არსებობს ერთი არაჩვეულებრივად ლამაზი კალენდარული დღე, 23 აპრილი,
როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში წიგნებისა და ავტორებისადმი
პატივისცემას გამოხატავენ.
წიგნის მსოფლიო დღედ გამოცხადებით, იუნესკომ ახალგაზრდებს მოუწოდა
წიგნში ეძებნათ სიამოვნება. 2003 წელს საქართველოც შეუერთდა იმ 80
ქვეყანას, სადაც წიგნის დღე აღინიშნება. სკოლა „ოქროს აკვანის“ მეორე
კლასელები (პედაგოგი: თამუნა შოშიაშვილი) პრეზენტაციებით შეუერთდნენ
ამ ღირშესანიშნავ დღეს და თავიანთი პატარა ხელებით შექმნეს წიგნები.