შეფასების ჯგუფის დებულება
განხილულია №1პედსაბჭოს სხდომაზე 07.092016წ.
„ვამტკიცებ“ შ.პ.ს. „ოქროს აკვანი“ კერძოსკოლის
დირექტორი /მ. მიქაძე/
ბრძანება №02/148 07. 09. 2016
შპს კერძო სკოლის „ოქროს აკვნის“

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შეფასების ჯგუფის დ ე ბ უ ლ ე ბ ა

თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1. დებულების მოქმედების სფერო წინამდებარე დებულება ვრცელდება შპს კერძო სკოლის „ოქროს აკვნის“ მასწავლებლებზე, მასწავლებელთა შეფასების ჯგუფზე და აწესრიგებს ამავე სკოლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მოქმედების წესსა და პროცედურებს. მუხლი 2. დებულების მიზანი დებულების მიზანია: ა) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის ფარგლებში შეფასების ჯგუფის ფუნქციებისა და საქმიანობის განხორციელების პროცედურების განსაზღვრა; ბ) შეფასების ჯგუფისათვის მიმართვის წესის განსაზღვრა; გ) გაკვეთილებზე დასწრების სურვილის შემთხვევაში, მასწავლებლის განაცხადის ფორმის შემუშავება; დ) გაკვეთილებზე დასწრების განრიგის შექმნისთვის მასწავლებელის განაცხადის ფორმის შევსებისა და წარდგენის წესის განსაზღვრა; ე) გაკვეთილის გეგმის წარდგენის პროცედურების განსაზღვრა; ვ) გაკვეთილზე დასწრების შედეგების განხილვის წესის განსაზღვრა. მუხლი 3. ტერმინთა განმარტება წინამდებარე დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს დებულების მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) მასწავლებელი – ,,მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის №1014ბრძანებით დამტკიცებული მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით (შემდგომში მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი) განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც ერთ საგანს მაინც ასწავლისზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში; ბ) სქემით განსაზღვრული სტატუსი - პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი, ან უფროსიმასწავლებლის სტატუსი, ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, ან მენტორის სტატუსი,რომელიც მასწავლებლის შეფასების/სქემაში მასწავლებლების განაწილების საფუძველზე,მასწავლებელს ენიჭება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთაპროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში - მასწავლებელთაპროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი) დირექტორის ინდივიდუალურიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; გ) პრაქტიკოსი მასწავლებელი - მასწავლებელი, რომელიც გეგმავს და წარმართავსსაგაკვეთილო პროცესს ,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოსგანათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებითდამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის (შემდგომში - ეროვნული სასწავლო გეგმა)მოთხოვნების შესაბამისად; დ) უფროსი მასწავლებელი - მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს პრაქტიკოსიმასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საქართველოს კანონმდებლობითდადგენილი წესით, შესაბამისი სერტიფიკატით დადასტურებული აქვს საგნობრივი დამეთოდური კომპეტენციები; ე) წამყვანი მასწავლებელი - მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს უფროსიმასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკისკვლევის საფუძველზე, შეიმუშავებს საგნის სწავლების ეფექტურ სტრატეგიებსა და სასწავლორესურსებს, შედეგებს უზიარებს კოლეგებს; ვ) მენტორი - მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს წამყვანი მასწავლებლისათვის სქემითგანსაზღვრულ მოთხოვნებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს სწავლა-სწავლების ხარისხისგაუმჯობესებისათვის, არის სხვა მასწავლებლების კონსულტანტი, ხელმძღვანელობსსტუდენტებისა და დამწყები მასწავლებლის პედაგოგიურ პრაქტიკას; ზ) მასწავლებლის პროფესიული საქაღალდე - სქემით განსაზღვრული სტატუსის შესატყვისიკომპეტენციებისა და საქმიანობის