ღონისძიებები
კატეგორია - ღონისძიებები
დღეს ჩვენი სკოლის მოსწავლეები მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 1995 წლიდან მსოფლიოს სხვადასხვა ეროვნების, ეთნიკურობის, რელიგიის ადამიანები ერთმანეთს ხმამაღლა ვახსენებთ ურთიერთპატივისცემის, შემწყნარებლობის, ლოიალურობისა და ურთიერთსიყვარულის იმ უზენაეს პრინციპს, რასაც ტოლერანტობა ჰქვია. აქტივობის მთავარი მონაწილე ჯგუფი: 10კლასი. მოსწავლეებმა გამართეს პრეზენტაცია /დისკუსია მე_11_ე და მე_8_ე კლასებთან. მოსწავლეები აქტიურად იყო ჩართული მსჯელობაში და დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია ტოლერანტობასთან დაკავშკრებით. დაარიგეს ფლაერები და სამაჯურები, რაც მიგვანიშნებდა ტოლერანტობის მახასიათებელ ნიშნებზე. წარმოადგინეს საინტეტესო და მრავლისმომცველი პოსტეტები. მადლობა და ბევრი წარმატებები ბავშვებო. თქვენ ნამდვილად ბევრი შრომა გასწიეთ იმისთვის, რომ დღევნდელი დღე შემდგარიყო
კატეგორია - ღონისძიებები
გაეროს დღისადმი მიძღვნილი აქტივობები 1) ჩატარდა გაკვეთილი სალექციო კურსით, სადაც მოსწავლეები გაეცნენ გაერთიანებული ერების ორგანოზაციის მიზნებსა და გაეროს ოჯახს. _ კლასი 10 (2) 2) მოსწავლეებმა თავად წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები და სლაიდები. გვაჩვენს სხვადასხვა კუთხით ორგანოზაციის როლი. გაიმართა დისკუსია, მოსწავლეებმა იმსჯელეს გაერო საქართველოს ურთიერთობის შესახებ. _ კლასი 10 (1) ორგანიზატორი: გეოგრაფიის პედაგოგი მირანდა ფორჩხიძე
კატეგორია - ღონისძიებები
16 ოქტომბერი "სურსათის საერთაშორისო დღე" ლამაზები, სიმპატიურები, ჯანსაღი, ჭკვიანი და გონიერი თაობა. ადამიანები, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა და სხვადასხვა ელემენტებით გაჯერებულ პროდუქტებს იყენებენ სურსათის საერთაშორისო დღის " აღსანიშნავად კერძო სკოლა “ოქროს აკვანში“ დაიგეგმა და განხორციელდა სხვადასხვა სახის აქტივობები: სლაიდების და პრეზენტაციების წარდგენისას ისაუბრეს ჯანსაღი კვების შესახებ,. გეოგრაფიის პედაგოგის მირანდა ფორჩხიძის ხელმძღვანელობით დაამზადეს ფლაერები "ჯანსაღი საკვები": ხილი და ბოსტნეული, და მსოფლიოს “სამომხმარებლო კალათაში „ შემავალი პროდუქტების პლაკატი. ქიმიის პედაგოგის ლელა ქობულიას ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთები „ქიმიური ელემენტებით სავსე კალათა’, „მცენარის პორტრეტი ქიმიკოსის ფუნჯით“ და სხვა ასევე ჩატარდა ცდა, „შაქრის აღმოჩენა“ ხელოვნების პედაგოგის ნინო ქუთათელაძის დახმარებით პატარებმა შექმნეს თემატური ნახატები,
კატეგორია - ღონისძიებები
გეოგრაფია/პარასკევი მომავლისთვის მსოფლიოს წამყვანი ეკოლოგები განგაშს ტეხენ, რადგანაც ზოგადად მთელ მსოფლიოში ნახშირორჟანგის კონცენტრაცია ინდუსტრიალური ეპოქის დასაწყისიდან ვიდრე დღემდე 1,5–2-ჯერ გაიზარდა, რაც ე.წ. სითბური გაზების მომატებას, ყინულების დნობასა და წყლის დონის მომატებას იწვევს. 2018 წლის აგვისტოში მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულად დაიწყო მოძრაობა „პარასკევი მომავლისთვის“ – #FridaysForFuture, რომლის ფარგლებშიც ასობით სკოლის მოსწავლე და სტუდენტი გამოვიდა ქუჩაში მოთხოვნით – პოლიტიკოსებმა იმოქმედონ კლიმატის ცვლილებების შესაჩერებლად. „გარდიანის“ ცნობით, მოზარდებმა მსოფლიოს 105 ქვეყანაში გამართეს მსგავსი აქცია. სკოლა “ოქროს აკვანი“ გეოგრაფიის მასწავლებლის მირანდა ფორჩხიძის ინიციატივით და ხელმძღვანელობით მრავალფეროვანი აქტივობებით უერთდება ამ აქციას. „ჩვენი სახლი იწვის, მე აქ მოვედი იმისთვის, რომ გითხრათ – ჩვენი სახლი იწვის,“ – ასე მიმართა 16 წლის შვედმა მოსწავლემ, გრეტა თუნბერგმა, 2019 წლის იანვარში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს. გრეტა თუნბერგი ეკოაქტივისტია. იგი მსოფლიომ ერთი წლის წინ გაიცნო როცა გრეტა შვედეთის პარლამენტის შენობასთან მივიდა მოთხოვნით – პოლიტიკოსებმა მიიღონ ზომები კლიმატის ცვლილებების შესაჩერებლად და შვედეთის მთავრობამ კარბონის ემისია პარიზის შეთანხმებით გათვალისწინებულ ნორმებამდე დაიყვანოს. 