სკოლა „ოქროს აკვანში“ მიმდინარეობს ფესტივალი ,,ოქროსფერი
შემოდგომა“, ფესტივალის ფარგლებში მშობლების აქტიური თანამშრომლობით,
საკლასო ოთახები შემოდგომის ფერებით მოირთო და მოეწყო კუთხეები
„შემოდგომის ნობათით“. ფესტივალი პირველკლასელებმა გახსნეს. (პედაგოგი
ანა ბაიდარაშვილი) ბავშვებმა წარმოადგინეს შემოდგომის თემაზე შექმნილი
სიმღერები და ლექსები.