შედეგების დამადასტურებელი დოკუმენტების (შემდგომში- დოკუმენტები) ორგანიზებული კრებული; თ) თვითშეფასების კითხვარი - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულიცენტრის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული ფორმა, რომლის საფუძველზეცმასწავლებელი ახორციელებს თვითშეფასებას, გეგმავს პროფესიულ საქმიანობას; ი) მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორი (შემდგომში -ფასილიტატორი) - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი (მენტორი -ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელსაცირჩევს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგიური საბჭო მასწავლებელთაპროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალურიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კრიტერიუმების მიხედვით; კ) განმავითარებელი შეფასება - მასწავლებლის შეფასება, რომელიც ეხმარება მასწავლებელსპროფესიულ განვითარებასა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში; ლ) გაკვეთილის შეფასების რუბრიკა - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის(შემდგომში ცენტრი) დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივიაქტით დამტკიცებული შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტი, რომელიც ეფუძნებაგაკვეთილის შეფასების გაზომვად და ვალიდურ კრიტერიუმებს და არის მასწავლებლისგაკვეთილის შეფასების უნიფიცირებული ფორმა; მ) მასწავლებლის შეფასების ელექტრონული სისტემა (შემდგომში - ელექტრონული სისტემა) -საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის(შემდგომში განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა) მიერ ადმინისტრირებულიელექტრონული მონაცემთა ბაზა, რომელიც წარმოადგენს ზოგადსაგანმანათლებლოდაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემის ნაწილს. ელექტრონული სისტემისსაშუალებით მასწავლებლები განაწილდებიან სქემაში და განხორციელდება მასწავლებლისსაქმიანობის შედეგების ელექტრონული აღრიცხვა; ნ) კრედიტქულა - მასწავლებლის პროფესიული მიღწევების გაზომვისა და შეფასებისერთეული; ო) გარე დაკვირვება - საკლასო დაკვირვება, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულიცენტრის მიერ პედაგოგიური პრაქტიკის განმავლობაში ხორციელდება ერთხელ; პ) სამოდელო გაკვეთილი - წამყვანი მასწავლებლის ან მენტორის მიერ ჩატარებულისაჩვენებელი გაკვეთილი; ჟ) მოქმედი მასწავლებელი - მასწავლებელი, რომელსაც ამ სქემის ძალაში შესვლისდროისათვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უკავია „ზოგადი განათლებისშესახებ“ საქართველოს კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულიმასწავლებლის ერთ-ერთი თანამდებობა; რ) საგნის გამოცდა - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულიგამოცდა; ს) მასწავლებლის შეფასება - საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურა,რომლის საფუძველზეც ხდება მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტთან მასწავლებლისშესაბამისობის დადგენა; ტ) შიდა შეფასება - მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითგანხორციელებულ მასწავლებლის თვითშეფასებასა და მასწავლებლის შეფასების ჯგუფისმიერ მასწავლებლის შეფასებას; უ) გარე შეფასება - მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებულსაგნის გამოცდასა და გარე დაკვირვებას; ფ) მასწავლებლის შეფასების ჯგუფი - მასწავლებლის შეფასების მიზნით,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ბრძანებით შექმნილი ჯგუფი; ქ) საპატიო მიზეზი - მოვალეობების შეუსრულებლობა, რომელიც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებითან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის მის გამოცხადებას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით.

თავი II. შეფასების ჯგუფი მუხლი 4. მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიზანი და ამოცანა 1. შეფასების ჯგუფის/ჯგუფების მიზანია: 1.1. შეფასების სისტემის სრულყოფის გზით სკოლაში სწავლების ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვა; 1.2. მასწავლებლის შეფასების სისტემის დანერგვით მასწავლებლის პროფესიულიგანვითარებისა და სკოლის, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტის ჩამოყალიბებით მისიავტონომიურობის გაძლიერების ხელშეწყობა; 1.3. სკოლაში თანამშრომლობითი კულტურის დამკვიდრება. 2. შეფასების ჯგუფის ამოცანებია: 2.1. სკოლის მასწავლებლებისათვის პროფესიულ განვითარებაში დახმარება; 2.2. სქემით გათვალისწინებულ საქმიანობების დაგეგმვა და განხორციელება. მუხლი 5. შეფასების ჯგუფის სამოქმედო პრინციპები მასწავლებელთა შეფასებისას შეფასების ჯგუფი ხელმძღვანელობს ობიექტურობისა და სამართლიანობის პრინციპების შესაბამისად. მუხლი 6. შეფასების ჯგუფის შემადგენლობა 1. მასწავლებელს აფასებს მასწავლებლის შეფასების ჯგუფი, რომელიც შედგება შპს კერძო სკოლის „ოქროს აკვნის“ დირექტორის, დირექტორის მოადგილის, პედაგოგიური საბჭოს მიერ 3 წლის ვადით არჩეული 2 (ორი) ფასილიტატორისა და შესაბამისი საგნობრივი/საგნობრივიჯგუფის კათედების მიერ 3 წლის ვადით წარდგენილი 7(შვიდი) წევრისაგან. 2. მასწავლებლის შეფასების ჯგუფს/ჯგუფებს ხელმძღვანელობს სკოლის დირექტორი. 3. მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წევრი ვალდებულია, განაცხადოს თვითაცილება იმშემთხვევაში, თუ მასწავლებელთა შეფასების ჯგუფი ახორციელებს მის შეფასებას. 4. იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლის შეფასების ჯგუფის სხდომას ესწრება მასწავლებლისშეფასების ჯგუფის წევრთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ სამი წევრისა. 5. მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდებამასწავლებელთა შეფასების ჯგუფის სხდომის ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერენ შეფასებისჯგუფის სხდომაზე დამსწრე, ხმის უფლების მქონე წევრები. მუხლი 7. შეფასების ჯგუფის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა 1. სკოლის დირექტორი უფლებამოსილია სკოლის შეფასების ჯგუფის საგნის/საგნობრივი ჯგუფის კათედრიდან წარდგენილ წევრს სამწლიანი ვადის ამოწურვამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება: ა) პირადი განცხადების საფუძველზე; ბ) შიდა მონიტორინგის დროს გამოვლენილი ხარვეზების შემთხვევაში, თუკი ხარვეზების აღმოსაფხვრელად გატარებული ღონისძიებები წარუმატებელი აღმოჩნდება; გ) გარე მონიტორინგის საფუძველზე გამოვლენილი ხარვეზების შემთხვევაში, თუკი ხარვეზების აღმოსაფხვრელად გატარებული ღონისძიებები წარუმატებელი აღმოჩნდება; დ) ცენტრის მხრიდან ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე გამოვლენილი კანონდარღვევის შემთხვევაში, რის შესახებაც ცენტრი მიმართავს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომელიც უფლებამოსილია მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. ე) თუ სკოლის ადმინისტრაცია ან სკოლის მასწავლებელი წარადგენს საჩივარს ცენტრში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში, რომელიც საკითხის შესწავლის საფუძველზე გამოიტანს სათანადო დასკვნას. 2. სკოლის დირექტორს და დირექტორის მოადგილეს, როგორც შეფასების ჯგუფის წევრებს, უფლებამოსილება უწყდებათ: ა) თუ გარე მონიტორინგის საფუძველზე გამოვლინდება, რომ სკოლის დირექტორი/დირექტორის მოადგილე არაჯეროვნად ასრულებს საკუთარ მოვალეობას; ბ) ცენტრში შესული საჩივრის საფუძველზე. ცენტრი განიხილავს საჩივარს და იმ შემთხვევაში, თუ საჭიროდ მიიჩნევს, შემდგომი რეაგირებისთვის გადასცემს მას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. მუხლი 8. შეფასების ჯგუფის წევრთა მოვალეობები 1. დირექტორი: 1.1. ხელმძღვანელობს შეფასების ჯგუფის საქმიანობას; 1.2. თავმჯდომარეობს შეფასების ჯგუფის შეხვედრებს; 1.3. ესწრება მასწალებელთა მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს და აფასებს მათ გაკვეთილზე დაკვირვების სტანდარტიზებული რუბრიკის გამოყენებით. 