ტრადიციულად, სკოლა“ოქროს აკვანი“ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს
სხვადასხვა სახის სახალისო და საინტერესო აქტივობით შეუერთდა,
რომელშიც ყველა მოსწავლე და მასწავლებელი იღებდა მონაწილეობას.
მოსწავლეებმა ორიგინალურად გამოხატეს ემპათია დაუნის სინდრომის მქონე
ბავშვების მიმართ: სკოლაში შემოქმედებითი საქმიანობისათვის რამდენიმე
სივრცე მოეწყო: ა) სკოლის ეზო და ფოიე მორთეს დაუნის სინდრომის
მსოფლიოს დღის მთავარი სიმბოლოთი - ფერადი წინდებით და ფლაერებით;
დახატეს მზე და სხივებათ თვითონ იქცნენ. ბ)შექმნეს პლაკატები და
წარმოადგინეს პრეზენტაციები არსებულ თემაზე. გ) მოეწყო ვიდეოკლიპების
ჩვენება. მოსწავლეებმა ისაუბრეს დაუნის სინდრომზე, მის
მახასიათებლებზე, საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებზე.