მზის შვილები
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით და ინიციატივით სამგორის რაიონში მდებარე კერძო სკოლა ,,ოქროს აკვანი’’აქტიურად შეუერთდა მსოფლიო კამპანიას ,,რას ვმატებ საზოგადოებას’’, რომლის მიზანია დაუნის სინდრომის მქონე პირთა მხარდაჭერა ცხოვრების ყველა ეტაპზე. სკოლა“ოქროს აკვანი“ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს სხვადასხვა სახის სახალისო და საინტერესო აქტივობით შეუერთდა, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და რომელშიც ყველა მოსწავლე და მასწავლებელი იღებდა მონაწილეობას. სკოლაში შემოქმედებითი საქმიანობისათვის რამდენიმე სივრცე მოეწყო: დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა გააფერადეს და გამოჭრეს დაუნის სინდრომის მსოფლიოს დღის მთავარი სიმბოლო - ფერადი წინდები. საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა შექმნეს და წარმოადგინეს პრეზენტაციები არსებულ თემაზე. საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის მოეწყო ვიდეოკლიპების ჩვენება. მათ ისაუბრეს დაუნის სინდრომზე, მის მახასიათებლებზე, საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებზე. ღონისძიება სლოგანით „რას ვმატებ საზოგადოებას“ სკოლის ეზოში დასრულდა, სადაც მოსწავლეებმა ფერადი ბუშტებით და ფლაერებით მოაწყვეს ფლეშმობი. #წინდამინდა
29.03.2018