2. დირექტორის მოადგილე: 2.1. ესწრება მასწავლებელთა მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს და აფასებს მათ გაკვეთილზე დაკვირვების სტანდარტიზებული რუბრიკის გამოყენებით; 2.2. მონაწილეობას იღებს შეფასების ჯგუფის საქმიანობის დაგეგმვასა და განხორციელებაში. 2.3. შეფასების ჯგუფის შეხვედრაზე ასრულებს მდივნის ფუნქციას. 2.4. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში თავმჯდომარეობს შეფასების ჯგუფის შეხვედრებს. 3. ფასილიტატორი: 3.1. ესწრება თავისი პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფი მასწავლებლების მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს და აფასებს მათ გაკვეთილზე დაკვირვების სტანდარტიზებული რუბრიკის გამოყენებით; 3.2. მონაწილეობას იღებს თავისი პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფი მასწავლებლების შიდა საგაკვეთილო დაკვირვების მოსამზადებელ შეხვედრებში; 3.3. მონაწილეობას იღებს განმავითარებელი შეფასების შემუშავებაში თავისი პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფი მასწავლებლების მიერ ჩატარებული გაკვეთილის, ასევე მათ მიერ განხორციელებული სხვა აქტივობების საფუძველზე; 3.4. აფასებს მასწავლებლების პროფესიულ საქაღალდეში წარმოდგენილ დოკუმენტაციას დადგენილი კრიტერიუმებისა და რუბრიკების მიხედვით; 3.5. მონაწილეობას იღებს მასწავლებლისთვის კრედიტქულების მინიჭების, ასევე მისთვის სქემით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭების, შენარჩუნების ან შეწყვეტის თაობაზე მასწავლებლის შეფასების ჯგუფის განხილვებში; 3.6. შიდა საგაკვეთილო დაკვირვებისა თუ სხვა საქმიანობების შეფასების საფუძველზე, მასწავლებელს აწვდის განმავითარებელ შეფასებებსა და რეკომენდაციებს; 3.7. მოთხოვნის შემთხვევაში, პირადად აცნობს მასწავლებელს შეფასების ჯგუფის რეკომენდაციებს და აძლევს მას ყველა საჭირო განმარტებას; 4. კათედრის წარმომადგენელი: 4.1. ესწრება მასწალებელთა მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს და აფასებს მათ გაკვეთილზე დაკვირვების სტანდარტიზებული რუბრიკის გამოყენებით; 4.2. მონაწილეობას იღებს შეფასების ჯგუფის საქმიანობის დაგეგმვასა და განხორციელებაში; 4.3. მონაწილეობას იღებს შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლისთვის რეკომენდაციების შემუშავებაში. მუხლი 9. შეფასების ჯგუფის საქმიანობის სფერო ,,მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისადა მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებულიმასწავლებლის პროფესიული სტანდარტის (შემდგომში მასწავლებლის პროფესიულისტანდარტი) მოთხოვნებთან მასწავლებლის კომპეტენციების შესაბამისობის დადგენის მიზნით, შეფასების ჯგუფი: ა) მასწავლებელს აძლევს განმავითარებელ შეფასებას მის მიერ განხორციელებულ საქმიანობებზე; ბ) მასწავლებელს ანიჭებს კრედიტქულებს გაკვეთილზე დაკვირვების შედეგების საფუძველზე; გ) ადგენს გაკვეთილებზე დასწრების განრიგს; დ) აფასებს მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებულ დოკუმენტებს და ანიჭებსკრედიტქულებს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ე) მასწავლებლისათვის მინიჭებული კრედიტქულების საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებასმასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულისტატუსის მინიჭების, შენარჩუნების ან შეწყვეტისშესახებ წინადადების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვისწარდგენის შესახებ; ვ) ახორციელებს მასწავლებლის მუშაობის და მიღწეული შედეგების კრიტიკულ-კონსტრუქციულანალიზს.

