სკოლის საამაყო პედაგოგი ბატონი: გია კვაშილავა
კემბრიჯში (ინგლისი), ათენში (საბერძნეთი), ჰარვარდსა (ბოსტონი, აშშ)
და ჰონგ-კონგში (ჩინეთი) დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციებში
სამეცნიერო მოხსენების საჯაროდ წარსადგენად მიწვეული არის თსუ
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თეორიული და გამოყენებითი
ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ-მკვლევარი გია კვაშილავა. მისი
მოხსენება უკავშირდება ძვ.წ. II ათასწლეულის დასაწყისის A კლასის
ხაზოვან წარწერების საერთო-ქართველურ ენაზე გაშიფრვას. ამდენად, გ.
კვაშილავას დეშიფრირების ერთ-ერთი ზოგადი შედეგია ის, რომ პირველი
ქართველური მარცვლოვანი დამწერლობა შეიქმნა 4 000 წლის წინ.