ფხალაძის (ჩვენი სკოლის ქართული ენის და
ლიტერატურის მასწავლებლის) მოთხრობების კითხვა-განხილვა -- VII კლასი
2. სტუმრად ბიბლიოთეკაში II კლასი(პედაგოგი თამარ შოშიაშვილი) 3. დიდი
წიგნის კითხვა და ზღაპრის ინსცენირება I კლასში(პედაგოგი დიანა
თათეშვილი) 4. VIII კლასის მოსწავლის ნიკა გაბუნიას მოთხრობების
წარდგენა(დამრიგებელი მარინა გოგოლაშვილი) 5. შოთა რუსთაველის ეპოქაში
მოგზაურობა III კლასი(პედაგოგი ფატი სუხიაშვილი) 6. ლადო ასათიანის
100 წლის იუბილესთან დაკავშირებითპოეტის ლექსების და პირადი წერილების
კითხვა. VII კლასი(პედაგოგი ნინო კურცხალია) 7. ზღაპრის სამყაროში II
კლასი(პედაგოგი ეკა კენჭაძე) „ვიკითხოთ ხმამაღლა და შევცვალოთ
სამყარო! „