თავი III. მასწავლებლის შეფასება მუხლი10. შეფასების ფორმები შეფასების ჯგუფის მიერ მასწავლებლის შეფასება შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგი ფორმებით: ა) გაკვეთილზე დაკვირვება და ჩატარებული გაკვეთილის შეფასება (პრაქტიკოსი/უფროსიმასწავლებლისათვის); ბ) სამოდელო გაკვეთილის შეფასება (წამყვანი/მენტორი მასწავლებლისათვის); გ) მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შეფასება (პრაქტიკოსი,უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლისათვის). მუხლი11. გაკვეთილზე დაკვირვება 1. მასწავლებლის შეფასების ჯგუფი, უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების, უფროსი მასწავლებლის სტატუსის შენარჩუნების ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებისათვის, კანონმდებლობით დადგენილი ვადის განმავლობაში, არანაკლებ ორჯერ აკვირდება პრაქტიკოსი/უფროსი მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილს და გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გამოყენებით აფასებს მას. 2. მასწავლებლის შეფასების ჯგუფი პრაქტიკოს/უფროს მასწავლებელთან ერთად განიხილავსგაკვეთილზე დაკვირვების შედეგებს და გონივრულ ვადაში აძლევს მას განმავითარებელშეფასებას წერილობითი ფორმით. 3. მასწავლებლის შეფასების ჯგუფი, პრაქტიკოსი/უფროსი მასწავლებლის მიერ ჩატარებულგაკვეთილზე დაკვირვებების საფუძველზე, ანიჭებს პრაქტიკოს/უფროს მასწავლებელსკრედიტქულებს. მუხლი 12. სამოდელო გაკვეთილის შეფასება 1. მასწავლებლის შეფასების ჯგუფი, წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შენარჩუნებისათვის ანმენტორის სტატუსის მინიჭებისათვის, კანონმდებლობით დადგენილი ვადის განმავლობაში,არანაკლებ ათჯერ აკვირდება წამყვანი მასწავლებლის მიერ ჩატარებულ სამოდელო გაკვეთილსდა შესაბამისი რუბრიკის გამოყენებით აფასებს მას. 2. მასწავლებლის შეფასების ჯგუფი, მენტორის სტატუსის შენარჩუნებისათვის,კანონმდებლობით დადგენილი ვადის განმავლობაში, არანაკლებ ხუთჯერ აკვირდება მენტორისმიერ ჩატარებულ სამოდელო გაკვეთილს და შესაბამისი რუბრიკის გამოყენებით აფასებს მას. 3. მასწავლებლის შეფასების ჯგუფი, წამყვანი მასწავლებლის/მენტორის მიერ ჩატარებულსამოდელო გაკვეთილზე დაკვირვებების საფუძველზე ანიჭებს მას კრედიტქულებს. მუხლი 13. მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შეფასება 1. მასწავლებელი ვალდებულია, მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში განათავსოსსქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის მისანიჭებლად/შესანარჩუნებლადაუცილებელი სავალდებულო აქტივობებისა და დამატებითი საქმიანობების განხორციელებისდამადასტურებელი დოკუმენტები. 2. მასწავლებელი ვალდებულია, ელექტრონულ სისტემაში მისთვის განკუთვნილ ელექტრონულ სივრცეში განათავსოს მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტები. 3. მასწავლებლის მიერ ელექტრონულ სისტემაში, მისთვის განკუთვნილ ელექტრონულსივრცეში მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების განთავსებისვადები განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 14. მასწავლებლის შეფასების შედეგების განთავსება ელექტრონულ სისტემაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორისინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შეფასების ჯგუფი, ვალდებულია, უზრუნველყოსმასწავლებლის შეფასების შედეგებისა და მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსისმინიჭების, შენარჩუნებისა და შეწყვეტის შესახებ წინადადების განთავსება ელექტრონულსისტემაში. მუხლი 15. იმ მასწავლებლის შეფასება, რომელიც ასწავლის ორ ან მეტზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში 1. ის მასწავლებელი, რომელიც ასწავლის ორ ან მეტ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაშიერთსა და იმავე საგანს, ამ თავით დადგენილიწესით შიდა შეფასებას გადის ელექტრონულსისტემაში მის მიერ არჩეულ ერთ-ერთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. 2. ის მასწავლებელი, რომელიც ასწავლის ორ ან მეტ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაშისხვადასხვა საგანს, ამ თავით დადგენილი წესით, შიდა შეფასებას გადის შესაბამისზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, რაც მიეთითება ელექტრონულ სისტემაში. მუხლი 16. სამუშაო ჯგუფისათვის მიმართვის წესი ერთწლიანი ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვისპარალელურად, გაკვეთილზე დაკვირვების სურვილის შემთხვევაში, მასწავლებელი მიმართავსსამუშაო ჯგუფს ამ დებულების მე-17 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფორმით. მუხლი 17. მასწავლებლის განაცხადის ფორმა 1. გაკვეთილზე დასწრებისათვის მასწავლებელი ავსებს განაცხადს დანართი N1-ის შესაბამისად. 