2018 წელს გრეტა თუნბერგი ჟურნალმა „თაიმმა“ მსოფლიოს 25 ყველაზე გავლენიან თინეიჯერს შორის დაასახელა, 2019 წლის ივნისში კი, საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნესტი ინთერნეშენელმა“ გრეტა და მოძრაობა „პარასკევი მომავლისთვის“ ორგანიზაციის ყველაზე მაღალი, „სინდისის ელჩის“ წოდებით დააჯილდოვა. წელს 16 წლის გრეტა თუნბერგი ნობელის პრემიაზეა წარდგენილი მშვიდობის დარგში. გრეტას ასპერგერის სინდრომი აქვს, რომელიც აუტიზმის სპექტრის აშლილობებს მიეკუთვნება.
კატეგორია - ღონისძიებები
დედამიწის დღისადმი დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში 10 კლასმა განახორციელა აქტივობები: 1. ზრუნვა სკოლის სისუფთავეზე. მოსწავლეებმა თავიანთი ინიციატივით ერთი დღე შეუმსუბუქეს სკოლის დამლაგებელს. დაასუფთავეს სკოლის შიგა ნაწილი 2. თავიანთი ხელით დაამზადეს ფლაერები, ეკო ცნობიერების მიზნით. 3. და ბოლოს ქალაქის სხვადასხვა მცხოვრებს, კიდევ ერთხელ შეახსენეს დედამიწის დღის შესახებ. თითოეული მათგანი დიდი პასუხისმგებლობით იყო ჩართული სამუშაო პროცესში.მადლობა 10 (1) კლასის მოსწავლეებს ასეთი მრავალმხრივი აქტივობისთვის, მონდომებისთვის და დავალების სრულყოფილად შესრულებისთვის. ორგანიზატორი: მირანდა ფორჩხძე
კატეგორია - ღონისძიებები
დღეს ,,დედამიწის დღეს“ გაიმართა პრეზენტაცია/ გამოფენა  თრაირამების და დიორამების, რომლებიც
 
გარემოს დაბინძურებას და ეკოლოგიის კუთხით ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
რესურსის შემქმნელები: ხათუნა ხარაზიშვილი, მირანდა ფორჩხიძე.
კატეგორია - ღონისძიებები
ანთროპოგენურ ფაქტორთან დაკავშირებით, რომელიც გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილებებზე,მეცხრე კლასის მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია, შექმნეს პლაკატები, ფლაერები და ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოქალაქეებს დაურიგეს. პედაგოგი თიკო ბეჟანიშვილი
კატეგორია - ღონისძიებები
ტრადიციულად, სკოლა“ოქროს აკვანი“ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს სხვადასხვა სახის სახალისო და საინტერესო აქტივობით შეუერთდა, რომელშიც ყველა მოსწავლე და მასწავლებელი იღებდა მონაწილეობას. მოსწავლეებმა ორიგინალურად გამოხატეს ემპათია დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მიმართ: სკოლაში შემოქმედებითი საქმიანობისათვის რამდენიმე სივრცე მოეწყო: ა) სკოლის ეზო და ფოიე მორთეს დაუნის სინდრომის მსოფლიოს დღის მთავარი სიმბოლოთი - ფერადი წინდებით და ფლაერებით; დახატეს მზე და სხივებათ თვითონ იქცნენ. ბ)შექმნეს პლაკატები და წარმოადგინეს პრეზენტაციები არსებულ თემაზე. გ) მოეწყო ვიდეოკლიპების ჩვენება. მოსწავლეებმა ისაუბრეს დაუნის სინდრომზე, მის მახასიათებლებზე, საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებზე.
კატეგორია - ღონისძიებები
უთბილესი მილოცვები სკოლა " ოქროს აკვანის" ადმინისტაციისგან კოლეგებს. ნამდვილი " ყვავილების ფესტივალი " უთბილესი ბავშვებისგან და მშობლებიაგან❤❤❤
კატეგორია - ღონისძიებები
გული საგულეს რომ არ გეტევა

შემოგვიერთდი Facebook-ზე