2. მასწავლებელი ვალდებულია წელიწადში ერთხელ - სასწავლო წლის დაწყებიდან ორი თვისვადაში, ხოლო 2015-2016 სასწავლო წელს - ექვსი თვის ვადაში, წერილობით მიმართოს შეფასების ჯგუფს გაკვეთილზე დაკვირვების მოთხოვნით. 3. შეფასების ჯგუფი განიხილავს შემოსულ განცხადებებს და შეიმუშავებს გაკვეთილზე დაკვირვების განრიგს. განრიგის შედგენისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული რომ 4 წლის განმავლობაში თითოეულმა მასწავლებელმა შეძლოს 2 გაკვეთილის წარმართვა, რომელსაც დააკვირდება შეფასების ჯგუფი (2015-2016 სასწავლო წელი ითვლება საპილოტე წლად). 4. დირექტორის მიერ დამტკიცებული განრიგის გამოკვრა უნდა განხორციელდეს სკოლის შენობაში თვალსაჩინო ადგილას განრიგის დამტკიცებიდან 3 დღის ვადაში. 5. გაკვეთილზე დასწრების გაუქმების სურვილის შემთხვევაში მასწავლებელი მიმართავს შეფასების ჯგუფს დანართი N2-ის შესაბამისად. 6. პედაგოგს შეუძლია განაცხადი გააუქმოს ვადის დადგომამდე ორი კვირით ადრე, გარდა საპატიო მიზეზის არსებობისა. მუხლი 18. გაკვეთილის გეგმის წარდგენა 1. მასწავლებელი შეფასების ჯგუფს წერილობით მიმართვასთან ერთად წარუდგენს გაკვეთილის გეგმას. 2. საჭიროების შემთხვევაში, საგაკვეთილო გეგმის შეფასებისას, შეფასების ჯგუფი ან ფასილიტატორი წერილობით რეკომენდაციას მისცემს მასწავლებელს და განუსაზღვრავს ვადას საგაკვეთილო გეგმაში ცვლილების შესატანად. 3. მასწავლებლის შეფასების ჯგუფის რეკომენდაციები ასევე აიტვირთება ელექტრონულ სისტემაში, კონკრეტული მასწავლებლის პირად პროფილში სპეციალურად გამოყოფილ ველში. 4. პედაგოგი დადგენილ ვადაში შესწორებულ გეგმას წარუდგენს შეფასების ჯგუფს. მასწავლებლის გეგმაში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია ორჯერ. 5. გაკვეთილის ჩატარებამდე, საჭიროების შემთხვევაში, დგება შეხვედრა შეფასების ჯგუფსა და მასწავლებელს შორის, რომლის მიზანია, საბოლოოდ დაზუსტეს ჩასატარებელი გაკვეთილის გეგმა. აღნიშნული შეხვედრა ფორმდება ოქმით. მუხლი 19. გაკვეთილზე დასწრების პროცესი 1. შეფასების ჯგუფი ახორციელებს საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვებას და ახდენს მასწავლებლის შეფასებას გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გამოყენებით. 2. გაკვეთილს ესწრება შეფასების ჯგუფის უმრავლესობა, არანაკლებ სამი წევრისა. 3. შეფასების ჯგუფი აფასებს საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ ბრძანებით დამტკიცებული გაკვეთილის შეფასების უნიფიცირებული ინსტრუმენტის მიხედვით. 4. თუ მასწავლებლის მიერ დაგაგმილი გაკვეთილი ვერ ჩატარდა საპატიო მიზეზის გამო, მასწავლებელს მიეცემა ერთთვიანი ვადა სანაცვლო გაკვეთილის დასაგეგმად და ჩასატარებლად ამ დებულებით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად. 5. თუ საპატიო მიზეზით, შეფასების ჯგუფის წევრთა საჭირო რაოდენობა ვერ შეიკრიბა საგაკვეთილო პროცესზე დასასწრებად, მაშინ მასწავლებელს მიეცემა ერთთვიანი ვადა გაკვეთილის დასაგეგმად და ჩასატარებლად. 6. საპატიო მიზეზით გაკვეთილის არ/ვერ ჩატარება ან გაკვეთილის არ/ვერ შეფასება შესაძლებელია მხოლოდ ორჯერ. მუხლი 20. გაკვეთილზე დასწრების შედეგების განხილვის წესი 1. საგაკვეთილო პროცესის დაკვირვებიდან 2 დღის ვადაში მასწავლებელი, წინასწარ დადგენილ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, აკეთებს თვითშეფასებას წერილობითი ფორმით. 2. თვითშეფასების კითხვარის შევსების შემდგომ მასწავლებელი ადგენს ერთწლიან სამოქმედო გეგმას პრაქტიკაში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად. 3. საგაკვეთილო პროცესის დაკვირვებიდან ერთი კვირის ვადაში შიდა შეფასების ჯგუფი განიხილავს საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობას და მის შედეგებს წერილობითი ფორმით მიაწვდის მასწავლებელს. 4. მასწავლებელს კრედიტქულა მიენიჭება შეფასების ჯგუფის წევრთა ხმათა უმრავლესობით. თანაბარი გადანაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია შეფასების ჯგუფის თავმჯდომარის ხმა. 5. თუ შეფასების ჯგუფმა ჩატარებული გაკვეთილი დადებითად არ შეაფასა, პედაგოგს მიეცემა მხოლოდ განმავითარებელი კომენტარი და დამატებითი ვადა 1-3 თვემდე, რათა გაითვალისწინოს რეკომენდაციები, დაგეგმოს და ჩაატაროს ახალი გაკვეთილი. 6. თუ გაკვეთილი შეფასდება დადებითად, პედაგოგს წერილობითი ფორმით მიეცემა განმავითარებელი შეფასება და რეკომენდაციები. 7. მასწავლებლის შეფასების ლგუფი მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილზე დაკვირვების საფუძველზე, ანიჭებს მასწავლებელს კრედიტქულებს. მუხლი 21. პროფესიული საქაღალდის შეფასების პროცედურები 1. პროფესიული საქაღალდის წარდგენა შესაძლებელია 2016 წლის 29 ივნისის ჩათვლით. 2. მასწავლებელი ვალდებულია, მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში განათავსოს სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელი, სავალდებულო და დამატებითი აქტივობების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტები და განათავსოს ელექტრონულ სისტემაში. 3. პროფესიულ საქაღალდეში წარმოდგენილ დოკუმენტაციას შეაფასებს ჯგუფის თითოეული წევრი ინდივიდუალურად, ხოლო გაერთიანებულ შეხვედრაზე მოხდება აზრების შეჯერება და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. 4. გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით და წარედგინება სკოლის დირექტორს. მუხლი 22. შეფასების ჯგუფის/ჯგუფების შეხვედრების სიხშირე და ფორმატი 1. შეფასების ჯგუფის შეხვედრების სიხშირე განისაზღვრება მას შემდეგ რაც შედგება გაკვეთილებზე დასწრების გრაფიკი. 2. შეფასების ჯგუფის შეხვედრებს თავმჯდომარეობს სკოლის დირექტორი; მისი არყოფნის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარის ფუნქციას ითავსებს დირექტორის მოადგილე, ხოლო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების დაოქმება და ელექტორნულ სისტემაში განთავსება დაევალება ერთჯერადად არჩეულ წევრს, რომელსაც ირჩევს შეფასების ჯგუფი დამსწრეთა უმრავლესობით. 3. შეფასების ჯგუფის შეხვედრაზე მდივნის ფუნქციას ასრულებს დირექტორის მოადგილე, რომელსაც დაევალება მიღებული გადაწყვეტილებების დაოქმება და ელექტორნულ სისტემაში განთავსება. დირექტორის მოადგილის არარსებობის/არყოფნის შემთხვევაში გადაწყვეტილებების დაოქმება და ელექტორნულ სისტემაში განთავსება დაევალება ერთჯერადად არჩეულ წევრს, რომელსაც ირჩევს შეფასების ჯგუფი დამსწრეთა უმრავლესობით. 4. შეფასების ჯგუფის წევრებს მუდმივად ექნებათ ერთმანეთს შორის კომუნიკაცია ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.

თავი IV. დებულების დამტკიცება, ცვილებებისა და დამატებების შეტანა მუხლი 23. შეფასების ჯგუფის დებულების დამტკიცება,მასში ცვლილების შეტანა და გაუქმება 1. შეფასების ჯგუფის დებულებას შეიმუშავებს და ამტკიცებს შეფასების ჯგუფი. 2. სკოლის დებულების მიღება, გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წესით.

შპს კერძო სკოლის „ოქროს აკვნის“მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შეფასებისჯგუფის თავმჯდომარეს
,ქალბატონ მაია მიქაძეს,
ამავე სკოლის (-საგანი-) ----------------------------------
მასწავლებლის-------------------------------------------
მ ი მ ა რ თ ვ ა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში,
2016 წლის ----- ----------------, მსურს ჩავატარო გაკვეთილი, რომელზეც შეფასების მიზნით დამესწრება მასწავლებლის შეფასების ჯგუფი.
ხელმოწერა:
თარიღი:

შპს კერძო სკოლის „ოქროს აკვნის“მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შეფასებისჯგუფის თავმჯდომარეს
,ქალბატონ მაია მიქაძეს
, ამავე სკოლის (-საგანი-)
----------------------------------
მასწავლებლის-------------------------------------------
მ ი მ ა რ თ ვ ა -----------------------------
გამო, გთხოვთ გააუქმოთ 2016 წლის --------------- ------------ გაკვეთილზე დაგეგმილი დაკვირვება.
ხელმოწერა:
თარიღი:
20.12.2016